მარი ბექაურის "უხილავი თამაში"
მინდა ამ უცნაურ მაგრამ ძალიან მიმზიდველ ნაწერზე, რომანზე, ქმნილებაზე, ჩემი აზრი გაგიაზიაროთ!...
(სადღაც ერთ თვეა წავიკითხე მაგრამ, იმ ცნობილი მოვლებიდან გამომდინარე რაც ჩვენ ქვეყაში 🇪🇺🇬🇪 ხდება ჩავთვალე რომ დღეს წიგნებზე რეცენზიები არ იყო აქტულაური, საინტერესო და თემატური...)
ძალიან მისტიური და უცნაური ისტორია თუმც ძალიან გითრევს, გიზიდავს და ერთი სული გაქვს გაიგო, რა კავშირი აქვს ორ განასხვავებულ პიროვნებას და რატომ წერენ და ყვებიან სრულიად დამოუკიდებლად ერთი და იგივე ამბავს?!....
გაინტერესებს მართლა პარალელური სამყაროების არსებობის ისტორიები რალურია თუ არა, თუ მთავარი პერსონაჟის ნარკო დამოკიდებულების ფანტაზიის ნაწილია ეს ყოველივე...
სწორედაც ამიტომ გითრევს ღამეებს გათენებინებს და ბოლომდე მის სამყაროში გამოგზაურებს ავტორი...
მარტივი წერის მანერა აქვს თუმც დოკუმენტალურად დასაბუთებლი ფაქტების გამო რამდენიმე გვერდი რამდენჯერმე გადავიკითხე რომ გამეაზრებინა რაზე იყო საუბარი...
შეიძელება ბევრს არ მოეწონოს რადგან ცოტა არა ლოგიკური და მისტიური ამბავია, მაგრამ მე პირადად ამ დაძაგული რეალობიდან მომწყვიტა და მამოგზაურა ავტორმა მის სამყაროში. ერთხელ წაკითხვა რაღაც განსხვავებულის და უცნაური გამო ნამდვილად ღირს..
P.S. TV-- სერიალიც გადაიღეს თუმც ჯერ წიგნის წაკითხვა ვარჩიე უახლოეს პერიოდში ეკრაინიზაციას ვნახავ შესადარებლად.

