Tuesday 17 December 2019

ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ არაა!!!

ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ არაა!!!

"მე ლუკა ვარ 15 წლის.
მე ის ვარ კერძო სკოლიდან საჯაროში, რომ გადამიყვანეს.
მე ის ლუკა ვარ 15 წლის ასაკში, უკვე პრობლემებმა რომ დამღალა.
მე ის ლუკა ვარ ჩემებურად "ბავშვური'' პროტესტი რომ გამოვთქვი, წარწერით,, ამ ცხოვრების დედაც! ''
მე ის ლუკა ვარ, რომელსაც მოსმენა სჭირდებოდა, თქვენ კი არ მოუსმინეთ.
მე ის ლუკა ვარ, რომელსაც შველა სჭირდებოდა, თქვენ კი გაწირეთ.
მე ის ლუკა ვარ, თქვენი დაუდევრობითა და არაპროფესიონალიზმით დღეს რომ სიცოცხლეს ვებრძვი.
მასწავლებელო, მე ხომ შევძელი, შევძელი როგორღაც პროტესტი გამომეხატა ამ ცხოვრებაზე. შეიძლება ეს იყო არასწორი გზა, მაგრამ იმ წამს მე ბედნიერი ვიყავი, ბედნიერი ვიყავი რადგან მე ეს შევძელი. ვფიქრობდი, რომ მიშველიდი. ვფიქრობდი რომ მიზეზს გამოიკვლევდი,მაგრამ ვაი, რომ ყოველთვის შედეგით ვინტერესდებით და არა მიზეზით.
მე ლუკა ვარ 15 წლის.
მე ბავშვი ვარ, რომელმაც ვერ გაუძლო დაკითხვის ჟამს მიღებულ ფსიქოლოგიურ სტრესს.
მე ლუკა ვარ, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერაში გაცვალეთ.
მე გუშინ თვითმკვლელობა ვსცადე,
მადლობა, მაგრამ მე დახმარება ვითხოვე და არა დასამარება.
თქვენგან განწირული მე ვერ გადავრჩი!!!.."


-ეს კი პირადად ჩემგან
P.S. ერთ კვირიანი ბრძოლის შემდეგ დღეს ლუკა სირაძე (2019 წლის 17 დეკემბერს) გარდაიცვალა 😭😢🙏🥺😰💔
და მართლაც #ამცხოვრებისდედაც გული მეგლიჯება 😭😢💔და სული მეწვის ღრიალი მინდა და ხმა არ ამომდის 🥺😰🤯 რატომ? ღმერთო რატომ, რატომ??? 😰🤬😡
P.S.S. ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ არაა!!! 😭😢🙏🥺😰💔🇬🇪 არც აქ ამ წვეყანაში 🇬🇪 და არც არასად სხვაგან....💔

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...