Sunday, 19 September 2010
ლადო ასათიანი
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
Subscribe to:
Posts (Atom)
წიგნები
რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ კვლავაც პო...
-
საუზმე: - 200 გრამი ხილი (გარდა ნესვისა,ლეღვისა და ყურძნისა) + 1 ცალი იოგურტი რომლის ცხიმიანობაც არ უნდა აღემატებოდეს 1,5% -ს წახემსება : ...
-
უგულავას დიეტა დიეტის დაწყების წინა დღეს სასურველია კუჭის გაწმენდა, ინგლისური მარილის ან გუტალაქსის მეშვეობით. (15-30 წვეთი გუტალაქსი ძილ...
-
როგორ დავიკლოთ 9 დღეში 7-8 კილოგრამი? – სუხიშვილების დიეტა სუხიშვილების დიეტა-მარტივი და ეფექტური პირველი დღე: 500 გრ. არაჟანი ...