Thursday, 14 December 2023

დიეტა - "სენსაცია"


ცხიმის წვის პროცესი მე-4 დღიდან დაიწყება. დაკარგული კილოგრამები კი 3 წლის განმავლობაში აღარ დაბრუნდება. ნაცადი მეთოდია – 




დიეტა “სენსაცია” ზომიერად დაბალკალორიულია და საკმაოდ ხანგრძლივი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი სამი კვირის განმავლობაში. როგორც დიეტის ავტორები გვარწმუნებენ, ყოველ კვირას 3-5 კგ-ის დაკლებაა შესაძლებელი და ჯამში ვკარგავთ 7-12 კგ-მდე. გარდა ამისა, 3 წლის განმავლობაში დაკლებული კილოგრამები უკან არ ბრუნდება.




ამ დიეტის დროს შიმშილს ნამდვილად ვერ იგრძნობთ. თევზის, ხორცის და ბოსტნეულის საკვებში შედის ყველა აუცილებელი მიკროელემენტები და ვიტამინები, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის.



კვირის რაციონი

1 დღე

საუზმე

1 ფინჯანი ყავა

სადილი

2 მოხარშული კვერცხი,  სალათი ისპანახის ან მოხარშული სტაფილოთი, ცოტა მცენარეული ზეთით, ერთი პომიდორი(ან ერთი ჭიქა ტომატის წვენი) მარილის გარეშე.

ვახშამი

200-250 გრამი სტეიკი მცენარეულ ზეთში შემწვარი, ახალი ბოსტნეულის სალათი (ჭარხალი,სტაფილო, კომბოსტო) ცოტა მცენარეული ზეთით.

2 დღე

საუზმე: ჭიქა ყავა, კრეკერი.

სადილი: 100 გრამი სტეიკი, ახალი ბოსტნეულის სალათი (კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო).

ვახშამი: 200 გრამი მჭლე ლორი ან მოხარშული ხორცი, ჭიქა იოგურტი, კეფირი ან ნატურალური სასმელი იოგურტი დანამატების გარეშე.

3 დღე

საუზმე: ჭიქა ყავა, კრეკერი.

სადილი: ერთი სტაფილო, ჭარხალი ან მსხვილი ნიახური შემწვარი ბოსტნეულის ზეთით, ერთი პომიდორი (ჭიქა ტომატი), ერთი მანდარინი ან ქლიავი, 1-2 ფორთოხალი.

ვახშამი: იგივე როგორც სადილი.

4 დღე

საუზმე: ჭიქა ყავა.

სადილი: მოხარშული კვერცხი, 3 მსხვილი მოხარშული სტაფილო (შეგიძლიათ სალათის მომზადება მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთით), 150 გრ ყველი.

ვახშამი: ხილის სალათი. ბანანი არ შეიძლება.

5 დღე

საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით.

სადილი: 0.5 კგ უცხიმო მოხარშული ან ჩაშუშული თევზი, 1 პომიდორი (ტომატის წვენი).

ვახშამი: ერთი პატარა სტეიკი, ახალი ბოსტნეულის სალათი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, ბულგარული წიწაკა.

6 დღე

საუზმე: ჭიქა ყავა.

სადილი: 0.5 კგ ქათმის ჩაშუშული მცენარეული ზეთით ან გამომცხვარი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი ნედლი სტაფილო, ჭიქა ჩაი.

7 დღე

საუზმე: ჭიქა ჩაი.

სადილი: 150-200 გრ ხბოს ან ძროხის, ჩაშუშული ან მოხარშული, ვაშლი.

ვახშამი: იგივე როგორც სადილი.







 



წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...