კოლინ ჰუვერი - " ყველაფერი იწყება ჩვენით"
ეს არის გაგრძელება ამავე მწერლის პირველი წიგნის - "ყველაფერი მთავრდება ჩვენით" - თუმც მე პირველი წიგნი უფრო მეტად მომეწინა ვიდრე ეს უკანასკნელი.. პირველში მეტი ემოცია მეტი ადრენალინი და მოლოდინი იყო...
ამ უნასკნელში კი ბევრად ბანალურად ვითარდებოდა სიუჟეტი და გამოცნობადიც იყო, თითქმის ყველაფერი, მაგალითად ის თუ როგორი ფინალი იქნებოდა, ლილის და ეტლესის აღდგენილ ურთიერთობას, ქორწინება და "ჰეფი ენდი" რომ ექნებოდა.
კოლინ ჰუვერი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალია, მაგრამ მისი ოთხი წიგნიდან რაც აქამდე წამიკითხავს ეს ყველაზე სუსტი იყო სამწუხაროდ...
თუმც ვისაც სასიამოვნო და მსუბუქი წიგნის წაკითხვა გსურთ ნამდვილად კარგი არჩევანია....