ნათია ხადურის "ჯარისკაცის საგზალი" (უდაბნოელი 4)
მორიგი ძალიან კარგი რომანი რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება... (მგონი პირველი ვიყავი ვინც ეს წიგნი შევიძინე გამოცემის თანავე, მაგრამ დროის უქონლობის, გადაღლილობის და მოუცლელობის გამო... მგონი ბოლომ წავიკითხე, თუმც ნამდვილად ღირდა იმ მცირე დროის დათმობა რომელიც მქონდა)
უამრავ ემოციას და გრძნობებს აღგიძრავს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რადიკალურად განსხვევებულს და ურთიერთ გამომრიცხავსაც...
მოდი
იქიდან დავიწყებ რომ სათაურიდან გამომდინა საოცარი ინტერესით და
მოლოდინებით დავიწყე კითხვა (ვინც მე კარგად მიცნობს ძალიან კარგად იცის
რას ნიშნავს და როგორი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის სამხედროებს და ამ
პროფესიის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ღირსეულ და თავის ქვეყნის მოყვარულ და
მებრძლო ადამიანი და პროფესია)
არც შემცდარვარ ერთდროულად სითბოს,
სიყვარულს და მზრუნველობას... და მეორემხრივ გაუსაძლის ბრაზს რომ გიჩენს
კითხვის დროს... უსამართლობის და არაადამიანობის გამო როგორ ნადგურდება
(პროფესიაც კი) და ინგრევა ყველაფერი იმის მიუხედავად რომ ორ ადამიანის
უყვართ, უნდათ და სჭირდებათ ერთმანეთი... ტიპიური ქართული მარაზმი მესამე
ადამიანი რომ ჩაერერვა და დაგინგრევს სიმწრით მოპოვებულ ბედნიერ წამებს...
(და ეხლა მეტყვით მესამე ყველგან არის მარტო საქართველოში არაო, მაგრამ
ცოტა სხვა რამეს ვგულისხმობ)
"მოსიყვარულე დედიკოები მამაიკობი"
დედამთლიები მამამთილები, სიდედრები, მეზობლები და ეგრედწოდებული
კეთილისმოსურველი მეზობელ მეგობარ ნათესაური კლანები არა და სამწუხარო
რეალობაა რომელიც ალბათ არასდროს მოისპობა...
კითხულობ გინდა არ დასრულდეს და სასოებით უფრთხილდები თითოეულ გვერდს რომ გაიგო რა იქნება იქნებ და ბანალური მაგრამ მაინც ქონდეს "Happy End" მაგრამ არა აქაც იმარჯვებს სისუსტე, შიში რომ იბრძოლო იმ ერთადერთისთვის და ბოროტი დოგმებიან და სტერეოტიპებით დაბოღმილი, კეთილის მსურველი, ყოვლის მცოდნეები და მარადიულობა რომელსაც ამ ჯერად სიყვარული კი არა სიკვდილი ჰქვია... სიკვდილი რომელსაც გაურბიხარ, სასწაულებრივად გადაურჩები და მაინც დაგეწევა... გკლავს პირდაპირი გაგებით და თუ სხეული გადაგირჩა კვდები სულიერად და კარგავ იმ ერთადერთ რისთვისაც ღირდა ცხოვრება...
P,S. ამ საოცარი და სევდინი ლექსით სრულდება "ჯარისკაცის საგზალი"