Saturday, 28 December 2024

წიგნები

 მარი ბექაურის "უხილავი თამაში"


მინდა ამ უცნაურ მაგრამ ძალიან მიმზიდველ ნაწერზე, რომანზე, ქმნილებაზე, ჩემი აზრი გაგიაზიაროთ!...

(სადღაც ერთ თვეა წავიკითხე მაგრამ, იმ ცნობილი მოვლებიდან გამომდინარე რაც ჩვენ ქვეყაში 🇪🇺🇬🇪 ხდება ჩავთვალე რომ დღეს წიგნებზე რეცენზიები არ იყო აქტულაური, საინტერესო და თემატური...)


ძალიან მისტიური და უცნაური ისტორია თუმც ძალიან გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს გაიგო, რა კავშირი აქვს ორ განასხვავებულ პიროვნებას და რატომ წერენ და ყვებიან სრულიად დამოუკიდებლად ერთი და იგივე ამბავს?!....

გაინტერესებს მართლა პარალელური სამყაროების არსებობის ისტორიები რალურია თუ არა, თუ მთავარი პერსონაჟის ნარკო დამოკიდებულების ფანტაზიის ნაწილია ეს ყოველივე...

სწორედაც ამიტომ გითრევს ღამეებს გათენებინებს და ბოლომდე მის სამყაროში გამოგზაურებს ავტორი...

მარტივი წერის მანერა აქვს თუმც დოკუმენტალურად დასაბუთებლი ფაქტების გამო რამდენიმე გვერდი რამდენჯერმე გადავიკითხე რომ გამეაზრებინა რაზე იყო საუბარი...

შეიძელება ბევრს არ მოეწონოს რადგან ცოტა არა ლოგიკური და მისტიური ამბავია, მაგრამ მე პირადად ამ დაძაგული რეალობიდან მომწყვიტა და მამოგზაურა ავტორმა მის სამყაროში. ერთხელ წაკითხვა რაღაც განსხვავებულის და უცნაური გამო ნამდვილად ღირს..


P.S. TV-- სერიალიც გადაიღეს თუმც ჯერ წიგნის წაკითხვა ვარჩიე უახლოეს პერიოდში ეკრაინიზაციას ვნახავ შესადარებლად.



წიგნები

შემდეგი გაჩერება

 ეს არის 2 ძალიან საინტერესო, საღად მოაზროვნე და ძალიან განათლებული სასულიერო პირის ისტორიები.

მამა თეიმურაზის და პეტრე კოლხის.

ამ პატარა წიგნის გვერდებზე კითხულობ და იგებ თუ როგორ უყვართ წიგნები და რამხელა სიამოვნებაა ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობა, რამხელა შვება და განტვირთვაა. რამდენი რამის დაძლევა შეგიძლია თუ კითხვა გიყვარს.. და რომ არაფერია იმაში კატასტროფა თუ ისეთ ლიტერატურასაც გაეცნობი რასაც ეკლესია არ სწყალობს...
რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული სასულიერო პირი იყოს ეკლესიაში...



Wednesday, 13 November 2024

წიგნები

 რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები"


ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პოეტური კრებულია.. (ორიგინალში არ ვიცი მაგრამ ქართულად ნათარგმნის არც რითმი აქვს და არც ფორმა თეთერი ლექსების პოეზიას გავს, ჩემთვის კი პოეზიას რითმა და ცოტა სხვა სტილი აქვს...) რომელიც ისევ (როგორც მისი პირველი წიგნი "რძე






და თაფლი")  რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი .. მასშიც ვკითხულიბთ, სიყვარულის, დანაკარგის, ტრაგიზმის, (ემიგრაციის და ლტოლვილობის სიმწრისშესახებაც) დამცირების, ამავდროულად განკურნების და ყველაფრის მიუხედავად ქალურობის შენარჩუნების შესახებ...


ამ მწერლის ტექსტებიდან რომელიც (თუ დრო გაქვთ ამ წიგნს 1 საათშიც წაიკითხავ სრულად, მაგრამ ეს მოკლე დროსც საკამრისია რომ დაგაფიქროს და  ბევრ რამეზე აგიხილოს თვალი) ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა და ბევრის დანახვააა შესაძლებელი, ღიად და შეუფარავად ჩანს ის მანკიერებები და ცხოვრების სიმძიმე რასაც ვცდილობთ შევფუთოთ და სხვას არ ვაჩვენ არა და რა არის ამაში დასამალი და შესაფუთი ის რომ იძულებული ხარ ემიგრანტი გახდე?! თუ ის რომ ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი ხარ?! რაც არ უნდა ალამაზო, თუ ის რომ ყველაფრის მიუხედავად ქალებს მაინც არ თვლიან მამაკაცები თანასწორებად  (ავტორს აქ მოთხრობილი აქვს ინდოელი (სავარადაუდოდ განათლების ნაკლებობის ბრალიც არის) ქალის გრაგიკული ცხოვრება რომელიც შვილებზეც გადადის უნებლიეთ და რომელიც მისი ქალიშვილისთვისაც თითქოს ეს ნორმა ხდება)




Thursday, 4 July 2024

წიგნები

 მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი"


ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სამწუხაროდ, იმედები გამიცრუნვა და იმდენხანს მოუნდი დასრულებას მე თვად გამიკვირდა საკუთარი თავის...

ძალიან ცოტა წიგნია რომელელიც ასე მღლის ძა ძალიათ ვამთავრებ ხოლმე კითხვას.. 

ეს წიგნი ფერად კანიან გოგოზეა რომლეიც მშობლრბმა (გაჭირების თუ საკუთარი ინტერესების გამო მაგის გარკვევა მკითხველისთვის მიმინდია) ძმასთან ერთად სრულიად მარტოები ძალიან პატარა ასაკში შტატიდან, შტატში გაამგზავრეს ბებიასთან და იქ იზრდებოდნენ, ბებია საკმაოდ მკაცრი ქალი იყო თუმც სულ ცდილობდა სწორედ აღეზადა და-ძმა..

რამდენიმე წლის შემდებ გოგონა დედასთან დაბრუნდა თუმც იქ მამინაცვლიგას ძალადობის მსხვერპლი გახდა და რომ არა მისი ძმა რომელმაც შემთხვევით იპოვო დასვრილი თეთრეული ვერავინ გაიგებდა ამ პედოფილის საქციელს... 

დაოს არეული ცხოვრებას კი დასასრული აქ უჩანდა წლების შემდეგ ერთი ღამის ურთიერთობის შემდეგ იგებს რომ ფეხმძიმედააა და მარტოხელა დედა ხდება...




წიგნები

  ვლადიმერ ნაბოკოვის - "უკანონოდ შობილთა ნიშნით" ვინც მიცნობს უმრავლესობამ ალბათ იცით უამრავ უცნაურ და სხვებისთვის უინტერესი ან გა...