Friday 8 June 2012

მიტროპოლიტი დიმიტრი-(პატრიარქის ძმიშვილი)(დავით, ნოდარ შიოლაშვილი)









დაბ. - 16.02.1961, მცხეთა;
1979-1982 - მცხეთის სასულიერო სემინარია;
1982-1986 - მოსკოვის სასულიერო აკადემია;
თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
28.07.1985 - დიაკონი;
12.01.1986 - მღვდლად კურთხევა;
1987-1988 - ალავერდის მონასტერში;
1988-1989 - ანჩისხატის ეკლესიაში;
13.05.1989 - დეკანოზი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი;
14.10.1991 - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი;
14.09.1993 - წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის რექტორი. ბათუმი;
25.10.1996 - ბერად აღკვეცა;
26.10.1996 - არქიმანდრიტი;
08.11.1996 - ეპისკოპოსი;
2003 - მთავარეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა.



ბათუმისა და სხალთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. ეპარქიის საზღვარი სამხრეთის მხრიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან კი - შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული არსიანისა და მესხეთის ქედები, მდინარეების - ნატანებისა და კინტიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა.

საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გარვრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს. სხალთაში პირველი ქრისტიანული თემისთვის ეკლესიის დაფუძნებისა და საეკლესიო წესწყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, წმიდა მოციქული ანდრია სოსანგეთსა (აწყური) და საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორიებზე აარსებს ეკლესიებს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სხალთის მიდამოები და მთლიანად აჭარა IV საუკუნეში მეფე მირდატ III-ის მიერ შექმნილ თუხრელის სამწყსოში ერთიანდებოდა. ეპარქია V . 60-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთის ქვეყანაში დაარსებული და მომძლავრებული ახიზის ეპარქიის გავლენის ქვეშ მოექცა. ქართლის სამეფოს უძველესი პროვინცია, სხვადასხცა ეპოქაში მომხდურთა მძლავრობისაგან ხშირად დამპყრობთა გავლენის ქვეშ ექცეოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმის ეპარქიას, რომელსაც ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსო ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, რომლის ფარგლებშიც წინათ ათამდე საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1995 . 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა ორი - შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიები.

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...