(ამოსუნთქვის ბოლო წუთამდე)
დილით ნინო კარზე კაკუნმა გააღვიძა. კარი რომ გააღო იქ უკვე არავინ იყო. მხოლოდ ზღურბლზე თეთრი ბარათი ეგდო.
ნინომ ბარათი გახსნა და ირაკლის ნაწერი იცნო, ტექსტი სწრაფად ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა.
”ნინო ჩემო სიცოცხლევ, ვიცი რომ გუშინ საღამოს გაწყენინე და გული ძალიან გატკინე.
გთხოვ, მაპატიე! ეს აღარ განმეორდება, მე დღეს საზღვარგარეთ მივემგზავრები.
ვიცი გაგიკვირდება მაგრამ ვერ გავბედე თქმა არ მინდოდა გენერვიულა.
მე მინდა რომ ბედნიერი იყო და ჩემს გამო აღარასოდეს იტირო. შენი ცრემლები მე ტანჯვას მაყენებენ.
გთხოვ, ყველაფერი მაპატიე, ჩემო დედოფალო! მიყვარხარ და მეყვარები, ამოსუნთქვის ბოლო წუთამდე.
მშვიდობით!!!
P.S. ამ სტრიქომებს დაგიტოვებ ჩემდა სახსოვრად: ("ჩვენი სიმღერიდან")
”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარულ
მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია,
და ყველა ხატის წინ რაც კი დანთებულან
შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია,
ჩემი სანთლებია, ასე მდუმარებით,
ასე სასოებით ნელა რომ იწვიან
და თუ ეს ვედრება ღმერთმა შეისმინა,
დღეს თუ არ გამწირა და თუ შემიწყალა,
მე კი რაც ამ ქვეყნად წმინდა სამთლებია,
სულ ყველას დავანთებ შენდა გასახარად.”
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
ირაკლი!...........
12 თებერვალი 1998წელი.
ნინომ წერილი დაკეცა, ცრემლი შეიმშრალა, თავი ხელბში ჩარგო და გაირინდა.
- ღმერთო ეს რა ვქენი, ეს რა ჩავიდინე, ჩემი სულელური ეჭვიანობით
საყვარელი ადამიანი დავკარგე, ეხლა რა მეშველება, როგორ მოვიქცე ან სად გაემგზავრა და საერთოდ რატომ დამიმალა?!
ნინო კიდე დიდხანს იჯდა ასე გარინდული. შემდეგ წამოდგა,
ტელეფონი აიღო და ირაკლის მობილურზე სცადა დარეკვა, მაგრამ არავინ უპასუხა; (ტელეფონი გათიშული იყო)
მერე სახლში დარეკა ირაკლის დედასთან;
- ალო გისმენთ!
- გამარჯობათ ქალბატონო თამარ ნინო ვარ!
- ნინო?
გაუკვირდა თამარს.
- დიახ ნინო ! ნინო ავალიანი ირაკლის ჯგუფელი ჩვენ ერთად
ვსწავლობთ, ინსტიტუტში!
- ა, ნინო როგორ ხარ, გენაცვალე?
- არ ვიცი, ქალბატონო თამარ, არ ვიცი, ხომ ვერ მეტყვით ირაკლი სად
არის?................
- დღეს დილას ესპანეთში გაემგზავრა........
- გემგზავრა? თანაც ესპანეთში?
- კი უი არ იცოდი?
- არა არ ვიცოდი!!
შეცბა ნინო.......
- როგორ არ გითხრა?
- არა! - უკაცრავად რომელ ქალაქშია?
- მადრიდში!....
- ო ღმერთო!.......
- რა მოხდა, ნინო, რატომ შეწუხდი ასე, რამე შეგემთხვათ?
- არა არაფერი!...
დაიბნა ნინო.
- ისე დღეს ყველას რაღაც გჭირთ ირაკლიც არ იყო კმაყოფილი იმით რომ
მიდიოდა....
- მართლა?
უცებ გულუპრყვილოდ იკითხა ნინომ.
- კი ასე იყო ასე.........
- კარგით გმადლობთ, ქალბატრონო, თამარ ნახვამდის!.....
- ნახვამდის შვილო ნახვამდის!
ნინომ ყურმილი დადო, ოთახიდან გავიდა და პალტო აიღო,
ინსტიტუტში აგვიანდებოდა.
გზაში კი ერთი ფიქრი არ ასვენებდა
- რა უნდა მადრიდში ან თუ მიდიოდა რატომ არ მითხრა რატომ.
გზაში ქეთი დაეწია და მაშინვე შეატყო რომ ტირილისგან თვალები დასიებოდა.
- ნინი როგორ ხარ?
- რა ვიცი ცუდად!
- რა მოგივიდა ? იტირე?
- ჰო ვიტირე !
- რა მოხდა?
- ნუ მეკითხები გთხოვ!
- კარგი ჰო!
- ქეთი იცოდი ირაკლი რომ მადრიდში უნდა წასულიყო?
- კი ვიცოდი!
- იცოდი?!
გაიკვირვა ნინომ.
- ჰო რა იყო?
- არა არაფერი მე არ ვიცოდი
- იცი?! ლაშაც წავიდა
- ლაშაც?
- შენ რა არ იცოდი რომ მიდიოდნენ?
- არა არვიცოდი!
- ინსტიტუტმა გაცვლითი პროგრამით გააგზავნა სასწავლებლად მადრიდის უნივერსიტეტში.
- რამდენი ხნით?
- 2-თუ 3-წლით არ ვიცი ზუსტად...
- ო. ღმერთო!
ნინომ ძლივს შეიკავა ცრემლები!!!
- რა არ გიხარია? მე ძალიან მიხარია!
- არა არა რას ამბობ როგორ არ მიხარია!
ძალით უპასუხა ნინომ.
- იცი ნეტა მე ვიყო ნინი მაგათ ადგილზე , როგორ მინდა?
ნინოს ხმა არ გაუცია, თავის ფიქრებში იყო ჩაფლული
- ნინი!
- ბატონო!
შეკრთა ნინო
- არ მისმენ?
- ო,არა მაპატიე!
- რა იყო ცუდად ხარ ? იცი რა ფერი გადევს?
- ვერ ვარ რაღაც კარგად, მოდი მე წავალ , კარგი თუ მიკითხონ უთხარი რომ ცუდად ვიყავი.
- კარგი, გინდა გაგაცილო?
- არა იყოს მარტო წავალ.
- კარგი, ორშაბათს მოხვალ?
- ალბათ მოვალ.
- დაგირეკავ ან გამოგივლი.
- კარგი, დაგელოდები . ჰო მართლა ბიჭებზე თუ რამე გაიგო შემატყობინე გთხოვ!
- აბა რას ვიზამ!
ნინო და ქეთი ერთმანეთს დასცილდნენ. სახლში რომ მივიდა ოთახში ჩაიკეტა საღამომდე გარეთ არ გამოსულა.
შაბათს საღამოს ქეთი მივიდა და ცოტა გაამხიარულა:
ორშაბათს კი ქეთიმ ნინოს ბიჭების კოორდინატები შეატყობინა.
- ნინი იცი რა უნდა გითხრა?
- რა იყო?
- ლაშამ დარეკა...
- მართლა?
გაუხარდა ნინოს
- მართლა, მართლა.
- მისამართი და ტელეფონი არ გითხრა?
- კი როგორ არა?
- ღმერთო რა კარგია როგორ არიან ირაკლისაც ელაპარაკე
- კი ველაპარაკე შენ ისე გაგიხარდა , რომ.....
- რა რომ...
დაიბნა ნინო......
- ის რომ მგონი ერთმანეთი გიყვართ...
- რას ამბობ რა სისულელეა, გვიყვარს არა ისა.....
- მე მითქვია და აჰა!
ნინო იმდენად ბედნიერი იყო ახალი ამბით რომ ქეთისთვის არც
კი მოუსმენია - ის კი ქაქანებდა და ქაქანებდა.
ნინოს სიხარულისგან მთელი ღამე არ სძინებია. ერთი კვირის შემდეგ ნინომ როგორც იქნა გადაწყვიტა და ესპანეთში წერილი გააგზავნა.
მეორე დღეს ქეთი და ნინო ასევ ბიჭებზე საუბრობდნენ და ძალიან მხიარულები და ბედნიერები ჩანდნენ.
საღამოს შინ რომ დაბრუნდა ნინოს დედამ უთხრა რომ , საშინელი ტრაგედია მოხდა ესპანეთის ქალაქში.
ნინომ მაშინვე ქეთის დაურეკა, ქეთიმ კი უთხრა რომ ეს ქალაქი მადრიდი იყო და ავტო ავარისს შედეგად ხიდიდან ხალხით სავსე ავტობუსი გადავარდა.
- ქეთი ვინმე დაიღუპა?
- 7 კაცი დაიღუპა 18 კი მძიმედ დაშავდა.
- რა ვქნათ ბიჭების ამბავი როგორ გავიგოთ?
- არ ვიცი არა, ვრეკავ და არ პასუხობენ.
- ღმერთო ნეტავ ისინიც ხომ არ იყვნენ იმ ოხერ ავტობუსში?
- არ ვიცი იქნებ არც იყვნენ და ჩვენ სულ ტყუილად ვნერვიულობთ
- კარგი და თუ რამე გაიგე დამირეკე რა , გთხოვ!
- კარგი აბა რას ვიზავმ არ ინერვიულო!....
მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა მაგრამ არც ერთს არ დაურეკია არც ქეთისთან და არც ნინოსთან .
ნინო კი ვეღაც ირაკლის დედას უკავშირდებოდა. ერთ დღეს ქეთიმ ნინოსთან დარეკა და უთხრა რომ როგორც იქნა ლაშა დაუკავშირდა...
ნინო იმდენად გახარებული იყო რომ არ იჯერებდა
- მართლა ?
- ჰო ეხლა ველაპარაკე
- როგორ არიან?
- კარგად
- ირაკლი?
- ირაკლიც კარგად არის.
- მართლა, რა ბედნიერება... ჰო არ მატყუებ?
უცებ მოიმხიარულა ნინომ.
მაგრამ მეორე დღეს ნინომ თავისივე გაგზავნილი წერილი უკან მიიღო.
ნინომ ამ წერილის დანახვის თანავე რაღაც უსიამოვნოდ გაიღიმა და მაშინვე გულმა ცუდი უგრძნო.
ამის შემდეგ მას მეტი წერილი აღარ მიუწერია. დრო გადიოდა ლაშას მეტი კი არავინ რეკავდა. ქეთი კი ნინოს ეუბნებოდა რომ ირაკლი ბარსელონაში იყო გაგზავნილი სასწავლებლიდან და თავს კარგად გრძნობდა.
ნინო თანდათან ხვდებოდა რომ ქეთი და ლაშა რაღაცას უმალავდნენ.
ქეთი კი ერთსადა იმავეს პასუხობდა:
- არაფერი არ ხდება შენ აზვიადებ....ირაკლი კარგად არის.
- იქნებ ცოლი მოიყვანა?
დაუფიქრებლად წამოიძახა ნინომ ერთ დღესაც
- გინდაც მოეყვანა მერე შენ რა გაწუხებს?
- არა არაფერი
დაიბნა ნინო.
- მოიცა, მოიცა თქვენ ეტყობა ერთმანეთი გიყვართ, ხომ?!
- საიდან მოიტანე?!
- თქვენ მე ვერ გამომაპარებთ ვერაფერს ირაკლიც რომ რეკავდა, სულ
შენს ამბავს კითხულობდა, ახლა და შენ ეჭვიანობას ვეღარ მალავ.
- ო, კარგი რა ქეთი
ხელი აიქნია ნინომ თითქოს რაღაცის წაშლას ცდილობდა თავისი ფიქრებიდან.
ამასობაში კი ზუსტად 6 თვე გავიდა. ნინო კი ირაკლის მეტზევერავიზე და ვერაფერზე ფიქრობდა.
ერთ მშვენიერ დღესაც ნინოს კურიერმა ამანათი გადასცა.
ამ ამანათში , წერილი, ესპანეთის ვიზა, თვითმფრინავის ბილეთი და ოდესღაც ირაკლის მიერ დაპირებული ოქროს პატარა კალა (ჭაობის ყვავილი) იდო.
ნინომ წერილი რომ გახსნა სიხარულით ცას ეწია, ირაკლი მადრიდიდან უგზავნიდა ამ ამანათს.
ნინომ სწრაფად გახსნა წერილი და სიხარულისგან ცრემლები ვეღარ შეიკავა.
” ნინო ჩემო ძვირფასო, ვიცი რომ გგონია დამავიწყდი ან სხვაზე გაგცვალე ვიცი რომ ნაწყენი ხარ, იმის გამო რომ არც გირეკავდი და არც გწერდი.
მაგრამ გთოვ მაპატიე და რასაც ეხლა წაიკითხავ, ყველაფერს თვითონ მიხვდები.
იმ საშინევ ავტო ავარიაში, მეც მოვყევი , მეც დავშავდი და 4 თვის მანძილზე, მადრიდის ცენტრალურ კლინიკაში ვიწექი.
ამის მერე მინდოდა შენთვის ყველაფერი მეთქვა მაშინდელისთვის კიდევ ერთხელ მეთხოვა პატიება, ამეხსნა რატომ დაგიმალე ჩვენი გამგზავრების ამბავი, მაგრამ ვერ გავბედე ვაი თუ არ გეპატიებინა მეშინოდა.
მაგრამ 3 დღის წინ ქეთიმ ლაშას დაურეკა და უთხრა რომ ძალიან განიცდიდი ჩემს არ ყოფნას.
ჰო კიდევ ერთი იმ კატასტროფის შემდეგ დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა და 2 თვის წინ ისიც გარდაიცვალა.
ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ დედის დაკრძალვასაც ვერ დავესწარი.
ლაშის კი მე ვთხოვე რომ შენთვის ჩემი ავდმყოფობის შესახებ არაფერი ეთქვა .
ვიცოდი რომ ინერვიულებდი...
ეხლა კი ერთ რამეს გთხოვ თუ შეგიძლია ჩემი პატიება, თუ ცოტათი მაინც კიდევ გიყვარვარ, გთხოვ ჩემთან ჩამოდი.
მჭირდები მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია უშენობა რა ვქნა?!
ლაშამ და ქეთიმ ჩვენს შესახედ ყველაფერი იციან. თუ ჩამოხვალ გთხოვ ეს ყველაფერი რაც მოგწერე კარგად გაითვალისწინო.
როცა მნახავ შეიძლება ვერ გაუძლო და ზურგიც კი მაქციო,
P.S. ბილეთები, ვიზა და ის პატრა ჭაობის ყვავილი (კალა) შენ რომ გინდოდა კონვერში დევს.
აეროპორტში ლაშა დაგხვდება, გელოდები და თან არ დაგავიწყდეს რომ კიდევ უფრო ძალინ მიყვარხარ! გთხოვ დამიბრუნე დაკარგული სიცოცხლის ხალისი.
ისევ შენი
ირაკლი...
26 აგვისტო 1998 წელი.
ნინომ წერილი დაკეცა და ცრემლი შეიმშრალა, ქეთის დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა.
ოთხის ნახევარზე ქეთი დათქმულ ადგილას მივიდა. ნინომ ქეთის ირკლის წერილი აჩვენა.
- ქეთი შენ თავიდანვე იცოდი ყველაფერი?
- კი, ვიცოდი...
დამნაშავესავით დახარა მან თავი.
- მერე რატომ დამიმალე?!
- ირაკლიმ მთხოვა...
- შენ მაინც უნდა გეთქვა ჩემთვის...
- ვიცი, მაპატიე!
- ჩვენი ამბავი როდის გითხრა?
- ორი კვირის წინ...
- ღმერთო ეხლა როგორ უნდა მოვიქცე?
- არ წახვალ?
- წავალ, მაგრამ რატომ მწერს რომ თუ ჩამოხვალ, კარგად დაფიქრდიო. შეიძლება ვერ გაუძლოო??
- როცა ნახავ მაშინ მიხვდები ყველაფერს.
- კიდევ რას მიმალავ?!
- ამის თქმა უკვე არ შემიძლია... ეს თქვენ 2 გეხებათ
- ჰო, კარგი,კარგი
- რას იზავ გაემგზავრები?
- კი.
- მერე სწავლა 2 წელი დაგრჩა და ყველაფერს მიატოვებ?
- არა საბუთებს მადრიდში გადავაგზავნინებ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი ვარ! ისე როგორც არასდროს.
მეორე დილით ნინო მადრიდში გაემგზავრა. იქ მას ლაშა დახვდა. ნინომ
კარი შეაღო და (აი რატომ ეუბნებოდა კარგად დაფიქრდი ვაითუ ვერ გაუძლოო) ეტლს მიჯაჭვული ირაკლი დაინახა.
- ხედავ როგორი უსუსური ვარ?!
უთხრა მას ირაკლიმ. ამღვრეული მზერით
ნინო ადგილიდან არ დაძრულა. შემდეგ ირაკლის შეხედა ცრემლი
შეიმშრალა და მიუახლოვდა
- რატომ აქამდე არ მითხარი? ყველაფერი, რატომ დამიმალე?!
- არ ვიცი ალბათ შენი დაკრგვის შემეშინდა.
- მე ხომ მიყვარხარ!
- მეგონა დამივიწყე...
- როგორ მე ეს არ შემეძლო...
- მე ვიფიქრე რომ მაშინ არ მაპატიე ის სულელური ცეკვა.
- არა პირიქით , მე ვიყავი დამნაშავე, ჩემი ეჭვიანობის გამო კინაღამ დაგკარგე.
- ნინი იცი როგორ მომენატრე?
- მართლა?
- კი მართლა!
- მეც მომენატრე.
- მე შენ კიდევ უფრო მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
- ყველაფერი მაპატიე გთხოვ...
- არა, ირაკლი შენ მაპატიე თუ შეგიძლია ყველაფერი ჩემი ბრალია!
- შენ არაფერი გაქვს საპატიებელი!
ნინო ირაკლის მოეხვია და თვალები დაუკოცნა.
- ნინიკო დარჩები ჩემთან?
- კი დავრჩები...
- არ მიმატოვო გთხოვ მე ამას უკვე მართლა ვეღარ გადავიტან...
- არ მიგატოვებ გპირდები!
- ინსტიტუტში როგორ ივლი? ჩემს გამო თავს ანებებ?
- არა საბუთები გადმოვაგზავნე მეც აქ ვისწავლი!
ნინომ ირაკლის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, დაეხმარა რომ უმწეოდ
არ ეგრძნო თავი.
მას მერე 7 წელი გავიდა ირაკლი და ნინო საქართველოში დაბრუნდნენ, მათ 2 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ 6 წლის თორნიკე და 4 წლის თამარი. მათი ცხოვრება ამ ორმა ანგელოზმა ძირფესვიანად შეცვალა.
რაც შეეხება ქეთისა და ლაშას მათაც იქორწინეს, ნინოსი და ირაკლის მსგავსად მათაც 2 შვილი ჰყავთ, 5 წლის საბა და 2 წლის ნიკა.
ნინოც და ირაკლიც ერთ ფირმაში მუშაობენ, ეკონომისტ-მრჩევლებად და ამდენი ტანჯვის შემდეგ მაინც ძალიან ბედნიერები არიან.
მათი სიყვარული ღმერთმა არ გასწირა და მაინც მათი გზები ადრე თუ გვიან გადაიკვეთა.
მორალი: თუ ნამდვილად უყვართ ტერიტორია და ფიზიკური პრობლემა ვერ დააბრკოლებს ადამიანებს
16 მარტი 2004 წელი.