Thursday, 29 December 2022

წიგნები

 კოლინ ჰუვერი - "ყველაფერი მთავრდება,ჩვენით"



ეს ის წიგნია რომელმაც წუხელ გამათენებინა, ისე რომ ვერც კი მივხვდი

დიდი ხანია, ასეთი სიამოვნება არ მიმიღია წიგნისგან...  ალბათ რაღაც პერუოდის,შემდეგ ისევ მივუბრუნდები და დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ...


თავიდან შევთანმხმდეთ იმაზე რომ ე.ეხფემიციდი (ანუ ძალადობა) არ არის ის ქმარი რომ უკანლზე გიჩქმეტს, მხარზე რომ გიკბენს ან/და ყელზე კოცნის კვალს, რომ დაგიტოვებს, არც ისაა ძალადობა" ველური სექსოს" შემდეგ ყველაფერი რომ გეტკინება დილით და ამის გამო გინდა დასაჯო ქმარი, და არც ისაა ძალადობა,  ტელეფონში ფეისბუქის ასქროლვას რომ გადაყვები ბავშვი შიმშილისგან გალურჯებამდე ტირის ფა ამის გამო ქმარი ცოტა უხეშად გეტყვის რომ ჯობია, ბავშვზე იზრუნო და რა ფილტირიან სელფებზე... (ვიცი უმრავლესობა არ დამეთანხმებით მაგრამ ეს ჩემი აზრია.)


 ძალადობა არის ის როცა  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რომ ძალადობენ, სასიკვდილოდ რომ იმეტრბენ განქორწიმების შემდეგაც რომ სდევნიან და ემუქრებიან... ძალადობაა ცოცხლად რომ წვავენ, შვილების თვალწინ რომ კლავენ ან ყველაზე მარტივ სიტუავიაში ალილავებენ, ძალადობაა ჯერ რომ ხელით შეგეხეიან მერე ბოდიშს გიხდიან.. ძალადობაა ის შენ მდგომარეობას სხვებიც რომ ხედავენ და სდუმან იმიტომ რომ მათ არ ეხებათ ანდა უბრალოდ უნდა აიტანო,  რას ამბობ აბა განქორწინებულის იარლიყს არ ჯობია  სხვისი თვალის ასახვევად იდეალური მეოჯახის როლი მოირგოს ქალმაც და კაცმაც....


ეს არის წიგნი რომელიც ზუსტან ამჟამინდელ სოციალურ და მუდმივად მოუგვარდბელ საკითხს  ეხება...


აი ლილი ბლუმი ნამდვილად იყო ჯერ მამის და მერე კი უკვე  ქმრის, მსხვერპლი...

 თუმც პირველად რომ რაილიმ ხელი კრა რაღაც დოზით მისი ბრალიც იყო ალბათ, სიცილი რომ არ დაეწყო, იქნებ არ ჰქონოდა რაილის მსგავსი რეაქცია...

სამწუხაროდ თავიდან, რაილი ძალიან მომწონდა, იდეალური, მიზანდასახული წარმატებული და ძლიერი პიროვნება  იყო, სანამ არ გამოაჩინა, მისი  ბნელი მხარეები....

მაგრამ ამ ყველაფრის, მიუხედავად ექიმ რაილი კინკეიდს ნამდვილად უყვარდა ლილი ბლუმი... მაგრამ ეს ის შემხვევაა როდესაც სიყვარული კი არ აბედნიერებს არამედ ვნებს ამ შემთხვევაში ორივე მხარეს, აყენებდა ეს ურთოერთობა ზიანს....


აი გაგიკვირდებათ და რატომღაც არასოდეს მომწონდა ეტლესი იმის მიხედავად რომ იდეალური მზრუნველი და კარგი ტიპი იყო...  არ ვიცი ვერ ავხსნი იქნდბ იმიტომაც არ მომწონდა რომ როცა, დრო იყო არ იბრძოლა და ბოლომდე არ მიიყვანა ლილისთან დაბრუნრბის შანსი.. (არმიიდან რომ დავრუნდა)


მეტს აღარ დავასპოილერებ ჯობია თავად ისიამოვნოთ... 

ვისაც არ წაგიკითხავთ ჯერ  გირჩევთ რადგან ნამდვილად ღირს.... თან კარგად იკითხება




 




Sunday, 20 November 2022

წიგნები

 ანა გავალდას - "უბრალოდ ერთად" 

 

დიდი ხანი მინდოდა ეს წიგნი, გასულ წელს უფრო სწორედ საახალწლოდ როგორც იქნა, შევიძინე... (მაგრამ სანამ შევიძენდი, დიდი ინტერესის
მოსაკლავად ფილმი ვიპოვე და ვუყურე)

მარტოვად იკითხება, ბევრნაირი შეგრძნება გეუფლება კითხვი დროს, სასაცილოც არის ხანდახან მოსაწყენიც, ხან საერთოდ ისეთი უაზრო მომაკვეთებია, გინდა მიაგდო... ალბათ ამიტომაც (ეს ის იშვიათი შემთხცევაა) ჩემდა გასაკვირად რამის 10 თვე მოვუნდი ამ უკანასკნელის დასრულებას...
სხვათა შორის ფილმის პერსონაჟები იდეალურად შეურჩევია, რეჟისორს რომ ვკითხულობდი აღწერილობა, ზუსტად ემთხვეოდა...
3 ადამინის უცნაური, ურთოერთობები და თავგასავლები, გითრევს, გიზიდავს, გაღიზიანებს, გასევდიანებს და ხანდახან ღიმისაც გგვრის...
მხატვარი გოგოს ცხოვრება, რომელსაც დედასთან არც თუ, ისე კარგი ურთოერთობა აქვს და ამიტომ, კამი ცხოვრობს ცალკე სადღაც ცივ და ნესტიან სხვენში...
მზარეული ბიჭის ისტორია, რომელიც ყოველდღიური რუტინისგან დაღლილიაა, დაბოღმილია და რომ არა კამი, ის ალბათ ყოველთვის იმ "ციყვივით წრეზე იტრიალებდა" და არ წავიდოდა ფრანკის ცოხვრება და კარიერა(ოცნება სსაკუთარი რესტორანი ქონოდა) წინ...
და ბოლოს უცნაური, ზედმეტად არისტოკრატული მანერების ფილიბერი რომელსაც საუბრისაც კი სცხვენოდა, ხშირ შემთხვევაში უცხო გარემოში და ძალიან დიდხანს ეძება "საკუთარი ადგილი..."

ა. გავალდას საოცარი წერის მანერა, ძალიან მიმზიდველია და მსუბუქი საკითხავია...

P.S. ეს ფოტო გადავიღე მანამ სანამ ამ, ძალიან კარგ წიგნს "ვაბანავებდი" ამ უგემრიელეს ყავაში და დავსვრიდი...
თუმც მას მერეც ვერ გადავეჩვიე საყვარელი ნუკბარის (ყავის გარეშე წიგნსაც არ აქვს ის გემო  რაც უნდა, შეიგრძნო კითხვის დროს) გარეშე წიგნების კითხვას....


Saturday, 20 August 2022

წიგნები

 ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - ''პატარა პრინცი".



ალბათ ბევრისთვის უცნაურია ამ ასაკში რატომ და რამ წამაკითხა, ეს ე.წ. "საბავშვო წიგნი" ჰო?... 

დავიწყოთ იქიდან რომ რატომღაც არ მქონდა და შესაბამისად ბავშვურ ასაკში ვერ წავიკითხე...., თუმც ძალიან მიხარია ეხლა რომ ვფიქრობ "თავის დროზე" რომ ვერ წავიკითხე..

ჩემი აზრით 11 და 13 წლის ასაკში ბოლომდე ვერ გაიაზრებ ვერ ჩაწვდები ვერ ისიამოვნებ ასე... მე ვთვლი რომ ეს პატარა წიგნი, იმაზე მეტია ვიდრე ბავშვრბისთვის მწერლის საოცარი წარმოსახვის და ფანტაზიის ნაყოფი.. 

იმდენ რამეს გვასწავლის და დაგვანახებს ნებისმიერ ასაკში რომ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით.... 



Tuesday, 16 August 2022

წიგნები

 ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდ, ამ საოცარ წიგნზე... არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო..


მამა პეტრეს წიგნი - "ქრისტე წამებული ქრისტიამებისგან"


რა ხანია შევიძინე, ვიფიქრე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავთქო.. მაგრამ არა!!🧡

რომ დავიწყე კითხვა მინდოდა თითოწულ გვერდს გავფრთხილებოდი ნელა მშვიდათ, მეკითხა რომ ეს ყოველივე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო...

თემები რომლებსაც ყველა ვხედავთ ყველას პროტეტი გვაქვს მაგრამ ვერ თუ არ ვამბობთ...

საკითხები


რომლებზევ გულის სიღრმეში ყველა ვეთანხდებით მაგრამ .. გავრცელებული ფენომენია თუ სტერეოტიპი არ ვიცი -"სასულიერო პირია და არ უნდა თქვა რომ ცდება" და ა.შ

თუმც მართლაც ბევრია შესაცვლელი, ბევრია საფიქრალი და იქნებ მერე მაინც მივხვდეთ, რა არის ნამდვილი სიყვარული და ფრთიანი ფრაზა,რომელიც გაუთვიცნობიერებლად ბევრჯერ გვითქვამს "ღმერთი სიყვარულია" მართლა მივხვდეთ და ჩავწვდეთ რომ ნამდვილი ქრისტიანობა დიახაც რომ სიყვარულია...♥️🙏🏼📚🌸

ეს არის წიგნი, რომელიც სულ თან უნდა გქონდეს, სულ უნდა იკითხო, გაიაზრო და მიხვდე რა არის სწორი და სად გადის ზღვარი ნამდვილ რწმენასა და ფანატიზმს შორის... სამაგიდო წიგნია რიმელიც არ უნდა შემოდო თაროზე, მხოლოდ იმიტომ რომ ნახე ერთით მეტი წიგნი გაქვს...

მადლობა მამაოს Petre Kolxi -ს ამ ყველაფერისთვის, 🙏🏼♥️ მადლობა რომ სწორედ ხედავს და იმედია ამის წაკითხვის შემდეგ ბევრს აეხილება თვალები... 📖🙏🏼🤷🏽‍♀️თუმც ვიცი ამაზეც ესვრიან ტალახს, ამაზეც გადასცემენ ანათემას მაგრამ სიმართლე ჰო მწარეა და არავიდ უყვარს...

და ბოლოს მისივე სიტყვებით დავასრულებ ამ პატარა მოკრძალებულ პოსტს და იმედს დავიტოვებ რომ კიდევ გვაჩუქებს ასეთ წიგნებს... ❤️მე კი ოდესმე მომეცემა შესაძლებლობა რომ მასთან მოვიდე და მეგობრილად ვისაუბროდ წიგნებზე ღმერთზე და არ ვიცი უბრალოდ იმაზე რომ ძალიან გაუმართლა მის გარშემო მყოფ ხალხს რომ იგი არსებობს დედა ეკლესიში და სწორედ ხედავს ბევრ რამეს.... 🙏🏼📖


" ელოდები როდის მოვა ღმერთი, როდის ჩაგიკრავს გულში და მოგიშუშებს ყველა იარას, რაც საკუთარი თავისთვის მიგიყენებია და რაშიც სხვებიც დაუღალავად გეხმარებოდნენ....

ნანობ, სულ ნანობ რაღაცას, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნი, რას ნანობ... ნაბიჯს რომელიც გადადგი, თუ ნაბიჯს რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადადგი...

ისევ გზაჯვარედინზე დგახარ, არ იცი რა ნომერს ელოდები... ან იქნებ უნომრომ ჩამოაროს და გაგიჩეროს.... იქნებ უმისამართო ტრანსპორტმა მიგიყვანოს მიზნამდე!" ❤️🙏🏼📖📚👏🏽



Friday, 5 August 2022

განდეგილი (პოემა)


ილია ჭავჭავაძე  - განდეგილი (პოემა)


ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას



I


სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა

ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,

სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,

მზისგან აროდეს არა ჰდნებიან,

სად უდაბურსა მას მყუდროებას

კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,

სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,

ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია, -

უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი

და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.

ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს

იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე

და ზედ კარია გამოკვეთილი,

ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.

ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი

ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, -

და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით

ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.



II

აქა ყოფილა უწინ კრებული

ღვთისთვის ქვეყნიდამ განდგომილ ძმათა

და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე

ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.

აქა გამდგარან, განშორებიან

ამ წუთისოფელს სამაცდუროსა,

აქ ჰღირსებიან მართალთა თანა

სავანესა მას საუკუნოსა.

განსულან ამა ქვეყნით მამანი

და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...

იმათის ღვაწლით იმ ტაძრის მადლი

მთიულთა შორის ყველგან განთქმულა.

და ის ადგილი, ის არემარე

ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,

რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,

მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.

თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე

ამ წმინდა ადგილს ვერ შეეხება,

და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა

ჭექა-ქუხილით მოევლინება.




III


ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს

მეუდაბნოე შეჰკედლებია;

საიქიოსთვის ეს სააქაო

დაუთმია და განშორებია.

განშორებია ვით ცოდვის სადგურს,

ვით სამეუფოს ბოროტისასა,

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს

განსაცდელსა მას ეშმაკისასა,

სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ,

ვითა მპარავი და მტაცებელი,

სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,

მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი,

სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,

სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,

სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის

წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.

განშორებია ამ წუთისოფელს,

სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,

სად თვით სიტურფე და სათნოება

ეშმაკის მახე და ცდუნებაა.




IV


განდეგილა და ამ ყინულებში

სულ მარტოდმარტო დაყუდებულა

და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან

იმ დღიდან აღარ შეძრწუნებულა.

განუდევნია გულიდამ ყველა -

მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,

რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა

სულით განწმენდილ და განბანილი.

დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით

ხორცი სულისთვის უწამებია,

და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი,

ცრემლით ურეცხავს, უსოლებია.

დღედაღამ სულთქმა და ღაღადება

მოჰფენია კლდეს ყინულისასა,

და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,

ვითა ღელესა მას გლოვისასა.

განყენებული წუთისოფლისგან

აქ სული მისი აღყვავებულა

და ხორციელი გულისთქმა ყველა

დამარხულა და განსვენებულა.




V


არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს

სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,

ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი

სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.

სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი,

სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,

და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,

შარავანდედი გადაჰფენოდა.

მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება

ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,

თითქო მათშიგან ჩასახებულა

თვით სათნოება, კდემით მოსილი;

თითქო ნელისა სიხარულითა

სამოთხის ღია კარს შეჰხარიან

და სულთან ერთად უფლისა მიმართ

სასოებითა მიისწრაფიან.

ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი

ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,

მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა

ძლევით მოსილსა და განდიდებულს.




VI


წამება მისი ღმერთს შეუწირავს,

ვედრება მისი ღმერთს უსმენია

და სასწაული ნიშნად მადლისა

მღაღადებელზედ მოუვლენია.

ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,

ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი

და მუნით თურმე გადმოდენილა

შუქი მზისა და მთვარის ნათელი.

ოდეს უბაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ

მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,

იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში

სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.

როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე

თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,

და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი

უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა.

ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,

ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა...

და თვის სიწმიდეს ყოველდღე თურმე

ამ სასწაულით შეიმოწმებდა.




VII


ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,

გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა

და დაფიქრებით გადმოჰყურებდა

მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.

მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად

მთისა გადაღმა არ დასულიყო

და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,

იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.

ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა

და განმსჭვალული მისით ღრუბელი

შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.

ამა უბიწო დიადის ხილვით

წარტყვევნილ იქმნა განყენებული

და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას,

შესცქერდა მზესა განცვიფრებული.

უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,

დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,

და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი,

შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.




VIII


დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,

ცაზედ განერთხო და გაიშალა,

და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,

ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.

შეირყა მთელი და ცა და ქვეყანა

იმა ჭექით და იმა ქუხილით,

ცა აირია, დაბნელდა უცებ

და წამოვიდა სეტყვა შხუილით.

ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა,

არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,

ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,

ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, -

ესე ყოველნი, ერთად რეულნი,

ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,

თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს

დღეს მას საშინელს განკითხვისასა.

ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,

ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა

და ხელაღპყრობით ევედრებოდა

წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.




IX


უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...

ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.

ყური ათხოვა, - და თითქო ვიღაც

ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.

ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...

ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,

და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,

შესაფარებელს ბინას ითხოვდა.

თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა

ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?

მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,

მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!

ჰკითხა: - „ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,

აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“

- „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,

მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.

ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს

და ზედ დაეცეს დედამიწასა?

და დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე

და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა“.




X


- „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,

ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;

თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,

მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.

ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..

ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,

ნუ შეშინდები... კიბეა იგი

და ზედ რგოლები საფეხურად აქვს.“

და იმ ბნელაში იგი წვალებით

ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.

მუნ დახვდა მწირი.. რაა? ვინ არის?

ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.

- „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,

გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...

სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,

შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა“.

წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...

იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა,

მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,

ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰსჩდოდა.




XI


რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა

და არ შერისხა იგი მოსული,

გულში სთქვა მწირმა ძეა კაცისა

და არა მავნე, ბოროტი სული.

სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა

ფიცხლივ მივარდა დამზრალი, სველი,

ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს

და გაიწოდა სათბუნად ხელი.

- „უჰ, უჰ, რა ცივა!.. - სთქვა მან სტუმარმან, -

ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..“

მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...

შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.

ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა

განსაცდელი რამ მას მოუვლინა?

და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა

გულში ზარცემით მწირს გაურბინა.

მაგრამ იქმნება ბედმა ეგე ჰქმნა

მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..

და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,

სასოებით და გულდამშვიდებით.




XII


- „შეშა არა გაქვს? - ჰკითხა სტუმარმა, -

მოიტა, ცეცხლი ავანთოთ ერთი!

ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტან,

ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!“

მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ

მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.

რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა

ბნელი სენაკი სინათლით მორთო.

ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა

სტუმარს, იქ მჯდომელს, ზედ მიეფინა,

გასაოცარი რაღაც შვენება

განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:

ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,

სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,

ნაზად, ამაყად ცეცხლისპირს იჯდა,

ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.

ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს

თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,

მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,

ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.




XIII


თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს

ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,

უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა

თავის სიცხოვლის გამომსახველად.

მაშინაც ვინ სთქვას, - ვინ ვის აშვენებს:

მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..

თვით შური, მტრობა ვერ უპოვნიდა

ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.

მას თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,

გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..

დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას

თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.

ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს

ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..

თქმულა - მხეციც კი გააფთრებული

მის წინ დატკბება და დაწყნარდება

და დაუწყნარდა ძალს შვენებისას

იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,

და უცოდველის გულისტკივილით

ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.




XIV


ბოლოს ჰკითხა მას: - „ვინა ხარ, შვილო?

ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?

მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან

ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?“

- „მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ

ცხვარს ვაძოებდი მამიჩემისას,

ბალახმა ცხვარი ამოიტყუა

და მეც ამოვყე ფარასა ცხვრისას.

ლამაზი იყო ამ დღის საღამო,

რარიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!

შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,

გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.

ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული

მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა

და საკვირველი ის სანახავი

თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.

სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი: -

ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს,

ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება

და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.XV


„მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, -

კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..

მე იქ გავერთვი... მყინვარმა თურმე

უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.

ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,

მთიდამა ცივი ავარდა ქარი,

მოვინდომე ცხვრის გამობრუნება, -

გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.

უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,

სეტყვა ტყვიასებრ წამოუშინა,

ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე,

ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.

მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!

უცებ სცოდნია ჩამობნელება,

უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,

უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.

ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..

ახია ჩემზე, რაც დამემართა!

მამის ურჩსაო, გამიგონია,

გზა თურმე არსად არ წარემართა.




XVI


„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,

მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..

მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,

რაც ფათერაკად მოსავალია?

თვითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,

მე მამაჩემი მებრალებოდა,

მამისერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,

ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.

ცხვარი დავღუპე, - ეგ ერთადერთი

მამის სარჩო და საბადებელი,

მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,

ოღონდ ვენახე მე უვნებელი.

ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...

ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,

ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხქვეშ

თვითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.

რა მექნა ბეჩავს!.. საბრალო თავი

სად შემეფარა, გადამერჩინა?

ვთქვი, - აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,

თუ გავბედო და წავიდე შინა?




XVII


„დავრჩენილიყავ, - მერე ვინ იცის,

გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს?..

წავსულიყავ და - ამ ბნელაშია

კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...

მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,

ვთქვი, რაც მომივა, დე, მომივიდეს!

თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია

და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.

ჯაჭვს ზედ წავაწაყდი... და მაშინ მივხვდი,

რომ აქ მყინვარის მონასტერია,

ისიც ვიცოდი მამიჩემისგან,

რომ მონასტერში ვიღაც ბერია.

გახარებული გეძახდი დიდხანს,

შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...

ვსთქვი, - ვაიმე თუ ვერ გავაგონო

და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..

მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა

და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...

სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,

როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე“.




XVIII


- „მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,

ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...

ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის

მისი მარჯვენე შემწყნარებელი“.

- „შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე“.

- „ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..

შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით

ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!“

- „განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,

ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“

- „მყვანდნენ... და ყველას გამოცეთხოვე,

აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი“.

- „მას აქეთ ბევრი წელიწადია?“

- „არ ვიცი“. - „როგორ?“ - „არ ვთვლი წელთსა სვლას,

მოვშორდი შვილო, წუთის-სოფელსა

და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა ცვლას!“

- „მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?“

- „ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა“...

- „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა

ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?“




XIX


„ღმერთო, ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ

მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა...

როცა აქ ცხვარი მიძოვებია

და შემიხედავს მყინვარისთვისა,

მომგონებია მამის ნათქვამი, -

იქ, ყინულებში, კაცი სცხოვრებსო,

სულისთვის ხორცი გაუწირნია,

უწუთისოფლოდ მარტოკა სძლებსო, -

გამკვირვებია მე ეს ამბავი,

მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?

განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის

ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?

ვფიქრობდი: ნეტა, მაშ, რისთვის მორთო

ესე ლამაზად წუთის-სოფელი?

განა მისთვის, რომ ადამიანმა

შეაჩვენოს და აიღოს ხელი?

ყველაფერს უნდა გემოვეთხოვო,

ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!

ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას!

ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..“




XX


„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!

მერე იცი კი რარიგ ტკბილია?!

აქ სიკვდილია, ის კი სიცოცხლე,

აქ ჭირია და ის კი ლხინია.

ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი -

ყველა გულიდამ ამოგიღია?

ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი

თან არავისი წამოგიღია?

არ გაგონდება არც მამა, დედა,

ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?

ნუთუ მის დღეში არა გყოლია

მოკეთე, გულის შემატკივარი?!

როგორ მოშორდი?..“ - „რა გითხრა, შვილო?

ყველაზედ უფრო სული ტკბილია,

იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა

და ეგ ყოველი მის ბორკილია“.

- „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყმდებით,

ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“

- „ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე... უბედურსა...“




XXI


„უბედურსაო“?!.. და მწირსა უცებ

გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...

ასეთი სიტყვა ხომ ჩივილია

და ვით მოადგა იგი ენაზედ?

„უბედურსაო“?!.. - ეგ ხომ სიტყვაა

გულისტკენის და სამდურავისა!

ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა

ბედნიერების დამკარგავისა!..

მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,

რომ მან დასძლია საწუთროება,

განდგა მისგან და აქ მოიპოვა

სულის მშვიდობა და მყუდროება?

ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია

დამარხვა ხორცის, გულთქმის, ვნებისა,

და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა

წმინდა საყდარი უკვდავებისა?

რა დაემართა? რა მოუვიდა?

ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?

ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას

და მუნათს რასმეს სდებს შემოქმედსა?




XXII


არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!

არ გაასწირავს სულს შევედრებულსა!

ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,

მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..

არა და არა!.. მაშ რამან სძლია

და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?

მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,

თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.

არავინ იყო... ხოლო ცეცხლაპირს

ქალს დაღალულსა მისძინებოდა

და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,

ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.

საოცარ იყო მიძინებული

იგი სიტურფე, იგი შვენება!..

თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო

თვით სიყვარული და ნეტარება.

თითქო თვით მადლსა შვენებისასა

თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია

და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,

სული მის ღაწვზედ დაულევია.




XXIII


და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,

დაუცხრა სული აქოთებული

და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა

თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს?

ის სახე ატკბობს თუ ეოცება?

მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი

რად ეურჩება და არ ჰნებდება?!

დიდხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი

გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..

ჰსძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის

ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!

აქამდისაც ხომ გული უძგერდა...

ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..

ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს

და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.

როგორ იწამოს და რა დაარქვას

ამ ჯერ არცნობილს სიტკბოებასა?

თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს

სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?




XXIV


ფეხი წინ წადგა... არ იცის კი რად...

ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,

ძილში ჩაყოლილს ფიქრს თუ ოცნებას

ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.

იმა ღიმილის გრძნეული ჯადო

ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა

და იმა წვევის მაცდურებასა

ზეარსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...

და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...

და დაიხარა თავი თუ არა,

უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,

ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..

ნუთუ იძლია? არა და არა!

მის სასოება არ დაუძლურდეს

და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,

იგივე უნდა ბოლომდის სწყურდეს!..

არა და არა!.. არ აიყრის მადლს,

და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,

არ ანაცვალებს და არ დაუთმობს

ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!




XXV


მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდა თუ არა!..“ -

ეს ვინ ჩასძახის ნიშნგებით ყურში!

„დაგძლიე თუ არ!..“ - ეს ვინ გაჰკივის

გახარებული იმის მკვდარ გულში!

ეს რა ჰხარხარებს! და რა დასცინის!

ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!

მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე

მხოლოდ ცდომაა ყურთასმენისა!..

და შიშით, ზარით გარს მოიხედა...

კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...

იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით

პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა.

მით რა ეშველა?.. იგივ ქენჯნაა,

იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!

რად არ დადგება, რად არა სცხრება

იგი ნიშნგების წყეულთ ხარხარი!

სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,

გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...

ნუთუ ღვთისმშობლის საფარველქვეშაც

წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..




XXVI


ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა

მავედრებელი შეჰმართა თვალი...

და ვაი, წმიდა ღვთისმშობლის ნაცვლად

თვალწინ დაუდგა იგივე ქალი!

ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?

ცხადია იგი, თუ აჩრდილია?

ნუთუ მის ცოდვით თვით წმიდა ხატი

ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?

ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,

რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს

და მის შეწევნით მისვე წინაშე

ხორცედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..

პირჯვარი უნდა - ხელი არ ერჩის,

ლოცვის თქმა უნდა - ენა ებმება,

ხატის ხილვა სწყურს - და იგივ... იგივ...

ქალი წყეული თვალთ ელანდება!

„აბა სძლიეო!..“ და კვლავ ვიღაცამ

გაიხარხარა იმის სენაკში...

აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო

და როგორც გიჟი გავარდა კარში.




XXVII


რიჟრაჟი იყო და ჰთენდებოდა,

გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი

და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა

დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.

ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს

ამ კლდეებშია თმააბურძგნული?

ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,

ვითა სიკვდილი გაიფთრებული.

აჰა, მოვიდა, ზღუდის პირს დადგა

და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,

თითქო იქიდამ გამოელისო

თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.

მზის ამოსვლასა ელოდებოდა...

რად არ ამოდის? რად გვიანდება?

დღემდე თვით ჟამი არარა იყო,

და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..

ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუიქცა,

შევარდა სენაკს გახარებული,

და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად

ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.




XXVIII


გულზედ მოეშვო... კვლავ სითბოებით

დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,

კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი

მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.

არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან!..

და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...

მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..

დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ სხივქვეშ უტევა სული.


---


და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ

ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,

იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ

მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, -

აწ შორის ნანგრეევთ და ნატამალთა

მარტო ქარიღა დადის და ქშუის,

და გამომფთხალი ჭექა-ქუხილით

მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...



6 თებერვალი, 1883წ.




 


Saturday, 30 July 2022

წიგნები და ამონარიები

  


                         ორი თავგადასავალი



კოჭლი კაცი

ჩემი და ოთხი წლის იყო, დილით მუცელი რომ ასტკივდა და საღამოს, სანამ საავადმყოფოდან დააბრუნებდნენ, სოფელში, მამიდაჩემთან წამიყვანეს. ნინო ამსტერდამში გაფრინდა, – მითხრა ღიმილით დედაჩემმა. სად არის ამსტერდამი? – ვიკითხე მე. იქით, შორს, ევროპაში. აღარ მიკითხავს ევროპაზე. ალბათ უკეთესი ადგილია. ნინოს სულ უფრო მეტად ეფერებოდნენ. უკეთეს შოკოლადს აძლევდნენ და ახლა ხომ ხედავთ? იქაც გაუშვეს. თან რამხელა სურათები დაკიდეს სახლში. და რა ატირებს ხოლმე ჩუმად ფანჯრისკენ შებრუნებულ დედაჩემს? რა თქმა უნდა, იმასაც ამსტერდამში უნდა. მე ხომ ისედაც არ ვუყვარდი არავის, რაც ნინო გაჩნდა. ახლა ალბათ ძალით მეფერებიან, რომ ამსტერდამში წასვლა არ მოვითხოვო. არც მოვითხოვ, თქვენ წადით ყველანი!  ასე მგონია, როცა ქუჩაში ვთამაშობდით, გაღმა უბნის ბავშვებში მოკლე შარვლით და წითელი წინდებით, წითელლოყებიანივე სიკვდილი იდგა და აქედან დაძახებულზე: ვისი სული გსურს? ის სიცილით იძახდა რომელიმე ჩვენგანის სახელს. ნინო! ელენე! გოგი! მაკა! ბოლოს მეღა დავრჩი. ვაჟიკია და კოჭლი ზურია. შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია. იქ რომ ყოფილიყავი, ვიცი, შიშით შენვე წახვიდოდი ამსტერდამში.

გზაზე რომ მოვაბიჯებდი, ხმამაღლა ვყვიროდი: მე შენი არ მეშინია, სიკვდილო! აქეთ გეშინოდეს ჩემი! აქეთ გეშინოდეს! სიკვდილის რა გითხრათ და შინ  ვაჟიკია დამხვდა და რომ შემხედა – შეეშინდა. კერასინკასთან იჯდა. ეწეოდა. რაია, რა სახე გაქ?! – უცებ მკითხა. მოვუყევი. ისე, როგორც მთვრალთუხუცესს ეკადრება. არითმეტიკა. გაკვეთილი მერვე. მიმატება-გამოკლება. ამბების. საბოლოოდ, გაიგო, რაც მოხდა. კასეტების საქმე. თუ სწორედ მახსოვს, არ მირწყევია, უბრალოდ ვთხოვე, რომ ლამპა არ ჩაექრო და გადავბრუნდი. კედელზე, სადაც შპალერი გადასცლოდა, გაზეთ „კომუნისტიდან“ ამონაჭრები მიეწებებინათ. „ჩვენი სოფლის თვალი, ყოფილი ფიზკულტურელი მურთაზ თაბაგარია. მურთაზმა, ჯერ კიდევ წინა ხუთწლედში ისახელა თავი, მაგრამ სანიმუშო ამხანაგის წლევანდელი გამრჯეობა, მართლაც რომ უშურველ ქებას იმსახურებს. დიდება მის მარჯვე ხელებს! თორმეტი ტონა მანდარინი ხუმრობა საქმე როდია? სწორედ ამაზე ამბობდა პოეტი…“ და ჩამეძინა.

დილით პირშიმჟავაჩასხმულივით ავდექი. კაცმა რომ თქვას, ჯერ არსად მეჩქარებოდა. არც მწევარი მომდევდა, მაგრამ ხომ იცით მეორე ანდაზა. ჩვეულებაზე. სარკეში ჩავიხედე. რა ემართებათ ამ ძველ სარკეებს? რაღაც ჟანგივით ეპარებათ გვერდიდან. ალბათ მაგათი ჭაღარაა. სამი დღის წყლით კბილის გამოხეხვა არაა მოსაწონი საქმე. თან ისედაც მეზარება. სულ მეზარებოდა. იქ, ლანჩხუთში დედა მაძალებდა. აქ, თბილისში ვაჟიკიას საკუთარი კარიესი გაჭირვებოდა. მოკლედ. ენით მწიფე ღრძილები მოვისინჯე და გადმოვაფურთხე. სისხლს ტკბილი გემო აქვს. შენსასაც და სხვისასაც – თუ დაღვრა გადაწყვიტე.

–  ფული ყველას უნდა. მით უფრო, ჩვენს დაუფასებელ დროში, – მეფო ცდილობდა ინტელიგენტურად ელაპარაკა. სამი თაობის მაფიოზის შვილივით, ახლახან რომ დაბრუნდა სორბონიდან და უკვე კლანის საქმეების გადაბარებას ცდილობს. უხდებოდა კიდეც, თვითონაც ხომ პროფესორების ოჯახიდან იყო.


–  ეგ არი. ჩვენს დროში ფულს სწავლით ვერ იშოვი. თუმცა ჭკუა და შრომა საჭიროა. გათვლები. ჩასაფრება. ნაკლები მსხვერპლი, მეტი მოგება, – ეს ისევ მეფოა. მას რისკიანი, მაგრამ დიდებული გეგმა აქვს. უნდა, რომ ფიზიკის ინსტიტუტის ქვემდგომი თანამშრომლებისგან ის ბანდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სანატრელ მილიონს მოიტანს. შეიძლება ხვალ არა, ერთ ან ორ წელიწადში. მაგრამ მილიონი სულ მილიონია, თუნდაც – ასანთის ღერი. საუბარი კი მწვანე ფულს ეხებოდა. ფული შეიძლება ბინძური და ბნელია, მაგრამ განზრახვა ნათელი გახლდათ – ფიზიკის ინსტიტუტის შკოლნიკა თანამშრომლებზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა. ვის ეცალა მაშინდელ მილიციაში ასეთი ეჭვიანობის სცენებისთვის – თეატრი ხომ არ იყო. მაგრამ მაინც. ამ გეგმის აღსრულება მე დამევალა. დავთანხმდი. სიმართლე ითქვას, ბევრი არ მიფიქრია. უფრო სწორად, ბევრი მიფიქრია ასეთ ამბებზე. რობინ ჰუდობა სულ მინდოდა. და აჰა, აღსრულდა! სქემა ასეთ მომავალს გვიქადდა: მეფო მოგვამარაგებდა საწყისი თანხით, იარაღით და გასატანი ბინების სიით. ეს სია ყველაზე რთულად შესადგენი ამბავი გახლდათ, სხვა საძმოების არეალი არ უნდა გადაკვეთილიყო. გამოცდილ ინკასატორს არ ექნებოდა ეგრე აღნუსხული ყველა სახლის კარი, როგორც რომ მეფოს. სად მეტი ოქრო იდო, სად ფიროსმანი, სად გუდიაშვილი, სად ჭურჭელი და სად ერეკლე და სად ჩემი ხმალი? უზრდელივით იქცევით! ჩამონათვალს მაწყვეტინებთ! და თან ამას მე მეკითხებით?! ხმამაღლა დაგცინებდით, მაგრამ ვერ გაიგონებთ. დიახ. ნიჭიერი ხალხი ყველაფერში ნიჭიერია. ამასაც შევძლებ! რომ მოვინდომო, მედელინის და კალის ბარონებს შევარიგებ, ორი უბნის გასაძარცვი არხების კონტროლი კი არა. და რობინ ჰუდი? რობინ ჰუდი რა შუაშია? ეგ ხომ მდიდრებს ართმევდა. ჩვენც მდიდრებს წავართმევთ. და ღარიბებს აძლევდა? განა იყო ვაჟიკიაზე და ჩემზე ღარიბი ვინმე ამ ქალაქში?!

ვაჟიკია ფიზიკოსად არ დაბადებულა, მაგრამ ფიზიკის ინსტიტუტის მარჯვენა ფლიგელის დაცვად მუშაობას არც სჭირდებოდა მსგავსი უნარები. სულ რაღაც 20 მანეთია ხელფასი. ისიც, ამ ბოლოს ბოროტი მშობლის მოყოლილ ზღაპარს ჰგავს თოვლის პაპაზე. გზაში იყინება. ბევრი ვიჩალიჩე და მოვაწყვე. დირექტორი მენდობოდა და იმდენად დიდსულოვნად, რომ ოდესმე, საქართველო როცა დიდი იქნებოდა, საკუთარ ადგილს მიწინასწარმეტყველებდა. რიჟა პირველი ფლიგელის დაცვაა. სხვა დანარჩენები ასისტენტები არიან. ბატონი ჰამლეტის ამბავი ადრევე მოგიყევით. ქალბატონ ლალას საქმის შემდეგ ცოტა კი დაიზაფრა, მაგრამ როგორც ეფრემ-ვერდი გვასწავლის, ზაფრას ზაფრანას ნაყენზე უფრო, სხვა უარესი ზაფრის მოლოდინი შველის. ჩვენთან კი ეგეთი წესი დაითქვა – საძმოდან გამსვლელს შუბლში სორო ელოდა. მაშინ ასეთი სოროები ხშირად ითხრებოდა, მგონი თაგვი არ იყო ამდენი.

ქალბატონ ლალას კივილმა უფრო კარგად გამაგონა – ფართო ასპარეზზე გასვლის დრო დამდგარიყო. დედაჩემს ავსტრიელების ეს სტიპენდიაც კი უკვირდა და ახარებდა, მაგრამ სად უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასი. თან სტუდენტობისასვე. ვუნდერკინდი ვიქნებოდი. ასეთ ასაკში ამხელა კონკურენციის დაძლევა სოფლელი ბიჭისთვის. რას ამბობ? კოჭებშივე მეტყობოდა? კოჭებს გამაგრება უნდა, თორემ თუ ფეხები გაგეზარდა და შენ ისევ ისე – კოჭებში გეტყობა – წაიქცევი. სულ ნიჭიერი კომპოზიტორი და პოეტი იქნები. ნეკროლოგზე უარესად იკითხება ხოლმე: დღეს ჩვენს ღვაწლმოსილ, ნიჭიერ მწერალ ლონგინოზ ესებუას 55 წელი შეუსრულდა. პროზაიკოსის იუბილე მშობლიურ სკოლაში აღნიშნეს და ასე შემდეგ. მოკლედ, მეცნიერ-თანამშრომლობა მინდა. ამისთვის დიდი ნაშრომი მაქვს ჯერ დასაწერი და მერე დასაცავი. გამარჯობა, მეფო!


–   რამე უფრო მსხვილზე ხომ არ გვეფიქრა?

–  ჯერ შარია. ბევრი არ ხართ… თუ ვართ. არ გაგიტყდეს, პროსტა ჯერ შენი ფიზიკოსი სასტავის გაიგივება მიჭირს, თორე ერთნი ვართ.

–    ასე ძნელია, ცხოვრება მოკლეა, – სულ მეკიდა, ვის ვისთან აიგივებდა მეფო. პატივს ვცემდი, როგორც გზაზე დამყენებელს – ცუდად არ გამიგოთ. მაგრამ მეტი ფული მინდოდა.

–   აქ ყველაფერი დაკავებულია. ძაან სტროგად. პროსტა ნეპრიატნია. უნდა დაეჯახო. ან ერთი გაფუჭდება ან მეორე. ტყუილი სისხლია. რეგიონები უნდა მოვსინჯოთ. რას იტყვი, გენიოსო?

გარდაბანი ახლოსაა. ჩვენი დევიატი საათ-ნახევარში შეყოფს ცხვირს, თუ გზაზე რეიდები არ არის. ქალაქის ზურგში, აყროლებული, მოგრძო შენობა დგას. ქათმის ფერმა. იშვიათად, ქათამზე უფრო რამე მძულდეს – გინდა საჭმელად, გინდა ცოცხლად. ახლა საქმე მოითხოვს. ფირუზ სულაბერიძე ჩვენი სულიერი ძმაა. რუსთაველი. ის მიგვყვა.

–      დირექტორი აქ არის?

–    ტი კტო, ბრატუხა?

აზერბაიჯანელია. ალბათ აქ მუშაობს. მე ვუთხარი, რომ თბილისიდან გამოგვაგზავნეს და საჩქარო საქმე გვაქვს. ინკუბატორშიაო. შევედით. გამარჯობა. იმან პასუხად კბილები გამოაჩინა. ორი ოქროსი ჰქონდა. სტაჟიორები რომ ვყოფილიყავით, დავაძრობდით და არმენას მივყიდდით, მაგრამ ნაშრომის წერა უკვე დაწყებული გვქონდა.


–    ერთ პატარა საქმეზე ვართ.


–   მე ყველაფერი გაიასნებული მაქვს. ყველგან მოგვარებული მაქვს.


–    რა?


–     ემვედე მკრიშავს და ნოსა იცით? ვსესაიუზნი.


–     მერე სამი იყოს.


–     რა სამი?

–    სამი კრიშა ვიქნებით.

–   ვის ებაზრებით, იცით?

–   გივი ჭეიშვილს.

–  მერე?

–  რა მერე?

–  თქვენ, ბიძიებო, შიგ ხომ არ გაქვთ?

–   დამშვიდდით, ბატონო გივი. არ გვინდა უსიამოვნება.

ბატონ გივის ავუხსენი, რომ საკითხი გაცილებით დელიკატურია, ვიდრე ამას წარსული გამოცდილება კარნახობდა. ახლა მხოლოდ კანონიერი ქურდი და მილიციის უფროსი არ მეფობდა დროსთან ერთად. საძმოებისთვისაც გაჩნდა ტახტზე ადგილი.

–   ჩვენ კომფორტულ გარიგებას გთავაზობთ. თვეში ორიათასი მანეთი და სხვა დანარჩენი არ შეგაწუხებს. ეგ კი არა, დაჟე ქურდებთანაც მოგიგვარებთ. არ გინდა ნოსა.

გივის სახეზე გაბრაზება დაეტყო, ორი თვალი მრისხანედ უელავდა, მაგრამ მესამე თვალით ვაჟიკიას შარვალში უკან გარჭობილ რევოლვერს ხედავდა. საკუთარი, სავარაუდოდ, სეიფში ედო. სეიფი კი ახლოს არ ჩანდა.

–  კარგი. თბილისში დავილაპარაკოთ.

რა პრობლემაა, ბატონო გივი. აუცილებლად დავილაპარაკებთ თბილისში. ქუთაისში. ზუგდიდში. სოხუმში. და სადაც გნებავთ. ოღონდ ახლა 1000 მანეთი უნდა მოგვცე. წინასწარ. მესამე თვალმა ისევ ანიშნა და გივიმ გვითხრა:

–  ახლა, ხელზე ექვსასი მაქვს მარტო.

იყოს ექვსასი, ბატონო გივი. იყოს. აქედან და რუსთავამდე თხუთმეტი წუთის ამბავია. იქ ფირუზას ცალკე ბაითი აქვს ნაქირავები. როგორც დიქტორები ამბობენ – კონსპირაციული. წამალიც იქ იხარშება, ვნებაც – გულში და გეგმები – თავში. ნაშები. ნაშები ჩქარა! მე ლიანა მომეწონა. იქვე, მეორე კორპუსში ცხოვრობდა. რვასართულიანის ერთოთახიანში. მერვეზე. ძვალმსხვილი იყო – დიდი, ზეთიანი ძუძუებით და კუდუსუნთან, როგორც აღმოჩნდა, ბლომად თმა-ბეწვით. როცა მოვწიე, მეგონა, რომ ეს ძუძუები გაუმრავლდა და მთელ ტანზე მოისხა. უცებ ბეწვის ამბავიც მიემატა და ვუთხარი: „ღორო, მომე ჯაგარი“. მაგრად გამარტყა. მაგრამ სიცილით. მეორედ სექსი აღარ შემეძლო. ორმოცდაათ მანეთს გაჩუქებ-მეთქი. ბოზი ხომ არ გგონივარო. ისე-მეთქი, უბრალოდ. შენ რა პროფესიის კაცი ხარო? თანამშრომელი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გაიცინა. დღეს ლექტორები ვერცხლის კოვზებს ყიდიანო. მეც გამეცინა. კიდევ მოვწიე. კიდევ. არაყიც დავაყოლე. უკვე ვიძინებდი, ჭერს ავხედე და ჩემთვისვე მოულოდნელად ჩავილაპარაკე: თუ საიდუმლოს შენახვა შეგიძლია, გეტყვი, საიდან მაქვს ეს ფული.

ადრე, როცა ვწვებოდი, შუქს ჯერ ერთი ხელით ვაქრობდი. მერე ვრთავდი და მეორეთი. ბოლოს ორივეთი ერთად, რომ არცერთი არ დაჩაგრულიყო. ძნელია ახირებულობა. დროს გართმევს. ძილის წინ ჭერს, მეზობლის ფანჯრებიდან შემოსული განათების წყალობით ვუყურებდი. თხელ ფიცრებში წვიმას გამოეჟონა. ამ დროს წვიმა ცნობილი მხატვარია. მისი ტილოები ყველა სახლში ეკიდა გურიაში. ჩემთან, ჭერზე ციყვი და კატა უყურებდნენ ერთმანეთს. შორს ცალხელა კაცი მიდიოდა. იმ კაცს ვუყვებოდი ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოებებს: თუ როგორ მძულდა მშობლები. ისინი წითელი რეიტუზის ჩაცმას მაიძულებდნენ, რომელიც მეგონა ჭიანჭველებით იყო გატენილი. კანზე შეხებისას ნამდვილად ასეთი შეგრძნება მქონდა. ჩურჩულით ვეუბნებოდი, რომ ნონას ყვითელი ტრუსი ეცვა, ველოსიპედიდან რომ ჩამოდიოდა, კაბა სკამში გაეჭედა და დავინახე. ძალიან შემრცხვა, მაგრამ თან რაღაც უცნაური ვიგრძენი. იმ კოჭლმა კაცმა ალბათ იცოდა, რაც. თუმცა პასუხს არ მცემდა. მაგრამ მთავარ საიდუმლოებებს ხომ მომხდარის მერე, თავსაც ვუმალავთ. საერთოდ, ერთ-ერთი დაუჯერებელი და სასაცილო სიტყვა, რაც კაცობრიობას მოუგონია – მესაიდუმლეა. ჩვენ ყველა საკუთარი დიდი საიდუმლოებების მძევლები ვართ და მხოლოდ სიკვდილთან გვათავისუფლებენ. ისიც, არავინ იცის, რა პირობით, რადგან სიკვდილის ამბებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ ვერავინ ჰყვება. ჩვენი მეგობრები, ახლო და უახლოესი, ზედაპირულ ამბებს იგებენ და შეიძლება გაუთქმელად ინახავენ კიდეც. მაგრამ რა მცირე და კომიკურია ეს მონათხრობები მთავარ მოვლენებთან შედარებით. მაპატიე, ცალფეხა კაცო ჭერზე, და თქვენც მაპატიეთ. მე ადამიანი ვარ. მე ჩემი საიდუმლოებების მხოლოდ მცირე, გამორიყულ ნაწილს გიყვებით.


პანგეას ნაფლეთები


ოდესღაც სამყაროში დიდი აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა ნუკლეოსინთეზის ერა, ბირთვული ერა, შვიდი მილიარდი წლის წინ კი მზე და მისი სისტემა იშვა. მერე დედამიწაზე ხმელეთი და წყალი გაჩნდა. იყო ერთადერთი კონტინენტი – პანგეა. როგორც ყველაფერი, ბოლოს ისიც დაიშალა და ფილებად დაიყო. მე ერთ-ერთ ფილაზე ვდგავარ. ევრაზიულ ფილაზე. აქ შეიძლება ადრე ცეცხლი ენთო ან ოკეანე ლივლივებდა. ახლა ნახევარუდაბნოა. ეს ქვები, ქვიშა, მეჩხერი, მტვრით გაყინული ბუჩქები, ათასწლეულებია, ოდნავადაც არ იცვლებიან. გარემო ისეთივე სასტიკი, მშვიდი და გულგრილია, როგორიც მანამდე იყო, სანამ ადამიანები საერთოდ გაჩნდებოდნენ. ის საერთოდ არ გვიმჩნევს. ახლაც, როცა მუხლებზე ვდგავარ და თავზე სანადირო თოფი მაქვს მობჯენილი, ამ მთებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. იმ ვარსკვლავებს ხომ – მით უმეტეს, და ზეახალ ვარსკვლავებს – საერთოდ. სამყარო აჩქარებით ფართოვდება, მე კი ხელები შეკრული მაქვს. კოსმოსი ყრუა – მან არ იცის, რომ არსებობს ოცნებები, სიყვარული, შური, ტკივილი, სიხარული. ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა, შეუმჩნეველი წერტილების თვითონ წერტილივით დედამიწაზე. მილიარდობით უზარმაზარ პლანეტას, თავზე რომ დამნათის და თუნდაც აი, ამას, მუხლებით რომ დავყრდნობივარ, არ შეუძლია ჩემი გულისცემა ესმოდეს. ის წარბსაც არ შეიხრის ახლა და არც მაშინ შეიხრიდა, უცებ, ღრმა წარსულში, მეზოზოურ ერაში რომ გავჩნდე იმავე პოზაში, ბოქსიტების და ფოსფორიტების საბადოების ზურგზე, უკან ბებერი გივი ჭეიშვილის ნაცვლად კბილებდაკრეჭილი დინოზავრი მედგას და ღრიალებდეს: სად არის ჩემი კვერცხი! პრინციპში, გივიც იმავეს ბღაოდა – კვერცხებს ითხოვდა. კვერცხებიდან მიღებულ ფულს. ყაჩაღებზე ყოჩაღი აღმოჩნდა. რუსთავში მომაგნო, რა გასაკვირია და, როცა გამაღვიძა, ლიანა აღარ ჩანდა. შეიძლება იქვე იდგა, ფარდას ამოფარებული. მე ვერ დავინახე. ბატონმა გივიმ და კიდევ ორმა დაუდგენელმა პირმა იარაღის მუქარით გამიტაცეს. თუ როგორც იტყოდა კრიმინალური ქრონიკა. ახლა ქათამთუხუცესი მაგინებს და მოკვლას მიპირებს. მუქარები ხშირად ფუჭია. ნამდვილი მკვლელები იშვიათად იმუქრებიან. მაგრამ რა იცი. როგორც ლანჩხუთში იტყვიან, მარცხი ელანძეა. ელანძე, ანუ უცებ და მოულოდნელად, ბატონებო.

მალე, როცა ჯოჯოხეთში მოვხვდები, თუ ეშმაკების საკრებულოში ჩემი წამების საკითხი იმის მიხედვით განიხილება, რასაც დედამიწურ ცხოვრებაში გავურბოდი, უპირველეს სასჯელად ლანჩხუთის საკრებულოს უკან რომ ჩეჩმაა, იქ მოტყუებით შესვლა და კარის ჩაკეტვა გამოდგება. გრძელი წინადადებაა, მაგრამ, როგორც გვპირდებიან, არც ტანჯვა იქნება მოკლე. თუმცა, ჯერ ახალგაზრდა ვარ. პერსპექტიული. დრო არის. კიდევ მოვასწრებ ცოდვების ჩადენას. ჩემი სული ისე დამძიმდება, ცეცხლის სამეფომდე მის მითრევას დემონების ლეგიონის გამოხმობა დასჭირდება. შესაბამისად, განაჩენი დაწესდება გაცილებით მწარე: სიკვდილის მერე, თვალის სამუდამო გახელისას, ბოტანიკურ ბაღში აღმოვჩნდები. 1990 წელი. ნოემბრის ღამეშერჩენილი შუადღე. მგონი ჩვიდმეტი. ქარი გულს ურევს მაძღარ ამინდს და სადაცაა, წვიმა მხრებზე ბრმა მტრედივით კენკვას დამიწყებს. ძაღლები დარბიან. გაქუცული, მუნიანი ძაღლები. ბუჩქები მათი შარდის სუნით ყარს. ბილიკები განავლითაა დანაღმული. მხოლოდ ძაღლების არა, ადამიანების განავლით. აი, იქ „კალენდულა. გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და პარფიუმერიაში“-ს ნაცვლად უნდა ეწეროს: „განავალში გავლა გარდაუვალია“. მით უფრო, თუ ხანდახან მაღლა იყურები. მცენარეები მცონარედ ირხევიან ქარის დაძახილზე. პასუხი ეზარებათ. ცალ ფეხსაცმელში წყალი შემივიდა, ნინო მინდოდა გამეცინებინა და დიდ გუბეზე გადახტომა ვცადე. ნინო წინ მიდიოდა. უცებ შემოტრიალდა და მითხრა: „მეზარება ესეთი სცენები. ვაი-ვუი და სვეჩა გარელა ნა სტალე. რაღაცები მთავრდება რა, სადღაც წყდება. მერე მობრუნება აღარ გამოდის. ხო იცი. მოდი, დავემშვიდობოთ ერთმანეთს“. მე მინდა, ათასი სიტყვა ერთად ვთქვა: რატომ, ვინმე შეგიყვარდა, რამე დავაშავე, გუშინწინ ხომ გიყვარდი, შენ გოგო ალაოდ ხო არა ხარ, მე ისევ მეყვარები და სხვანი, მაგრამ მხოლოდ მოახლოებული ძაღლისთვის ფეხის მირტყმას ვახერხებ. სველ ფეხსაცმელზე ბეწვები შემრჩა. დავხედე. თვალი გამიშტერდა. „ჰა, გადამეხვიე ეხლა და წავედი“. თავი ავწიე და ისეთი სიმშვიდით ვუპასუხე, მთელი წელი მიკვირდა: „არა. წადი. არ შემიძლია დამშვიდობება. არავის დავმშვიდობებივარ. არასდროს“. მართალი ვიყავი. ყველაფერს გავივლი ცხოვრებაში, ოღონდ დამშვიდობება გამომატოვებინა. მხოლოდ ეს არა, ნებისმიერი სახის დამშვიდობება. მირჩევნია, აღარასდროს ვნახო, ვიცოდე, რომ სადღაც მატარებელმა გადაუარა, ხევში ჩავარდა და ჭიაყელების სუფრაზე ცოცხლად ლპება, ვიდრე „მშვიდობით“ და მსგავსი ფრაზების კულტურული ინკვიზიცია მოვაწყო. როცა ჯოჯოხეთში მოვხვდები, სატანა აუცილებლად ერთ ადგილს მიმაყინავს, თვალი ტალახიან ფეხსაცმელს მიკრულ ბეწვებზე მექნება დაყრდნობილი და ყურში ნინოს ხმა ისისინებს: „ჰა, გადამეხვიე ეხლა და წავედი“. ჰოდა, ვერ ვიტან ამ დამშვიდობებებს, მაგრამ ახლა მომინდა ნია მენახა. მენახა და მეთქვა: იმ ახვრებს იქ შევხვდები, ნია, და იქ წავართმევ იმ კასეტას. შენც ხომ ამოხვალ ოდესმე და მე დაგელოდები. ერთად ვუყუროთ. აი, ასეთი სულელური რამ. მაგრამ მომინდა.

–   ეს კასეტა ცარიელია, ბატონო გივი!

მეგონა, მაცილები დამცინოდნენ.

–    როცა გეტყვით, ჩართეთ და ჩაწერეთ. მე არ ვიცი, – იყო კვერცხთმეუფის პასუხი.

უკან მოვიხედე. გივი სულ არ ჰგავდა მოღრიალე ფერმის უფროსს. მანქანას მიყრდნობოდა და შესამჩნევად იღიმოდა. მისმა მონამ ვიდეოკამერა მომიშვირა. გივიმ თოფი.

–    ახლა შენ წამოხვალ რესტორანში. იქ ცოტას დავლევთ, მერე სრულიად ბუნებრივი ხმით, ძალდაუტანებლად იტყვი, რომ მეფო ნაბოზარი და პედერასტია. რომ მილიციის კაცი ხარ და მალე გაძაგრავთ იმ გოთვერანს. მერე პირჯვარს გადაიწერ და ღმერთს დაიფიცებ, რომ ამას გააკეთებ.

–  და?

–   და მერე, ეს კასეტა მე მექნება, – თქვა გივიმ, – და შენ დღეიდან ჩემი კაცი ხდები. სხვა შემთხვევაში, სახელსაც დაკარგავ და სიცოცხლესაც, ბიჯო.

სიკვდილი საშინელია. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ მისი ყველაზე ცუდი მხარე ის არის, რომ შანსს აღარ გულისხმობს. აი, სიცოცხლე კი სულ სხვა საქმეა. იქ შეგიძლია გზაზე ჩაისვარო და სახლში სუფთა მიხვიდე. ერთხელ, პირველ კლასში ვიყავი და სწორედ ასე მოვიქეცი. უმწიფარმა ტყემალმა ფაღარათი მომწია – შინ რომ გამოვრბოდი, რა დასამალია და, თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან მრცხვენოდა. მდინარესთან მივედი, მაკანკალებდა, მაგრამ მაინც ვიბანავე და შარვალი გავრეცხე. საღამომდე იქ ვიყავი, სანამ გაშრებოდა. მთელი ოჯახი მეძებდა. რომ მივედი, მაგრად მომცხეს. ძილამდე სიცხემაც ამიწია, მაგრამ სახეზე ბედნიერება მეწერა – არავინ იცოდა ჩემი სირცხვილის შესახებ. სუფთა ვიყავი.


სხვა სახლი


სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა. სიცოცხლისგან დაღლა ამართლებს. ამიტომაც მიყვარს მოხუცები – მათი თვალები გულგრილია სიკვდილის მიმართ –  ისე ელიან, როგორც მეოთხე კარაქიან პურს ყველაზე პუტკუნა ბავშვები ბაგაში, სადილისას. ალბათ არის წელიწადი, როცა შენ ამას გრძნობ. სამოცდახუთი? სამოცდაცამეტი? ოთხმოცდახუთი? არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ოთხმოცდახუთის. მინდა კი. რადგან ახლა სიკვდილი გაუგებარი ამბავია. მხოლოდ შიშს და ტკივილს ვიგრძნობ. მე კი სიხარულის სურვილი მკლავს. იმედია, ყველა ტყვია ამცდება და ღრმად მოვხუცდები. ისე, როგორც ბებიაჩემი. ერთხელ, როცა ავად გახდა, მაღლა აიხედა და ღიმილით თქვა: „რა უჭირს მერე, ჩემს ლელიკუნას ვნახავ იქინე“. ბებიაჩემს უხაროდა სიკვდილი. შეიძლება სხვა დროსაც გაგიხარდეს, მაგრამ მაშინ იძულებას უფრო ჰგავს. აი, სიბერისას ბუნებრივია ეს სიხარული. ამიტომაც მგონია სიკვდილის გამართლება.

გივის დედ-მამა გარდაბნის ბოლოს ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას – აზერბაიჯანის და ოთხმოცდაათის საზღვართან. ოთხმოცდაათი წლის. სიბერეზე ჩემი ფიქრი ამადაც გაგანდეთ. იქ ერთი კვირა უნდა მეცხოვრა. მოსამსახურე არ ჰყავდათ, შესაბამისად ჭუჭყი მეტი ჰქონდათ, ვიდრე სიცოცხლის დარჩენილი წლები. ქათამთგამრიგე გივიმ შესაშური სცენა დადგა, თითქოს მისი ცოლის ნათესავი ვიყავი და დროებით თავს შევაფარებდი, ასე იყო საჭირო. „ასე არის საჭირო“ – მაშინ მაგიურ სიტყვებს უდრიდა – პატიოსან ხალხს ბევრი კითხვით თავი აღარ შეუწუხებია. გივი შვიდ დღეში მოვა. ერევანში აქვს საქმე.

ქალმა კარადა გამოაღო და თეთრეული გამოიღო.

–  არ გინდათ, ნუ გააუთოებთ. მიჩვეული ვარ დაჭმუჭნულში წოლას.

მერე ჩაქრა და საღამოს, სად იყო და სად არა, შუქი ისევ მოვიდა.

–  ვჭამოთ.

ისინი ცოტას ლაპარაკობდნენ. უფრო მეტს ჭამდნენ. სუფრაზე არაყი იდგა. გრძელი, ბოლოს გედივით მოღუნულყელიანი ბოთლით. არავინ აპირებდა დალევას. ისე. შემწვარი კარტოფილი. კომბოსტოს ვარდისფერი მჟავე. მსუქან ნაჭრებად პური. უფრო თხლად – ყველი. მგონი ცხვრის არა – სუნი ვერ ვიგრძენი.

ჩაი არ დაულევიათ.

მალე მოვრჩით.

აუ, მიდი რა, თავში ჩაარტყი, – მთხოვდა მამაჩემი. ციმციმებდა და გაჩერდებოდა. მერე ისევ. მაშინ მივეჩვიე ხელის ქნევას – გვერდიდან, ზევიდან. რას ვლაპარაკობ?

საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ დინოზავრები არ გადაშენებულან. ახლა ზუსტად ვიცი – შეიძლება ფერებიც გადაშენდნენ – მაგალითად, რომელიმე საბჭოთა, უკვე ცემისგან დაღლილი ტელევიზორის გამოსახულება. ამ ფერის მსგავსი – სიმწიფესთან ახლომოსულ და ვარდისფერ პამიდვრებს აქვთ, ქარისგან ნაადრევად დაცვენილებს სახლში რომ შემოიტანენ და მზიან რაფაზე შემოაწყობენ. მაგრამ ზუსტად ვინ გაიმეორებს ამ ფერს? ვეღარავინ. აღარავინ.

ჰოდა, ჩართეს. შემეცნებითი გადაცემა მიიზლაზნებოდა საბჭოთა საქართველოში ნარკომანიის და პროსტიტუციის მომძლავრებაზე. 1990 წელი იდგა. კაცმა რომ თქვას, რაღა საბჭოთა კავშირი, მაგრამ მაინც. კაცი, დიდი, მართკუთხედი სათვალით და მრავალკუთხედი თავით, დანანებით ამბობდა: „თბილისში, კერძო ბინებში შეინიშნება უზნეო ახალგაზრდების ხშირი თავყრილობა. ეს მოვლენა ჩვენი დედაქალაქის ბნელ და დასაძრახ, მაგრამ როგორც ვხედავთ, პოპულარულ  მხარედ იქცა. ეგრეთ წოდებული უბნის ყოჩები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ამ ჭაობში ჩაითრიონ ჯერაც ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდობა. სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერც მშობლები უშლიან ხელს. პარტია გმობს, პარტიას აქვს გეგმა, პარტია აუცილებლად წელში გადატეხს“ და რაღაც განწირული ფრაზები. უკვე განწირული. ბოლოს ერთი ქალი აჩვენეს. გამომძიებლის პასუხად, ძლივს შესამჩნევად მოჰყვა: „ზესტაფონიდან ჩემმა დეიდაშვილმა წამომიყვანა. მითხრა, რომ სახლში სილამაზის სალონს ხსნიდა…“

მე ვიცნობდი ამ ქალებს. ქალებს, ტანზე დამწვარი რეზინის მომწარო სუნი რომ ასდიოდათ, როცა იხდიდნენ. ასეთი სუნი სხვისი ოფლის შეშრობისას იბადება. საკუთარ ოფლს ურევენ და ასე. სოფელში ჭუჭყიან ბავშვებსაც აქვთ, უცებ წვიმით როცა სველდებიან და შენთან ერთად, ძველი სახლის დაკენკილ სახურავს ეფარებიან – სანამ გადაიღებს. მე ვიცნობდი ამ ქალებს. საბანს სწევდნენ და ყოველ მორიგ კაცთან ისე წვებოდნენ, როგორც ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფი მიუშვერს დაღლილ ვენას შვიდ საათში მეხუთე გადასხმის ნემსს. 40 მანეთი. „მასკვა“. პუმები – ეს სტუმარ კაცებს. მუქზედიან, მსუქან და გამხდარ კაცებს. ხოლო ქალებს – ფეხებზე დაბერილი კაპილარები, გაბრაზებული კაპილარები, იქვე, წვივებთან რომ იკარგებოდნენ, როგორც შემთხვევით დაღვრილი წყალი მზეჩაქცეულ, მშიერ უდაბნოში. არავინ იცის, სად მიდიოდა ეს დინება. სად ახრჩობდა თავის სიბრაზეს. ამ ქალებს არასდროს უთქვამთ, რომ არ გაუმართლათ, რომ წუხელ მთელი ღამე ტიროდნენ და ამის ექოა თვალების სიწითლე, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ ევროპაში გასაქცევად, რომ ნორმალურ სამსახურს ეძებდნენ, თუნდაც იაფი ანაზღაურებით. აი, ბოზობით რომ დღეში აკეთებდნენ, იმდენით თვეში. ეს არასდროს უთქვამთ. მიუწვდომელი გულგრილობით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს, ცინიკურად ეწეოდნენ და საღამომდე უსიზმროდ ეძინათ. მაშინებდა ასეთი გულწრფელობა. დღემდე მაშინებს. მე ვიცნობდი ამ ქალებს, ყველაზე საშიშ და ნამდვილ ქალებს. მერე სადღაც გაქრნენ, საკუთარი კაპილარებივით. ასეთი ქალები სკოლის ძველ, გამოსაშვებ ფოტოებში, ყოველთვის მეორე რიგში, შეძლებისდაგვარად მარცხნივ დგანან. თუ არ გჯერათ, გადაქექეთ ალბომები; ნუ დაფრთხებით, ვაითუ თქვენ იდგეთ.

მაგრამ ახლა სხვა რამეს უფრო ფიქრობთ და გგონიათ, რომ სულელი გახლავართ – უღონო მოხუცების მძევალი ვარ და გაქცევაზე არ ვფიქრობ.

პასუხად მინდა მოგახსენოთ – საკუთარი სიკვდილის ორი სასურველი სცენა მაქვს. ორივე განსხვავებულ ადგილას. ფრანგული კინოს მოყვარულებს არცერთი არ მოეწონებათ.

პირველი:  ზაფხულის შუა. შუა აზია. იურტა. ირგვლივ მხოლოდ ცხენის სუნია და სიცხის სუნი. ცხენის ცხელი რძე შემოაქვს თურქმენ ქალს. თურქმენი ქალი გადის. ასე მგონია, რძეში მზეა. შეიძლება კვერცხია და მეშლება. სისხლი მისველებს – იღლიებს, კეფას, ხელებს. შეიძლება ოფლია და მეშლება. ვსვამ რძეს. თუ დავლევ, თუ დავცლი თასს – მოვრჩები. ვსვამ, პირში ვიგუბებ და ნელა ვყლაპავ – თვალებში რომ დილის წითელი ხაზებია, ეგ ნაპრალებად იქცევა და ორთქლი შემდის. ვსვამ, არ მთავრდება რძე, არ იცლება თასი. ასე გრძელდება სამუდამოდ.

მეორე: თოვლი. დიდი და ჰორიზონტის წამშლელი. ყინვა. დაბალჭერიანი სახლი, გაკვამლული თეთრი კედლებით და ოთახის ცენტრში გამორთული ტელევიზორით. ცოლად ყველაზე ლამაზი ჩუქჩა მყავს. ის დილით გავიდა მეზობელ ქალაქში, აფთიაქიდან წამლების მოსატანად. ლოგინიდან ვდგები, კარს ვაღებ და იქვე ვეცემი. თავს წამოვწევ. ვხედავ: ბავშვი უზარმაზარი ირმის ფიტულს გუნდებს ესვრის. მინდა დავუძახო – ძალა არ მყოფნის. კაცმა რომ თქვას, უკვე აღარც მინდა. ირმის ფიტულს გრძელი, ბევრტოტიანი რქები აქვს. ერთზე გაზის გადასახადის ქვითარია წამოცმული. გუნდა ხან ხვდება ამ ფურცელს. ხან არა. შემთრევი ამბავია. გასართობი. ასე გრძელდება სამუდამოდ.

ჰოდა, ჩემო გულუბრყვილო მეგობრებო, გივი შიშივით ოხერია. ეზოში მეორე სახლი დგას. უფრო პატარა. შიგნით ორი ავტომატიანი კაცი და ერთი ნაგაზი მეგულება. ნამდვილად არ მინდა, ორივე გეგმა ჩამიფლავდეს და აქ მივიძინო მარადიულად. დროებით მიძინება ჯობს. ნორიკოს ბებიას საბანს ვთხოვ, თორემ მარტო ზეწარი რას მეყოფა. მცივანა ვარ.


ღრუბელი ცაზე


სიზმარი სადღაც დილის ოთხს საათსა და ოც წუთზე დაიწყო. მონაწილეობდნენ – ელი, ჩემი კლასელი. სკოლის დარაჯი – გოჩა. რუსულის მასწავლებელი – ალა. სპეციალური მოწვევით საიქიოდან – გეოგრაფიის მასწავლებელი ნიკოლოზი. მასობრივ სცენაში – მთელი კლასი. იშვიათად მინახავს ამაზე საშინელი სიზმარი. ელი სიკვდილით უნდა დაგვესაჯა ცარცის გადაყლაპვის გამო და წილის ყრისას, მე შემხვდა ჯალათის როლი. ყველაზე მშვიდი სახე ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა – ბოლო-ბოლო ერთხელ უკვე გარდაიცვალა. გოჩამ მითხრა, ყელთან რაღაც ძარღვი გადის და დანა პირდაპირ იქ დაარტყიო. ოფლი მჭამდა. ელი გაღიმებული მიყურებდა და თვალები ისე ჭინკურად უელავდა, როგორც მაშინ, ავტობუსიდან რომ გამომხედა. ვიყვირე: ვერა, ვერ მოვკლავ! ვერა! რატომ? – მკითხა მკაცრად ქალბატონმა ალამ, – ლაჩარი ხარ? გინდა რეიტუზი ჩაგაცვა? რეიტუზი! განა არსებობდა ამაზე უარესი სასჯელი? ამაკანკალა. ყელში სიტყვები მომაწვა და ამომიწვა. ყველაფერი მიხურდა. თქვი! თქვი! თქვი! დანა დავაგდე. წელში ძლივს გავიმართე, თვალები დავხუჭე და განწირული ხმით დავიყვირე: მე ელი მიყვარს, მასწ! არასდროს მეგონა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი. ის ბიჭები გმირები მეგონა, დიდ დასვენებაზე რომ ჰყვებოდნენ, გოგოს სიყვარული ავუხსენიო. ვთქვი და გამეღვიძა. საშიშ სიზმრებს სულ ღელის წყალს ვეუბნებოდი ხოლმე. ვატანდი. ეს არ მითქვამს. მინდოდა ამხდარიყო და იმიტომ.

ძველ სიზმარს გიყვებით. ბავშვობისას. გივის სახლში რა დამესიზმრა, აღარ მახსოვს. ფრთხილად ავდექი. შესამჩნევად ციოდა. თუ ოდესმე სოფელს ან სოფლისმაგვარ ქალაქს ნოემბერში შემორჩენილხართ, ზამთრის პროლოგი ასეთია – ხის სახლის კედლები დაზეპირებულ მზის სუნს ისე იმეორებენ, როგორც მომაკვდავი ნაკარნახევ ლოცვას – ჩურჩული სუსტდება და ბოლოს ქრება. ფანჯრები საღამომდე ყვითლდებიან ფოთლებივით, შორიდან თუ უყურებ, ასე გგონია, ქარი დაბერავს და მოწყვეტს. სულერთია – ნათურა აყვითლებს თუ ლამფა. ყოველი ორი ეზოდან ერთში ხერხით გაღმა მამა დგას, გამოღმა – თოთხმეტი-თხუთმეტი წლის შვილი. ქალები სქელ, ნაქსოვ კაბებს იბრუნებენ, კაბების ბოლოს აუცილებლად შეამჩნევთ შემხმარ ტალახს. გეყოლებათ მეზობელი, რომელიც უსათუოდ გადაგკოცნით, თუნდაც მეოთხედ შეგხვდეთ და პირში ყოველთვის კარალიოკის და არყის სუნი ექნება. როცა დაღამდება, ცეცხლი როცა დაინთება და ჩაქრება, დაწოლამდე, სულ დადგება ერთი მდუმარე, სამყაროს გარინდების წუთი, ამ წუთს ვიღაცის ყრუ ჩახველება დაასრულებს ქუჩიდან. ის ვიღაც დაბარებულივით გამოდის ამ დროს. რომ არ გამოვიდეს, ნოემბერი აღარ დადგება.

ეზოში ერთი იდგა.

–   სალამ ბრატ! უტრო დობროე!

–  ქართველი ვარ, – მითხრა სიცილით და სიგარეტი გამომიწოდა.

მთაზე უკვე თოვლია. ნაადრევად მოთოვა. იცვლება ბუნება. „კოსმოსს“ ეწევი? ვა, გურული ხარ? მე იმერელი. ჭიათურიდან. მარგანეცი კიდევაა? აბა, რა ვიცი. ჩემი საქმე ავტომატია. ჩემიც.

მოთელვა გავლილია.

–   გინდა ცოტა გავიაროთ, ასე დაიბრიდები სახლში ტო…

–   ის?

–   ვინა?

–  ის, მეორე.

–   იმას ძინავს. ტიპს ხლაპუშკები რო შეტენო ყურში, ვერ გააღვიძებ.

სოსო დასავლურად აღარ უქცევდა. მილიციის ბუშლატა ეცვა, პაგონაგლეჯილი და მხრებზე ძაფებშერჩენილი. წვერიც ასე ჰქონდა, ძაფებივით. მეჩხერი.

–   საით წავიდეთ?

–  რავი, რა. გავიაროთ. უკან სოფელში. ეკლესია არი ახალგახსნილი. გივიმ აღადგენინა. სანთელი დავანთოთ, რამე.

ბებიაჩემი მორწმუნე იყო. ძილის წინ ჩუმად ლოცულობდა, სწრაფად და ძალიან გაურკვევლად. ხელები დახრილი ჰქონდა და მხრები ოდნავ აწურული. სახე დაძაბული და ჯიუტი, ძალიან ჯიუტი. თითქოს თვალებში უყურებდა ღმერთს. უყურებდა და ლოცვის დასასრულისას, ხმამაღლა და გარკვევით ეუბნებოდა: ღმერთო, ლელაიე სამოთხეში მუახვედრე იცოდე და რომ მუალ, დამახვედრე მაქანე კარგათ.

სოფლის მღვდელი შუა ხნის კაცი გახლდათ. მამაჩემის ბიძაშვილი, პატიოსანი და ამასთან უნდა აღინიშნოს: ერთობ ხუმარა. ჩვენს სოფელში ტაძარი რომ აღადგინეს, ბებია ლამის იქ გადასახლდა. ლელას დაბადების დღესაც იქ იყო. ტიროდა. ღელავდა. შესაწირში არყიანი ბოთლი იდგა. მივიდა. ერთი ჭიქა მორცხვად დაისხა. დალია. მეორეც. შეიძლება მესამეც. შეთვრა. ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და უთხრა: შენ გამიგებ უფრო მალე, დედის ამბები უკეთ იცი, ჰოდა, სანამ მუალ, ლელაიეს სათხუარი უკვე ნათქვამი მაქვს შენი შვილიზა და კითხეო და კიდოო, რაცხა მავიწყდებაო, ჰო, იგიო, აქანე ჩემს დარჩენილ შვილებს უკეთესი სამსახური უშონო ეგებაო.

მღვდელი ამბიონში ყოფილა. გახუმრება გადაწყვიტა და რაღაც გამოსძახა დაბოხებული, ვითომ მამაზეციერის ხმით. რაღაც ისეთი – მგონი, არაყი რომ დალიე, არ გაპატიებო. ბებია შეცბა. სულ ერთი წამით. სახე უცებვე გაუმკაცრდა. თხელი ტუჩები გაუჯიუტდა. თავი ასწია და წამოიძახა: მაცალე, ერთი წუთი, კაცო, დედაშენს ველაპარაკებიო.

მე მგონია, თუ ვინმეს ღმერთთან საუბარი შეუძლია, ასეთი გულწრფელი და ჯიუტი უნდა იყოს. ღმერთიც ალბათ მხოლოდ ბებიაჩემივით ადამიანებს ელაპარაკება. ამიტომაც არ გვსმენია არც მე და არც სოსოს მისი ხმა.

მაინც მივდიოდით. ამინდს აჟრჟოლებდა. ჩრდილოეთით ნავთისფერი ღრუბელი იზმორებოდა. ის იზმორებოდა მაინც. ოდნავ დასავლეთით უფრო დიდი ღრუბელი კი გაუნძრევლად იწვა. უფრო დიდი და შავი. წვიმას ველოდით. თუმცა ნაბიჯებს ეს არ დასტყობია. ნელა და მწყობრად მივდიოდით. ტაძარიც მალე გამოჩნდა. დაკეტილი. ეზოში ცემენტის ტომრები ეყარა. ერთი ახალი ნიჩაბი. სიგარეტის კოლოფები

–   სამი კრუგი უნდა დავარტყათ.

მეორე წრისას წამოწვიმა, მაგრამ სოსოს არც შეუმჩნევია. არც მე – ბოლო-ბოლო ტყვე ვიყავი.

–   პატარა გოგო მყავს და ცოლი. მგონი სამი თვეა ბავშვი არ მინახავს. შენ გყავს შვილი?

–  არა.

–  აზრზე არა ხარ…

–   რისი

–   ცხოვრების.

–  რატო?

–  ცხოვრება არი შვილი.

–  აჰა, ალბათ.

უკან გზაზე უფრო ნელა მოვდიოდით. რაღაც ელექტროგამანაწილებლები რომაა, გ.კ. აწერია წითლად, იქ შეჩერდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა:

–  შენ ვაჟკაცი ბიჭი ჩანხარ, უნდა დამეხმარო.

–  რაში?

–  მაყუთი გინდა? ბევრი მაყუთი?

–  რა ბაზარია.

–  ჰოდა, გექნება.

–  როგორ?

შესანიშნავად ვიცოდი, რომ ცხოვრების სინონიმი სამართლიანობა არასდროს ყოფილა. რომ სინდისი მაიმუნების თვალის ასახვევად მოიგონა ადამიანმა, მათთვის საკუთარი უპარატესობების დასამტკიცებლად. და სხვა ბევრი თავის და სხვისი გასამართლებელი ამბები. ამიტომაც ადვილად დავთანხმდი სოსოს გეგმას. გივის სადმე საზღვრისპირა მიტოვებულ ბოსელში დავმარხავდით. მერე ბოსელს ცეცხლს წავუკიდებდით და შეიძლება ხელებიც გაგვეთბო. მერე გივის ფერმაში იმ საიდუმლო ოთახში მომლოდინე სეიფს გავაღებდით – მე ხუთი ათას დოლარს მივიღებდი, სოსო და რეზიკო დანარჩენს, გაცილებით მეტს. ისინი ცოლ-შვილით რუსეთში გაიწეოდნენ, მე – სადაც მინდოდა.

ცაზე ორი ღრუბელი შეერთდა. წვიმამაც იმატა. წითელი ტალახი საშინელია, ფეხსაცმელს ძნელად შორდება. დაილოცა სისხლი – ერთი ჭიქა წყალი ჰყოფნის. უსაპნოდ.


ჟანგი


მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;

მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.

კატამ თაგვი, თაგვმა მიწა, 

მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი, 

თოფმა მგელი, მგელმა თხა, 

თხამ ვენახი შეჭამა.  


ხალხური

ეზოში შევედით თუ არა, უჩა გამოვიდა, სოსოს შუბლში მშვიდად დაუმიზნა და ესროლა. სისხლი სახეზე შემესხა. მეორე ჭახანი რომ მომწვდა, მეგონა ჩემი ტვინიც ბალახს ძოვდა. თურმე საკონტროლო ტყვია ყოფილა – სოსოს სულის სხეულის ტყვეობიდან საბოლოოდ გამოსახსნელად. მესამე ზევით ისროლა. ალბათ იმავე სულის ეშმაკებთან გასაცილებლად. თუ მათი ქვაბი ქვევითაა. აბა, რა ვიცი. ვღელავ.

დეიჩოქე, ბუჯოუ!

სიკვდილის კი მეშინია, მაგრამ ასე მგონია: უკვდავება ყველაზე  საშინელ სასჯელად შეიძლება იქცეს. სხვანაირად ღმერთი არ მიაბამდა იმ პალოზე ამირანს. ადამიანისთვის წამებაა ნახევარღმერთად ყოფნა – უკვდავება, ოღონდ შემორჩენილი მეხსიერებით, ჯოჯოხეთია. სამოთხეში ალბათ აღარავინ გვახსოვს. რომ გვახსოვდეს, მონატრება დაგვტანჯავდა. ჰოდა, მაშინ ვიფიქრე, თუ ასე უნდა გაგრძელდეს, უმჯობესია, ერთხელ ძლიერ შემეშინდეს და მოვკვდე, ვიდრე ნელ შიშზე ვშიშინებდე.

– მესროლე! მაგრად მკიდია!

– დეიჩოქე, ბუჯოუ, ტვინს მიგასხმეიებ მაქანა!

– ჰოდა, მიდი!

– რაი?

– მესროლე-მეთქი, შე სირიკო!

– შენ რეიზა უნდა გესროლო, ბუჯო. შენ ჩემი პაძელნიკი გახთები. თბილისში გამახოდიებ. შენ რას გერჩი, კაცო, ადეი ახლა, ადეი, დამამარხიე აი ნაბოზარი სამე.

– შევალ, სახეს დავიბან.

– შეი და ტყულა რამეს ჩალიჩი არ გაბედო, ბუჯო, შემოწმებული მაქ იქინე ყოლიფერი. პროსტა შეი და ერთი კანისტრა წყალი გამოაყოლე ხელს.


ოთახში, მაგიდასთან გივის მშობლები ისხდნენ. გამაღიზიანებლად მშვიდი სახით ჭამდნენ და ჩაის ხვრეპდნენ. პირს დავიბან! – ვთქვი გამომწვევად. ველოდი, როდის მკითხავდნენ – რა მოხდა? თქვენც არ მომიკვდეთ.

– საპონი შკაფზე დევს, სარკის ქვეშ.

– მადლობა.

სისხლი, სოსოს სიცოცხლის ჩემს სხეულზე ჩაბღაუჭებული ნაწილი, ახლა სახელდახელო კანალიზაციაში წყალთან ერთად მიედინებოდა. უცებ გავიმშრალე და ოთახში პურის ნატეხის ასაღებად შევედით.

–  ტყის პირას არ დამარხოთ. ღორი მოჩიჩქნის. ღრმად შეიტანეთ და ტოტები დააყარეთ,

– სხვათაშორის ჩაილაპარაკა ბერიკაცმა და ენით ტუჩები მოიწმინდა.

გამოვედი.

ოდესმე გითხრიათ საფლავი მაშინ, როცა მკვდარი იქვე აგდია? მაგას სჯობს ათიათასი ხე დარგო, ან უარესი – პამიდვრის ნერგი. და მერე სარებზე ააკონო. შუადღისას – მზეში. ნუ გამახსენებთ. ნურც მაგას და ნურც სასუქის მოყრას. ყანაში. სიმინდზე. ზღვასთან ახლოს. იქ ვიღაც ტიპები ქოლგას ეფარებიან და საზამთროს ჭამენ. აქ შენ და მამაშენი სიმინდის ძირებში რაღაც თეთრს მარცვლებს ყრით – ხელს და გულს ერთად გიწვავს ეს საქმე, დამწყები პოეტივით რომ ვთქვათ. მაგრამ საფლავის ამოთხრა მაინც სხვა გალაქტიკაა. იქით ბუზებს აფრთხობ, აქეთ ქვებს ყრი, სიგარეტის მოწევა გინდება, გადაფურთხება, მოშარდვა და ათასი წვრილმანი საქმე. თუმცა ამ პროცესის მთავარი სისასტიკე დუმილია. თითქოს დაუწერელი და გარდაუვალი კანონი – თხრით და ხმას არ იღებთ. თხრით და ხმას არ იღებთ.

ტოტები რომ მოვაყარეთ, შორიდან ძახილი მოგვესმა.

–  ვინაა ნეტე, რო ბღავა? – იკითხა უჩამ.

–  გივის ხმას არ ჰგავს?

–   მაი არ უნდა ჩამოთრეულიყო ჯერე!

–   ვაჰ!

–   რაის ვაჰ?

–   შენც არ გევასება გივი?

–   რეიზა უნდა მეუასებოდეს მაი ნაბოზარი, რამე კაი მიქნა?

–  აბა რა ვიცი, ხო მუშაობ მაგასთან?

–    მეიცა ერწამა!

უჩა ჩაფიქრდა.

–  გივის სეიფი აქ ფერმაში, მაგარი მაყუთი მოაყუჩა იქანა.

–  ჰო?

– მერე რაი, ბუჯო, და მეორეს ამოთხრაც მოგვიწევს თუ ჭკუიანად მევიქცევით, მაგი ჩაგორავდება.

ძახილი ძლიერდებოდა.

– მოიცა. ცოტა ფრთხილად. შეიძლება ავტომატითაა. შეიძლება ვინმე ახლავს.

უჩა თვალებით დამეთანხმა. უჩას ფული სჭირდებოდა. ვერ მოვასწარი მეკითხა რისთვის. თუმცა ამას რა კითხვა უნდა. ერთი რაც ზუსტად ვიცოდი – უჩასაც და სოსოსაც აზრადაც არ მოსვლიათ იმ მანეთების თუ დოლარების ვინმესთვის გაყოფა. მე კი ძალიან არ მინდოდა ქათმების სკლინტებში დამარხვა ზევიდან პატარა აბრით – კვერცხი: 20 კაპიკი. ინდაურის კვერცხი – 40 კაპიკი.

–   ჰოდა, შენ ხო იცი აქაურობის მუღამები? რამე შემაღლებული ადგილი არაა, აი, მთელი ტყე და დაჟე ნაპირიც რომ ჩანდეს?

–  კია აქანა ერთი გორივით რაცხა.

–   ჰოდა, დავაი, წავედით.

–  წევეით.

გივის ავტომატი არ ეკიდა. მგონი დიდ სახლში არც შესულა, თორემ მშობლები ეტყოდნენ რამეს. საერთოდაც, ნასვამი ჩანდა. სახეს ვერ ვხედავით გარკვევით, მაგრამ ნაბიჯებზე ეტყობოდა.

–  ჩევეით, დავბრიდავ!

როცა ორი დაგვინახა, გივი მიხვდა და გაჩერდა. მეგონა, გვეტყოდა, ბიჭებო, არ გინდათ, ბიჭებო, ფული მაქვს, ბიჭებო, ბიჭებო. ჰერიო, ბიჭებო! ჰერიო! ის კი იმაზე მშვიდი ჩანდა, ვიდრე ფილმებში ავღანეთში ჩასული დაკუნთული ამერიკელი რიგითები არიან, როცა მათ გადასარჩენად ვერტალიოტები მოფრინდებიან.

–  შევბრუნდები და ისე მესროლეთ.

და შეტრიალდა.

უჩა დაიბნა. არ ვიცი, რამის შეეშინდა თუ სინდისის საკითხებზე მოულოდნელი დაფიქრების საქმე იყო.

–  ბუჯოუ, მიი, შენ ესროლე. გამომართვი აი თოფი. ხომ იცი სროლა?

რა თქმა უნდა, უჩა. ვიცი სროლა. რა უნდა სროლას – დაუმიზნებ, სასხლეტს გამოკრავ და ოდნავ მხარი შეგიტოკდება. სროლა ვიცი, მაგრამ მთლად ასეთი სულელიც თუ იყავი, ეგ არ ვიცოდი. სოსოს სული ჯერ კიდევ ტყის თავზე ტრიალებს, მარტო წასვლა ეზარება. გივი მაინც უფროსია, არ მგონია, მასთან ერთად გზაში კარგად იგრძნოს თავი – თქვენ უკეთ ილაპარაკებთ.

უჩაც ტყეში დავმარხეთ.

უკანა გზაზე გივიმ ხელი გადამხვია და მითხრა:

–   მაგრად დავთვერი. წუხელ ორმოცი ათასი ვიშოვე. ხომ უნდა აღმენიშნა. რას იტყვი შენ?

–   რა თქმა უნდა, ბატონო გივი!

–  რა თქმა უნდა, ბატონო გივი!

გაიმეორა მანაც და გაიცინა. ოქროს კბილებს შუა მწვანილის ღერი შერჩენოდა. ტყეში გივისთან ერთად დალპობას რომ გადაურჩა, იმ მწვანილის ღერი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. სადმე მაინც დალპებოდა.


გიორგი კეკელიძე - ფრაგმენტი რომანიდან




წიგნები და ამონარიები

                   ჩემი საყვარელი ორეული


რატომ აღმოჩნდა უცებ ყველაფერი ასეთი ყალბი, აბსოლუტურად ყველაფერი. რატომ ვწირავდი ამდენ რამეს წარსულის გატაცებას, რომელსაც ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია; იმ ადამიანს, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სახელი ვერ მოვუძებნე.


***

ჩემი სიყვარული ღვინოს ჰგავდა. უიშვიათესს და უძვირფასესს. სიამოვნების გახანგრძლივებას რომ ცდილობ და ბოთლის გახსნას არ ჩქარობ – იმ განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავ, რომელიც არა და არ დგება. იმიტომ რომ არაფერია ამ ღვინის ფასი. შენ კი ინახავ და ინახავ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც სისულელის გამო, ბოთლი იმსხვრევა და ღვინო იატაკზე იღვრება. მაშინ მხოლოდ სინანულის გრძნობა გრჩება და ტკივილიანი მონატრება. და კიდევ იმედი, რომ ოდესმე სადმე იპოვი ისევ ამ ღვინოს და სულმოუთქმელად დალევ.

***

 „სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ქსოვილი, რომელშიც ცალკეული ადამიანების, ქვეყნების, ცივილიზაციების და ღმერთების ცხოვრებაა ჩაქსოვილი, რომელთა დამწერლობა ჯერ ვერ გაგვიშიფრავს. რა მომაჯადოებელია ბავშვისთვის ამის წარმოდგენა: გორგალივით ჭრელი სამყარო, რომელშიც ათასფერი ძაფია გადაბმული“.

 ნინო ხარატიშვილი



Monday, 6 June 2022

წიგნები და ამონარიდები

 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები!


1. ერთხელ ჰემინგუეი დანიძლავდა რომ დაწერდა მოთხრობას, ექვსი სიტყვისგან შემდგარს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს ააღელვებდა.


და მან ეს ნიძლავი მოიგო:


იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი.–


2. ფრედერიკ ბრაუნმა შეადგინა უმოკლესი–საშინელი ისტორია, რომელიც კი ოდესმე დაწერილა:


–უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე იჯდა ოთახში. კარებზე დააკაკუნეს...


3. ო. ჰენრიმ გაიმარჯვა კონკურსში, ყველაზე მოკლე მოთხრობისათვის, რომელიც შედგება ყველა ტრადიციული შემადგენელი ნაწილისაგან– კვანძი, კულმინაცია და კვანძის გახსნა:


–მძღოლმა სიგარეტი გააბოლა და დაიხარა რომ შეეხედა ბენზინის ავზისათვის. დარჩა თუ არა ბენზინი. გარდაცვლილი მხოლოდ ოცდასამი წლის იყო.–


4. ინგლისელებმაც აგრეთვე მოაწყვეს კონკურსი ყველაზე მოკლე მოთხრობებს შორის. კონკურსის პირობების მიხედვით მასში ნახსენები უნდა ყოფილიყო დედოფალი, ღმერთი, სექსი და საიდუმლო.


პირველი ადგილი მიაკუთვნეს ავტორს ასეთი მოთხრობისა:


–ო, ღმერთო, –წამოიყვირა დედოფალმა, –მე ფეხმძიმედ ვარ და არ ვიცი ვისგან!–


5. ყველაზე პატარა ავტობიოგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა ერთმა ხანშიშესულმა ფრანგმა ქალბატონმა, რომელმაც დაწერა:


–ადრე მე მქონდა გლუვი სახე და დაჭმუჭნული ქვედაბოლო, ახლა კი –პირიქით.–



Saturday, 2 April 2022

წიგნები და ამონარიდები

რახათ-ლუხუმი



 "მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო.


ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო.


გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო.


გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო.


ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო.


მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო..."


ნაწყვეტი:  ჯემალ ქარჩხაძის -"რახათ-ლუხუმი"


P.S. სამწუხაროა მაგრამ არის ამაში სიმართლის მარცვალი 💔



Saturday, 12 March 2022

წიგნები

 რუპი კაურის - "რძე და თაფლი"





 ეს არის უცნაური მაგრამ ძალიან ღიად და სწორედ დანახული საკითხების პოეტური კრებული.. (ორიგინალში არ ვიცი მაგრამ ქართულად ნათარგმნის არც რითმი აქვს და არც ფორმა თეთერი ლექსების პოეზიას გავს)  რომელიც რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი... მასში ვკითხულიბთ, სიყვარულის, დანაკარგის, ტრაგიზმის, დამცირების, ამავდროულად განკურნების და ყველაფრის მიუხედავად ქალურობის შენარჩუნების შესახებ...



რაღაცით ირინა ტაბაღუას -  "ტელეფას ცხვარს" მაგონებს თუმც ორივე თან ძალიან გავს ერთმანეთს და თან ძალიან განსხვავდება კიდეც..

კითხვას რომ იწყებ სხვა და სხვა გრძნობა და განწყობა გეუფლება... 

ხან ძალიან საინტერესოა და არ გინდა დასრულდეს, ხან ისეთი მოსაბეზრებელია და ამაზრზენიც კი, რომ გინდა მოისროლი და ფიქრობ რისთვის დაკარგე დრო ან/და ფინანსები...  ხანაც იმდენი ტკივილია გინდა ბოლო ხმაზე იბღავლო, სამყაროს აღუდგე და გააგებინო რომ უსამართლია... (განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ურთიერთობას ეხება)

მოკლედ მთლიანობაში ძალიან მომეწონა იმდენი რამის პოვნა შეიძლებახმა პატარა წიგნში რომ  ბევრჯერ სიამივნებით გადავიკითხავ...


12. მარტი 2022წ.





Saturday, 19 February 2022

წიგნები

 ქეთრინ სთოქეთის - "მოსამსახურე"


ამ საოცარი წიგნის გამო ღირს რომ ძილი გაიტეხო და დაგათანდეს კიდეც... 😉 🖤💛🤎📖📚☕


კიდევ ერთი საოცარი ისტორია შავკანიან ქალებზე მათ ცხოვრებაზე,მათ თავისუფალ შინაგან სამყაროზე და ძალიან დიდ გამბედაობაზე...

იმის მიუხედავად რომ ავტორი ამ შემთხვევაშიც მათ (ფერადკანიანების) ჩაგვრაზე მოგვითხრობს, ეგრედ წოდებული მაღალი ფენის მხრიდან, იგულისსხმებიან "თავკერძა" მაღალი საზოგოდაება თეთრკანიანების სახით... 

შავკანიანი მოსამსახირე ქალები ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან ძლიერები და გამბედავები აღმოჩნდნენ .. შეიძლება შეფარულად მაგრამ მაინც გამოიტანეს მათი "პატრონების" სიბინძურები და არაადამიამური დამოკიდებულება სააშკარაოზე მათ მიმართ... 📚🧡📖 (მოსამსახურე ქალების მიმართ)


P.S. რამედენიმე წლის წინ (2011წელს) ჰოლივუდმა საოცარი ეკრანიზაცია შექმნა ამ წიგნის მიხედვით, იგივე სახელით, ( #TheHelp )🤎🖤 ამ ფილმისთვის კუ არაჩვრულებრივმა მსახიობმა ოქტავია სპენსერმა ( #OctaviaSpencer ) 🖤🤎 ოსკარიც კი მიიღო..


P.S.S. თუ კიდევ არის ვინმე ვისაც არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, წინ ნამდვილად უდიდესი სიამოვნებს გელით... 👍🏾🤎😉🖤📖📚🧡

6 თებერვალი 2022წ.




წიგნები

 

ჩემი 2022 ამ წიგნით დავიწყე (თუმც ბევრად არდე მქონდა ნაყიდი ) 😁📚📖🧡


ნორვეგიელი მწერლის ოსნე საიეშტადის -  "ქაბულელე წიგნებით მოვაჭრე"
მოკლედ ვინც ჯერ არ იცით, გეტყვით რომ ეს არის ჩემი ფავორიატი ჟანრია როგორც ნაწარმოებები ისე მწელები... 📚♥️📖🧡
(ახლო აღმოსავლური მწელიბა რომანები და ისტორიბი)

ეს არის წიგნი ქაბულელ კაცზე და მის ოჯახზე რომელიც ერთ დროულად ილტვიდა თავისუფლეისთვის, განათლებისთვისა და ცივილიზაციისთვის, მეორე  მხრივ  ვერ თმობს თავის სამშობლოს და ტრადიციებს...
ბევრჯერ დასაჯეს მისი საქმიანობის გამო, მაგრამ წიგნების სიყვარული იყო თუ შემოსავლის გაზრდისთვის მაინც არ ნებდება  და აკრძალულ წიგნებს მაინც მონდომრბით  იმარაგებს და მერე დახლს ქვეშიდან ჰყიდის...
ამავ დროულად უარს ამბობს ამ ჭაობიდან თავის დაღწევაზე და მაინც ქაბულში რჩება..

ორ ცოლიანიბის (ჩემია აზრით მახინჯი ტრადიციაც) თემაც  არ ავიწყდება მწერალს პირველი ცოლი იჩაგრება ახლის გამო და რომ არავინ არაფერი თქვას, მიგდებული მაგრამ მაინც ამაყი ქალი იგონებს ქალურ დაავადებას რითიც მისი ქმრის საქცილე  მეორე ცოლის მიღებას ასე ამართლებს...

ასევე ეს წიგნი და მწერალი რა თქმა უნდა გვერდს არ უვლის ქაბულელი ქალების ცხოვრებას მათ უუფლებობას და ჩაგვირის საკითხებს... როგორ იკლავენ გულში ნამდვილ  სიყვარულს როგორ ისჯებიან იმის გამო თუ უნებართოთ ვინმე შეიყვარეს....
მოკლედ ამ  327 გვერდში იმდენი დამაფიქრებელი პატარა მოთხრობაა რომ გული ერთდროულად, სითბოთი გევსება და თან გიმძიმდება და სულთქვა გეკვრის ამ უსამართლობის და უაზრო ე.წ. კანონზომიერების გამო.  💔📖📚🧡

4 იანვარა 2022წ.




წიგნები

 ნორა რობერტსის - "კოლექციონერი"


რომანტიული კრიმინალური დეტექტივი, მე ასე ვიტყოდი...

მკვლელობის მოწმე ქალის და მკვლელობის მსხვერპლის, ძმის რომანტიული და თავგადასვლებით სავსე, სასიყვარული ისტორია..

"ფაბერჟეს კვერცხის" გარშემო ატეხილი ციებცხელება და ამ უკანასკნელის გამო შეწირული არა ერთი უდანაშაული სიცოცხლე, და მკვლელი კონექციონერის ისრტორია..

საოცრად მსუბუქად იკითხება მისი შინაარსის მიუხედავად, თითოეუეული გვერდი ინტერესით გავსებს და სურვილი გიჩნდება დაუსრულებლად იკითხო და გაიგო შემდეგ რა მოხდება...

ლაილას და ეშის სიყვარულის იატორია კი ძალიან ნათელი წერტილია ამ დეტექტიურ რომანში...

გირჩეთ თუ ჯერ არ გქონიათ ამ წიგნის წაკითხვის ბედნიერება, დამერწმუნეთ დიდ სიამოვნებას მიიღებთ.... 📚📖♥️


25 დეკემბერი 2021წ.



წიგნები

 სალი რუნის - "ჩვეულებრივი ადამიანები" 


მინდა ჩემი შთაბეჭდილებელი გაგიზიაროთ! დავიწყებ იქიდან რომ დროის არ ქონის და გადაღლილობის გამო თითქმის თვე მოუნდი ამ პატარა წიგნის დასრულებას და დღეს საღამოს ბოლო 40 გვერდი როგორ იქნა გავიყვანე ბოლოში...🤦

მოკლედ ცუდი არ არის, თუმც რაღაცნაირი მშრალი წიგნია, არ ვიცი შეიძლება ჩემთვის არის ასეთი? 🤔 ვერ დავიჩემებ, მაგრამ მაინც, თითქოს რაღაც აკლია, უცნაური წერის მანერა აქვს ავტორს, თავიდან რომ დავიწყე მეგონა დიალოდის ტექსტები სულ არ იყოს... 


უცნაურია მაგრამ ეკრანიზაცია უფრო მიმზიდველია,

 ისე მშრალად აღწერს მოვლენებს რომ გინდა თავი დაანებო და აღარ წაიკითხო...

რაც შეეხება პერსონაღებს და ისტორიას, ძალიან მაბრაზებდა, მღილიდა კიდეც მარიენის და კოლენის ურთიერთობა, წყვილს რომელსაც სიგიჟემდე "უნდოდა" და უყვარდათ ერთმანეთი, რატომ და რისთვის ებრძოდნენ საკუთარ თავს, ვერ ვხვდებოდი რატომ მალავდნენ რატომ იჩაგრავდნენ და იუფერულებდნენ ცხოვრებას... განსაკუთრებით მარიენი რომელიც დომინანტების მორჩილებას ისე შეეჩვია რომ მზრუნველ და მოსიყვარულე კოლენს რომელიც მგონი ერთადერთი იყო, ვისაც უყვარდა სთხოვდ რომ ეძალა მასზე...

29 ოქტომბერი 2021წ.




წიგნები

 მარგარეტ ეტვუდის - "მხევლის წიგნი"


დიდი ხანია ეს წიგნი მაქვს (პირველი მაგარ-ყდიანი გამოცემა აღარ შემხვდა და ამიტომ მხოლოდ "რე-პრინტს" დავჯერდი ფილმიდან ილუსტილრირებული ყდით.. ისე რა მაგის პასუხია და 🤔 წიგნი რომ დავასრულე მეგონა სერიალის პირველი სეზონი დასრულდა, თითქოს რაღაც დამაკლდა...) და რატომღაც ეხლა ჩავუჯექი... (ფილმის ყურებაც მაშინ გადავწყვიტე როცა წიგნის პირველი ფურცლები ჩავიკითხე....)

უცნაური მაგრამ ნამდვილად, საოცარი წიგნია... საკმაოდ მძიმეც მაგრამ მაინც რომ გითრევს და გინდა დაუსრულებლად იკითხო... რომ გაიგო დაიხსნიან თუ არა ჯუნი (ე.წ. "ფრედისა") და მისი მეგობრები ამ საზიზღრობიდან თავს და ჩამოინგრევა თუ არა ეს "მომავლის ფაშისტური" წარმონაქმნი...

თუმც ყველაფრის მიუხედავად ძალიან მიუღებლი, ამორალურიც და ამაზრზენი, ისტორია ვითარდება!...


 მ. ეტვუდი აშკარად ფანტაზიას არ უჩივის, 🤣🤔🤦🏿‍♀️🤷🏽‍♀️( ისე მისი წიგნები "წინასწრმეტველური სცენარებით" გამოირჩევა, რადგან, მისი პირველი წიგნი (რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს მაგრამ რეცენცზიებით გავეცანი...) პანდემიაზეა და იგი ძალიან ჰგავს დღევანდელ კოვიდ რეალობას...)

"გალაადური" წყობა, (პატრიარხარიზმი) მომავლის ა.შ.შ. -ი, მონობა, შეზღუდვრბი და ეგრედ წოდებული ღვთის სახელით და ღვთის ნებით ძალადობა ქალებზე, მკვლელობები და მათი "ბიბლიით" აწყობილი სამყარო და მმართველება .. ძალიან მიუღებელია...🤢

 შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ე.წ. "კომანდორები", მათი "ლაქია" ყოვლის მხედველი "თვალები და ანგელოზები" , კანონმორჩილი კლდემამოსული ცოლები "მხევლები და ე. წ. "დეიდები"... (რომლებიც სამყაროს უძველესი პროფესიის მეძავი ქალების ზედამხედველ ე.წ ("Мамаша") "დედილოებს" უფრო ჰგვანან...)

ამორალურობის ზეიმია... 🤢🤮🤦🏿‍♀️🤔🤬 


აქ ღვთიური არაფერია, სექტები და სექტანტებიც კი უფრო ღირსეულები ჩანან ამ ყველაფრის ფონზე...🤦🏿‍♀️

ამ წიგნში ჯუნის დაუმორჩილებელი ბუნება, ნამდვილად ნათელი წერტილი იყო და მოირას მცდელობები გადარჩენისთვის...

ლუკი ალბათ ყველაზე სუსტი პერსონაჟია ამ რომანში და თითქოს უადგილოც... 🤷🏽‍♀️🤔  

ნიკი მართალია "ყოვლისშემძლე თვალია" კომანდორის "ლაქია", მაგრამ "მხევალზე" შეყვარებული პატარა ბიჭი, რომელიც ასე თუ ისე ცდილობს დაიხსნას ჯუნიც და ალბათ საკუთარი თავიც, ამ გაუგებრობიდან....♥️

მოკლედ მთლიანობაში ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან სულის შემძვრელი რომანია. რადგან ამ ყველაფერს რეალობად აღიქვამ, კითხვის დროს.. ამ წიგნთან ერთან მოგზაურობ იქ, იმ სამყაროში და საშინლად შემაძრწუნებელია ეს ყოვლელივე.... 💔🤦🏿‍♀️📚

20 ივნისი 2021წ.



Thursday, 17 February 2022

წიგნები

ელის უოკერის - იისფერი




📚 წიგნი რომელიც ერთი ამისუნთქვით იკითხრბა რომელიც აკრძალული იყო მაგრამ რატომ კრძალავდნენ ასეთ წიგნებს Დღემდე ვერ ვხვდები?!...🤷🏽‍♀️🤔 რატომ ეშინოდათ სიმართლის და ცხოვრების  სისასტიკის და უსამართლობის ღიად გამოტანა და ადამიანური ურთიერთობრის გაშიშვლება... 💔🤔🤦🏽‍♀️

როგორ ძალადობდნენ, როგორ იჩაგრებოდნენ, (ადამიანებად კი არა უფრო პირუტყვებად რომ აღიქვამენ იმ პერიოდის კაცების უმრაბლესობა ცოლებს) და როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ ქალებს,(განსაკუთრებოთ ფერადკანიან ქალებს) მამები, (ამ შემთხვევაში მამინაცვლები)  ქმრები,  შვილები, (გერები)  თეთრკანიანი მდიდრები და ა.შ.
მაგრამ როცა " სოფიას" "შაგის" და "მილის" მსგავსი მამაცი, თამამი,  განათლებული(ც) და თავისუფალი ქალები გამოერევიან და "სილის" მსგავს ჩაგრულ (გაუნათლებელ) ქალებს მისცემენ სტიმულს და გვერᲓით დაუდგებიან ყველაფრის შეცვლა და დაძლევაა შესაძლებელი...💜👍🏾📖📚👏🏿♥️💜🤎🖤
"იისფერის" ავტორმა:  ელის უოკერმა დამსახურებულად მიიღო პულიცერი  1983წს. ეს წიგნი ნამდვილად ღირს წაკითხვად და დროის დათმობად... 👏🏿📚💜👍🏾📖
ამ წიგნის წერის მანერაც ჩემთვის არაჩვეულებრივია რადგან წერილების  სტილშია დაწერილი...🤎👍🏾📖✉📨

P.S.  დიდმᲐ რეჟისორმა სტიველ სპილბერგმა, ასევე არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო ამ უკანასკნელის მიხედვით, 1985 წელს. რომელშიც დენი გლოვერი, ვუპი გოლდბერგი და ოფრა უიმფრი არიან მთავარ როლებში.
თუ არ გინახავთ გირჩევთ ფილმსაც უყუროთ იგივე სახელწოდებით " იისფერი"

მე პირადად 2ვე ძალიან მომწონს...💜👏🏿💜

20 მარტი 2021წ.




წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...