მიშა ანდღულაძის - "ნადგომი წყალი"
დიდი ხანია მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა, თუმც ვფიქრობდი ნეტა რა უნდა ეწეროს რომ დამაიტეროსო თქო... (რაადგან ამ პერიოდში ბევრმა "ცნობადმა სახემ" დაწერა რაღაც და რაც წაავიკითხე ყველა ტყუილი დროის კარგვა იყო ჩემთვის)
მაგრამ აიამ შემთხვევაში სასიამოვნოთ გაოცებული დავრჩი ნამდვილად. წუხელს ღამის 2 საათზე დავასრულე და იმის მიუხედავად რომ საკმაოდ ღიად თამამად და თავისუფლად დაწერა ავტორმა, ისეთ ტაბუირებულ თემებზე როგორც ეკლესია, მისი შიდა სამზარეულო, და ანაფორას ამოფარებული "მოძველბიჭო ელემენტები" არიან, რომლებიც დიახ ისეთი ჩვეულებრივი, ცოდვილი ადამიანები არიან როგორებიც სხვა დანარჩწენი და მაცხოვრის იგავის არ იყოს "სხვის თვალში პეწვსაც კი ხედავენ, თავისაში კი შეშის ნაფოტიც რომ ქონდეთ" არ იმჩნევენ.. აქეთ მორალისტები გამოდიან, ჭკუას გვარიგებენ და ჩვენც მათ რჩევებს "ბრმად" ვითვალისწინებთ...
ამ წიგნში, დღევანდელი რეალობაა აღწერილი (არისაც და ბერისაც) "ტაბურეტკებით" მორბენალი სასულიერო პირები,ცი ე.წ "წმინდა სახლის" ქალბატონი "ნებიერა" რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ჭკუაზე ატრიალებს და მართავს, რომელიც ადამიანების მოწამლასაც და დაშინებასაც არ ერიდება ( მოკლედ ალბათ ყველა მიხვდებით მის რეალურ პროტოტიპია არ ჭირდება ზედმეტი გაშიფრა,) ღმერთის სახელით აფერისტობა, ტყუილები დანაშაულები და კორუფცია ეს ჰო ისედავც ყველამ ვიცით უბრალოდ ამ "ინსტიტუტზე" ეს ყველაფერი იმდენად ტაბუირებულია და ყველანი ვდუმვართ ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ არ დავიჯეროთ.
ჩემთვის პირადად არაფერი დაუჯერებელი არ იყო ამ ძალიან კარგ და საინტერესო პატრა წიგნში. კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში რომ ბრმა და ყრუ არ უნდა იყო ადამიანი მითუმეტეს სარწუნოების სახელით.
კარგია ცენზურა რომ არ არსებოს ამ ქვეყნაში რადგასნ ასეთი შიგთავსის წიგნებს არც კი აღირსებდნენ დღის სინათლეს.
P.S. ფანატიკოსმა მოწმუნეებმა ეს წიგნი რომ წაიკითხონ, რბილად რომ ვთქვათ საწყალ #მიშაანდღულაძე-ს ანათემას გადასცემენ..