Tuesday 10 April 2018

ო. ჭკუასელის საოცარი ლექსი ეძღვნება აჩიკო ტატუნაშვილის ხსოვნას

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪


"ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ტატუნაშვილი მოკვდაო, 
მისი გმირობის ამბავი თვითონ, მტრის ჯარმა მოყვაო,

სამშობლოს რად ეწირები, დაწვი ეგ ქართლის ჩოხაო,
ფეხი დაადგი, გათელე, ეგ შენი ქვეყნის დროშაო,

თითს რომ აჭრიდა ქართველ გმირს, არაკაცების ხროვაო,
მის წასაღებად იცოდეთ, ქართველი ხალხი მოვაო,

სული ღმერთს, გული - ქართველებს, ქართველი გაჰყვიროდაო,
ამას ამბობდა არჩილი, მტრის ჯარს რომ დასცინოდაო,

გმირი გმირულად დაეცა, მტერთან არაფერს თმობდაო,
არჩილს ვერაფრით აკადრეს თავისი ქვეყნის ცოდვაო,

თქვენ აღარ გახსოვთ ეტყობა, ქართველი ერის ბრძოლაო,
ძმის მკვლელზე შურისძიება, მათი დასჯა და ხოცვაო,

მტრებმა ვერაფრით გატეხეს არჩილის გული, გონება,
ძაღლებს ადვილი ეგონათ, ქართველი გმირის გოდება,

სული ღმერთს, გული - ქართველებს, ქართველი გაჰყვიროდაო,
უიარაღოს კლავდნენ და არჩილი დასცინოდაო,

წლების წინ მამა ხარობდა, ვაჟკაცი დამებადაო,
დღეს საქართველო ცრემლებს ღვრის, რა გმირი დამეკარგაო,

არჩილის მამავ, ძლიერო და გმირის დედავ ქართლისა,
ამ მუხლს მოვიყრი თქვენთან და მარად მწამს ამ სიმართლისა

თქვენი ვაჟკაცი არჩილი დღეს გმირად დაიბადაო,
მისი სული და სიმტკიცე თვით ღმერთმა დაიფარაო.

არჩილის ადგილას ყოფნას ბევრი ინატრებს გმირიო,
ღმერთმა თქვა, გმირის მშობლებო, ჩემთან არს თქვენი შვილიო"

ო. ჭკუასელი

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...