Saturday, 13 September 2025

წიგნები

 ვლადიმერ ნაბოკოვის - "უკანონოდ შობილთა ნიშნით"


ვინც მიცნობს უმრავლესობამ ალბათ იცით უამრავ უცნაურ და სხვებისთვის უინტერესი ან გაუგებარ წიგნს და ავტორს ვკითხულობ. ფართო მასებისგან განსხვავებით ზოგი მომწონს ზოგი არა, ზოგს კი "ვაღმერთებ" 

ეს უკანასკნელი კი თან მძიმე იყო თან საინტერსო და თან ამაზრზენიც რადგან ის წყობა და იდეოლოგია რაც ავტორმა აღწერა,... მეოცე საუკუნეში თითქმის ყველამ (ყველა ქვეყანამ) გამოიარა...

ბავშვური წყენების და ბოღმის გამო რომელიც ვერ მოინელა ერთმა,(მშიშარა) ე.წ. ჩინოვნიკმა გაწირა განათლებული საზოგადოების წარმომადგრნლები, (განსხვავრბული აზრის და შეხედულებების გამოც) მათი მცირეწლოვანი შვილები და ოჯახები.. იმავე ადამიანების გარემოცვის და სამეგობროს ხელით, მზაკვრულად, დაუნდობლად დახვრიტეს და გაანადგურეს, იმ ხალხს კი დააჯერეს რომ თუ მათ სამეგობროს ჩაუშვებდნენ და ჩააბარებდნენ, სამაგიეროდ ისინი გადარჩებოდნენ..

ზემო აღნიშნული, მართველობის სტილით, მზაკვრული გეგმებით და მიზნებით რომლითაც ამართლებდნენ სახელწიფოების ე.წ. ხელმძევანელებუ სიმშვიდის და დემოკრატიის სახელით ამ ყველაფერს არა და სინამდვილეში ისინი " ტირანიას ასაღებდნენ დემოკრატიად."




Sunday, 31 August 2025

წიგნები

 იუკიო მიშიმა - "ტალღების ხმაური"


სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ამ პატარა წიგნით და მიხარია რომ ჩემ "საგანძურთა" შორის არის.... 


წიგნი რომელიც არც ისე საინტერესოდ და მშრალად იწყება მოულოდნელად ძალიან სასიამოვნო საკითხავი ხდება და მისი მოცულობის მიუხედავად ძალიან საინტერესოა, პატარა სოფლის ღარიბი მეთევზე ბიჭისა და ულამაზესი შეძლებული ოჯახის, ახალგაზრდა ქალიშვილის სასიყვარულო ისტორია, რომელიც უამრავი შურის, დაბრკოლების და სიავის მიუხედავად საბოლოოდ ორი ადამიანის სუფთა ნამდვილი სიყვარული მაინც იმარჯვევს... მათი რწმენა ლოცვა შეუსმენელი არ რჩება.





Tuesday, 8 July 2025

წიგნები

 მარჯან ქამალი - "საკანცელარიო მაღაზია თეირანში"


 წიგნი რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება (თუმც ჩემი უდროობის და გადაღლილობის გამო საკმაო ხანს მოვუნდი) და უდიდეს სიამოვნებას განიჭებს.. 

უამრავ გრძნობას ერთდროულად აღგიძრას, აღფრთოვანებას, სიყვარულსა და ბედნიერების შეგრძნებას, მათგამო ვის ისტორიასაც გაცნობს ავტორი, სიამაყეს თუ როგორ უყვართ მაღი ქვეყანა და როგორ იბრძვიან უკეთესი მომავლის გამო როგორ უნდათ გამოექცნენ და თავი დაიხსნან იმ მარწუხებისა და აზროვნებისგან რაც თეირანს და იმ დროინდელ მთავრიბას აქვს...

ამავდროულად ტკივიკისგან და ბრაზისგან გინდა იყვირო იმ უსამართლობის გამო რასაც,მ მშობლები შვილების მიმართ იჩენენ,  რადგან მათი აზრით რასაც თვითომ ეტყვიან ან მოისურვებენ  მათი შვილები ზისტად ისე უნდა მოიქცნენ და დაყვნენ მათ სურვილებს და შეეგუონ დანგრეულ მომავასა ცხოვრება...

ასე მოექცა ბაჰმანს მისი ფსიქიურად გაუწინასწორებელი დედა და დააშორა მთელი ცხოვრების სიყვარულს...

თუმც ცხივრება იმდენად კეთილი და  მშვენიერი აღმოჩნდა მისი და მისი, სიყვარყლის მიმართ რომ 50 ღლის შემდეგ იმის,მიუხედავად რომ ორივეს თავისი ცხოვრება ქონდათ მაინც შეახვედრა ისინი ერთმანეთს და სიკვდილის წინ მაინც  მოახერხე აეხსნა რა მოხდა მაშინ იმ ავად სახსენებელ 1953წელს როცა როია ბაჰმანს ელობა ბაჰმანი კი არ მივიდა როას წასახვანად...

მოკლედ ყვლელაფერს ვერ გადმოგცემთ რამხელა სიამოვნება მივიღე ამ წიგნით. ჯობია ვისაც გექნებათ შანსი თავად წაიკითხეთ შეიგრძენით ყოველივე რასაც ვგულისხმობდი...




წიგნები

  ვლადიმერ ნაბოკოვის - "უკანონოდ შობილთა ნიშნით" ვინც მიცნობს უმრავლესობამ ალბათ იცით უამრავ უცნაურ და სხვებისთვის უინტერესი ან გა...