HAPPY END
შემოდგომა
დადგა. ისევ იმ სურათს გახედა ნეკამ რომელიც უწინდებურად იქ იდო.... და აი ისევ ის
ფიქრი არ შორდებოდა ნეკას და ვერ ივიწყებდა იმ დიდ და ტკივილით სავსე სიყვარულს.
ჩაფიქრებული
ფანჯარასთან გაუნძრევლად იდგა და ნაწვიმარ ქალაქს
გასცქეროდა
ახსენდებოდა
იმ წარსული სიყვარულის ყოველი წუთი, (რომელიც
ერთი თვის წინ ასე აბედნიერებდა დღეს კი........) თითქოს წვიმის ნაკვალევს ნეკას გულში ყველაფერი
გაეახლებინა და ის ტკივილი უფრო გაემძაფრებინა.
გაახსენდა თუ
რა ბედნიერი იყო ერთ დროს, როგორ უყვარდა
მას თორნიკესთან ერთად წვიმიან ღამეში სეირნობა და როგორ ძლიერ უყვარდათ მათ
ერთმანეთი. უცებ ცრემლმა დაუსველა მას ნაცრისფერი, ლამაზი თვალები და გრძელი
წამწამები.
*****
თორნიკე
ძალიან ცნობილი და პოპულარული სპორცმენი იყო. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის
ტიტულით იყო დაჯილდოვებული. საკმაოდ ახოვანი და მომხიბვლელი ვაჟკაცი იყო.
მაღალი,
შავგვრემანი, შავი თვალებით, მომნუსხველი გამოხედვით და დამატყვევებელი, ძალიან ლამაზი
ღიმილით.
მათ
ერთმანეთი, თამაშის დროს სტადიონზე გაიცნეს, ეს ხომ ღმერთის ნება იყო.
ნეკა
მისმა მეგობარმა, მაკამ, ძალით წაიყვანა იმ თამაშზე, მაკა თორნიკეს მამიდაშვილი
იყო.
თამაშის
შემდეგ ნეკამ სთხოვა მაკას, რომ გასახდელისკენ გაჰყოლოდა, რათა თოკოსთვის (როგორც მეგობრები
და მერე უკვე ნეკაც ასე ეძახდა მას სიყვარულით) ავტოგრაფი ეთხოვა.
მაკა
უმალვე დასთანხმდა, გასახდელისკენ მიმავალ ბიჭს, ნეკა და მაკა შეხვდნენ. მაკა ბიძაშვილს
მიუახლოვდა, გადაეხვია და გამაჯვება მიულოცა.
ნეკა
კი ძალიან გაკვირვებული იყო, მაკას ასეთი მეგობრული ჟესტით.
მაკამ
თოკო ძალიან თბილად მოიკითხა, მერე კი მეგობარს მიუბრუნდა.
- ნეკა
გაიცინი, ეს ჩემი ბიძაშვილი თორნიკეა...
ნეკა გაოცებული უსმენდა მაკას, შემდეგ კი უთხრა:
- მაკა,
შენ არასდროს არ გითქვამს ჩემთვის რომ შენი, მამიდაშვილი ასეთი ცნობილი სპორტმენი
იყო.
დაბნეული ნეკა მორიდებით მიესალმა ახალგაზრდას.
- გამარჯობათ...
- გამარჯობათ, ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.-თორნიკე მესხი!
თითქოს ნეკა დაიბნა და თავისი გვარიც კი
დაავიწყდსა.
- ნ-ნეკა
მენთეშაშვილი...!
- იცით რა
გოგოებო! გამოვიცვლი და ეხლავე გამოვალ...
უთხრა თოკომ მათ და გასახდელში შევიდა.
მაკა ნეკას მიუბრუნდა და უთხრა:
- შენ
ავტოგრაფი გინდოდა, ახლა კი შეიძლება მეგობრები, ან და მეგობრებზე მეტიც გახდეთ
ერთმანეთისთვის!
- კარგი რა
მაკა ნუ აზვიადებ გეყოფა.
- აი აჰა,
მე მითქვია და მერე ნახე, თან არ დაგავიწყდეს უცოლოა და არც მეგობარი გოგონა
ჰყავს.
ამ საუბარში იყო მაკა გართული, რომ თორნიკე
გამოვიდა.
- მე მზად
ვარ, გოგოებო! სადმე ხომ არ გავისეირნოთ?
- თოკო, მე
მეჩქარება, უნდა წავიდე, შენ და ნეკა კი, წადით სადმე გაერთედ.
თითქოს მაკამ სპეციალურად დატოვა ისინი მარტონი.
- კარგი
წადი, მე და ნეკა უშენოდაც მოვახერხებთ რამეს.
- ჰო,
მითუმეტეს ნეკას ფეხბურთი ძალინ უყვარს და კარგად გაუგებთ ერთმანეთს.
მაკა მათ დაემშვიდობა და წავიდა.
თოკო და ნეკა კი მარტონი დარჩნენ. ისინი ათი წუთი
ხმის ამოუღებლად უყურებდნენ ერთმანეთს. ეს უხერხული სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია.
- ნეკა,
როგორ ფიქრობთ,ხომ არ გავესეირნა ქალაქში, მერე სადმე შეგვევლო და ჩვენი გაცნობა
აგვეღნიშნა:
- კარგით,
როგორც გინდათ.
მორცხვად უპასუხა გოგომ
ისინი სეირნობდნენ, საუბრობდნენ ფეხბურთზე,
ხანდახან კი ერთმანეთ მორცხვად გადახედავდნენ.
- ნეკა,
თქვენ მართლა ძალიან გყვარებიათ ფეხბურთი!
- კი
ძალიან მოყვარს.
- იქნებ
დროა მთელი დღეა ერთად ვართ და შემობით მიმართვაზე გადავსულიყავით.
- კარგი,
თანახმა ვარ.
უპასუხა ნეკამ.
- მეგობრები და
ახლობლები, თოკოს მეძახიან...
თოკო ისევ ნეკას გადახედავდა ხოლმე ჩუმად...
- ნეკა,
სწავლობ სადმე?
- კი, პირველი
კურსის სტუდენტი ვარ.
- რა
ფაკულტეტზე?
- იურიდიულზე, შენ?
- მე
მეოთხე კურსზე ვარ ფიზკულტურის ინსტიუტში
ახლად გაცნობილი წყვილ კიდევ დიდხანს საუბრობდნენ,
შემდეგ ტელეფონის ნომრები გაცვალეს.
- ნეკა, მე
ერთი თვე, არ ვიქნები თბილისში, (შეკრებაზე) ”ზბორებზე”, მივდივართ მთელი გუნდი,
აი, ჩემი სახლის ტელეფონი, მაგრამ, კობია მობილურის ნომერს მოგცემ, რომ იქ
დამირეკო. თუ სურვილი გექნება.
შემდეგ თოკომ, ნეკა სახლამდე მიაცილა და წავიდა.
ორივე მიხვდა რომ მათში რაღაც
შეიცვალა, უჩვეულო გარდაქმნა მოხდა, იქნებ ერთმანეთიც კი შეუყვარდათ?!
ამ
ერთმა თვემ სწრაფად განვლო. ამ დროის მანძილზე, ისინი ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ
ერთმანეთს.
როგორც იქნა, თორნიკე ჩამოვიდა. ისინი უფრო და უფრო
დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ერთ მშვენიერ დღესაც, თოკო ნეკას სიყვარულში გამოუტყდა.
აი ამას მოყვა ვნებიანი კოცნაც, ჰო და ალბათ ნეკას ცხოვრებაში დაუვიწყარი პირველი კოცნით გამოწვეული ემოცია, ეს იყო
დაუვიწყარი წუთები გოგონას ცხოვრებაში.
მას
შემდეგ ნეკა რადიკალურად შეიცვალა უფრო მხიარული და ხალისიანი გახდა.
მაგრამ ბოროტ და შურიან ხალხს რა დალევს ამ
ქვეყანზე! ერთხელაც ჩვეულებისამებრ თოკომ ნეკას მიკითხა ინსტიტუტში. მას შესასვლელ
კართან, ნეკას ერთი ჯგუფელი შეხვდა. მას გოგონასი ყოველთვის შურდა თუმც არავინ იცის ამის მიზეზი რა იყო
მან თორნიკეს უთხრა:
- ამხელა
კაცს თავში ტვინი არ გაქვს, ასეთი ”ბრმა’ როგორ ხარ, შენი სათაყვანებელი ნეკა
გღალატობს და სხვას ხვდება. შენ კი-გასულელებს.
ბიჭმა ამის
გაგონებაზე ფერი დაკარგა და ალბათ რომ არა კედელი მოულოდნელობიგან დაეცემოდა
იგი ნეკას აღარ დაელოდა და იქაურობა დატოვა.
ის გოგო კი
რომელმაც თორნიკეს ეს ტყუილი უთხრა, კმაყოფილებისგან
გულიანად ახარხარდა.......
ნეკა რომ
გამოვიდა და თოკო იქ ვერ ნახა, გაუკვირდა, შინ რომ დაბრუნდა, მაშინვე შეყვარებულის
სახლში დარეკა. თოკოს დედამ უთხრა, რომ დილის შემდეგ არ უნახავს არ იცოდა სად შეიძლება ყოფილიყო. თან მობილურიც
გამორთული ჰქონდა.
ნეკამ ხანგრძლივი და უშედეგო რეკვის შემდეგ, ბოლოს
მაკასთან დარეკა, მაკამ კი უთხრა, - ”თოკოს
არც შენი ნახვა და არ შენი სახელის გაგონება არ უნდაო. იმიტომ რომ
შენს ჯგუფელ ინგა ასათიანს, ასე უთქვამს შენი უბიწო და სათაყვანებელი ნეკა
გღალატობსო.”
ნეკამ ეს რომ გაიგო ტელეფონი კინაღამ ხელიდან
გაუვარდა, მაკას მხოლოდ ერთი რამღა ჰკითხა:
- მაკა
ღვთის გულისთვის მითხარი გთხოვ, სად შეიძლება ვნახო, უნდა ველაპარაკო. არ ვიცი
რატომ მაგრამ, ინგამ თავისი გაიტანა,
მაინც დამინგრია ცხოვრება და ბედნიერება და თოკოს მოატყუა. მანკი რატომღაც ისე რომ
მე არაფერი მკითხა ეს საშინელი ცილისწამება დაიჯერა.... დამიჯერე, მე შენი ბიძაშვილისთვის არ
მიღლატია... მე იგი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. გეხვეწები მითხარი სად არის? გთხოვ!...
- მე შენი
მჯერა, მაგრამ თოკო თუ დაგიჯერებს? არ ვიცი. კარგი, გეტყვი, ორ საათზე თამაში აქვს
და ეხლა ბაზაზეა ვარჯიშობს. იქ ნახავ.
ნეკას ამის გაგონებაზე ყურმილი არც კი დაუდია
სახლიდან ისე გავარდა.
იქ რომ მივიდა, კარებში შეყვარებულს შეეჯახა.
თოკომ რომ დაინახა ნეკა, თითქოს ”კეთროვანი” ნახაო,
ისე მოიცილა თავიდან და დაიხია უკან.
- თოკო
საყვარელო მომისმონე, გეხვეწები. მე არავინ მყავს შენ გარდა და არც არავინ მყოლია
არასოდეს
- მაგას
როგორ მეუბნები, შენ ხომ სხვა გიყვარს,
სხვას ეტრფი და სხვასთან მღალატობ?
- არა,
ჩემო სიცოცხლე, ეს ტყუილია, ინგამ მოგატყუა იმიტომ რომ ჩემი შურს. მე შენ
მიყვარხარ, სხვა არავინ მყავს, დამიჯერე!
- შენი
მოსმენაც არ მინდა, არ დამირეკო და აღარც ჩემი სახელი აღარ ახსენო!
- გთხოვ
დამიჯერე, სიმართლეს გეუბნები, გევედრები! და საერთოდ რატომ უჯერებ იმ გოგოს ვერ გამიგია? ნუთუ არ იცი რამდენად ძვირფასიხარ
ჩემთვის?....
თუმც თორნიკემ აღარ მოუსმინა ატირებულ ნეკას, და გასახდელში უკან მოუხედავად შევარდა.
ნეკა
სახლში დაბრუნდა, აქვითინებული, მისთვის ამ სამყაროს ზურგი ექცია და გაეწირა.
კუთხეში მდგარ თოკოს ფოტო-სურათს უსიცოცხლო თვალებით მიაშტერდა. რომლის კუთხეშიც
ასეთი წარწერა იყო გაკეთებული:
”ჩემს სიყვარულსა და პატარა ანგელოზს“
****
ნეკა ამ და
ფიქრებში იყო ჩაფლული, როცა,ოთახში, დედამისი, ქალბატონი ნატა შემოვიდა და უთხრა,
რომ ვიღაც ბიჭი ურეკავდა.
უცებ ტირილისგან თვალებ დასიებული ნეკს გონს მოეგო და გამოერკვა
- დედა ვინ
არის?
- არ ვიცი
კარგად არ ისმის ვიღაც ცნობილი სპოტსმენის გვარი მითხრა მგონი.
ეს რომ გაიგო ნეკამ, გაუხარდა მაგრამ თან იმდენად
იყო გულ ნატკენი რომ ეს ყველაფერი ისევ გულში ჩაიკლა და მშვიდი ხმით უთხრა.
- გადაეცი რომ სახლში არ ვარ.
ნატა გავიდა ოთახიდან და ნეკას დანაბარები გადასცა,
ბიჭს.
მერე, ნატა ისევ ნეკასთან ოთახში შევიდა და უთხრა:
- იმ
ყმაწვილმა, დაგიბარა, რომ აუცილებლად დამირეკოს, უნდა ვნახო და ველაპარაკოო.
- ნეტავ ახლა
რაღა უნდა, ერთი თვის წინ ჩემი მოსმენაც არ უნდოდა, მატყუარა მიწოდა, გული
მატკინა, ცხოვრება დამინგრია და კიდევ ჩემი ნახვა უნდა? (მეკა თურმე ხმამაღლა
ფქრობდა)
ნატა გაკვირვებული უსმენდა ქალიშვილს, მერე კი ჰკითხა:
- ნეკა
შვილო, ეგ ბიჭი ცნობილი ფეხბურთელი თორნიკე მესხი ხომ არ არის შემთხვევით?
- ვერ
გავიგე?
- ეხლა არ თქვი „ერთი თვის წინ ჩემი მოსმენაც არ
უნდოდაო“ თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?
ნეკა მიხვდა რომ ხმამაღლა წარმოთქვა ის სიტყვები
თავისდა უნებურად და ნატამ ყველაფერი
გაიგონა...
- ჰო, დედა ეგ არის, ეგ, მაგრამ გთხოვ, ნურაფერს ნუ
მკითხავ.
ნეკას კვლავ ტირილი აუვარდა.
- კი,
მაგრამ, დედა რა საერთო აქვს მაგ ბიჭს შენთან!
- აქვს,
დედა! ძალიან დიდი საერთო აქვს, მაგრამ ნუ მეკითხები ნურაფერს, ეს ძალიან დიდი
ისტორიაა. ეხლა მე ამას ვერ მოგიყვები, ამის თავი ნამდვილად არ მაქვს, არ შემიძლია
-კარგი,
კარგი, შვილო, როგორც გინდა, არ ინერვიულო და ნატა ქალიშვილის საძინებელი ოთახიდან
გავიდა. ქალი მიხვდა რომ შვილი მარტო უნდა დაეტოვებინა...
ნეკა,
კარგა ხანს იჯდა, გარინდული. მერე გამოერკვია და დაინტერესდა, რისთვის დაურეკა თოკომ?!
- ნეტავ რა
უნდა, ნუთუ, ვერ მოინელა, ნუთუ, ისევ უნდა დამამციროს, ხომ აღარ ვაწუხებ, მას მერე
ერთი თვე გავიდა ზუსტად.
ამას ფიქრობა ნეკა და თან ცრემლები ღაპაღუპით
ეცემოდა მის მარწყვისფერ ტუჩებს.
ორი
დღის შემდეგ, მაკამ ნეკას დაურეკა და უთხრა, რომ ”თორნიკე ძალიან ნანობს, რომ არ
მოგისმინა და მას შენი ნახვა უნდა.” თან ისიც დაამატა, ”ამას წინათ ერთ-ერთი
თამაშის დროს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, შეიძლება საერთოდ ვერ ითამაშოს, ან კიდევ
თუ გაუმართლა და ოპერაციამ, წარმატებით ჩაიარა, სულ ცოტა ორი თვე ვერ ითამაშებსო.
ოპერაცია უნდა გაიკეთოს და ამის გამო ძალიან არის დათღგუნული. ფსიქოლოგიურად ძალიან
გატყდა. გვერდში დგომა, სჭირდებაო და კიდევ რაც ყველაზე მთავარია, მას შენ
სჭირდები!”
ამის
გაგონებაზე, ნეკას გაფითრდა და ანერვიულდა
, მაკასთვის პასუხი აღარ დაუბრუნებია, ტელეფონი არც კი გათიშა დივანზე მოწყვეტით დაეშვა და ტირილი აუვარდა...
ჯერ კიდევ
ნეკა მაკას ნათქვამზე ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, რომ უცებ
ისევ ტელეფონის ხმა გაისმა. ნეკას კვლავ მისი ბავშობის მეგობარი ეგონა და ტელეფონს
დაუფიქრებლად ეცა.
- ალო,
გისმენთ, მაკა შენ ხარ? რა მოხდა, რამე ხომ არ შეემთხვა, რამე ხომ არ უჭირს?
მაგრამ, ყურმილში მამაკაცის ხმა მოესმა.
- არა, ნეკა
მაკა არა მე ვარ თოკო!!!
- თ-თირნიკე?!...
ენა დაება ნეკას, მოულოდნელი ზარისგან.
თორნიკესაც ხმა ჩაუვარდა იმდენად ოფიციალურად
მოიხსენია ნეკამ იგი, თუმც ბიჭმა არ შეიჩცნია და განაგრძო ისე თითქოს არაფერი
მომხდარა
- ნეკა ვინ
არის ცუდად? ჰო მშვიდობაა?
- შენ...
- მე?!
- ჰო, შენ,
მაკამ მითხრა ტრავმირებულიაო.
ისევ დაბნეული იყო ნეკა.
- ჰო, ხვალ
კლინიკაში ვწვები და ოპერაციას ვიკეთებ.
- მაინც
ოპერაციაას???... და წინადადება ვეღარ დაასრულა ნეკამ ხმა გაებზარა მოწოლილი
ცრემლები რის ვაი ვალახით გადაყლაპა....
- კი,მაგრამ, ეხლა ამისთვის არ გირეკავ, მინდა
რომ პატიება გთხოვო! მაპატიე, მაშინდელი დანაშაული ძალიან ვნანობ, მე შენ მჭირდები,
ჩემო სიცოცხლევ, გთხოვ ჩემო „პატარა ანგელოზო“ მაპატიე!
- რა?
- მაპატიე, რა გევედრები!
- რისთვის, კიდევ რომ უფრო ძლიერ მატკინო გული?
- არა, ძვირფასო ეს აღარ განმეორდება, გპირდები!
ნეკა
გაჩუმდა, თორნიკე კი ისევ განაგრძობდა:
- ნეკა, ჩემო სიხარულო, ძალიან მჭირდები.
გოგო კი ისევ
დუმდა.
- ნეკა, კართან გელოდები, გეხვეწები, გამოდი რა,
უნდა გნახო, გთხოვ!
- კკკ...არგი!
- ვერ გავიგე რამე მითხარი?
- კარგი მოვდივარ!
ბიჭი
სიხარულისგან ყურებს არ უჯერებდა.
- მართლა გამოხვალ?
- კი, გამოვალ!
ნეკამ
კარი გააღო და ვერცხლისფერ ”მერსედესთან,” მდგარი მისი საყვარელი მამაკაცი რომ
დაინახა.. ის სიხარული და ტკბილი რაც ნეკას განუცდია ყველაფერმა ერთად იფეთქა და
გონება დაებინდა...
უცებ, ფერი დაკარგა, ის იყო
დავარდებოდა, რომ თორნიკე მივარდა და ხელი შეაშველა.
- ფრთხილად, საყვარელო!
ხელში აიტაცა
საყვარელი ქალი და ასე იდგა რამდენიმე წუთს...
ნეკამ სევიანი და ამდენი ტირილისა და
ტანჯვიგან ამოღამებული თვალები უსიცოცხლოდ შეანათა.
- ნეკა ჩემო სიცოცხლევ, სად გაქრა ის ლამაზი
ღიმილი, მე,რომ ასე ძლიერ მიყვარდა, ანდა იმ თვალების მოკაშკაშე სხივეები, მე, რომ
ასე მნუსხავდა?
- ერთი თვის წინ შენს ნაკვალევს გამოედევნენ...
ძლივს
უპასუხა ნეკამ მისუსტებული ხმით.
ბიჭმა ის გულზე მიიკრა და დაუსრულებლად იმეორებდა:
- მაპატიე, თუ ღმერთი გწამს,მაპატიე!...
იგი ნეკას
ეფერებოდა სახეს და თვალებს უკოცნიდა;
- მაპატიე, ღვთის გულისათვის, მე შენ მართლა
ძალიან მიყვარხარ. ამ დროის მანძილზე, ძალიან მენატრებოდი,ის ერთი თვე ჩემთვის
წამების ტოლფასი იყო.
შეძლებ ოდესმე, რომ სულ ცოტათი
მაინც მაპატიო?
- კი ი
- მომესმა?
- არა...
- მართლა?
- ჰო, გაპატიე, მართლა მჯერა შენი, ნამდვილად
ვიცი, რომ გულწრფელი ხარ.
- ნეკა მიყვარხარ!...
- მეც მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე
- გეფიცები გულს აღარ გატკენ აღარასოდეს.
- უბრალოდ
მთხარი რატომ დაუჯერე იმ გოგოს ასე მარტივად რატომ არ დამელაპარაკე რატომ დაუშვი
ის რომ მე ვინმესთან გღალატობდი?
თორნიკემ
ვერაფერი უპასუხა და საცოდვალ ამოილუღლუღა
- ვირი და კრეტინი შეყვარებული გყავს არ
გიმსახცრებ მაგრამ უშენოდაც ვერ ვცოცხლობ არ შემიძლია მირჩევნია იმ ოპერაციის დროს
რამე დამემართოს და მოვკვდე ვიდრე უშენოდ ვიყო დარჩენილი ცხოვრება....
ნეკამაც ვეღარ
გაუძლო და მოეხვია, როგორ მონატრებია მართლაც მასაც თორნიკე მისი საყვარელი სუნამოს
და თვით თორნიკეს სურნელი თითთქოს მაცოცხლებელი ელექსი იყო ნეკასთვის რაც ამ 1
თვის მანძილზე აკლდა..
*****
ამის შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ,
მთელი დღე ქალაქში სეირნობდნენ. თან ძალიან ბედნიერები იყვნენ. და ვერ შორდებოდნე
ერთმანეთს.
მეორე დღეს თორნკე დაწვა კლინიკაში და
ოპერაცია გაუკეთეს. ნეკა ერთი წუთითაც არ მოსცილებია მას გვერდიდან. ოპერაცია სამ
საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.
თორნიკეს დედა, ქალბატონი ელენე და ნეკა ადგილს ვეღარ
პოულობდნენ, ნერვიულობისგან. უცებ კარი გაიღო, მოსაცდელ ოთახში ექიმი შემოვიდა.
ნეკა ექიმს
მიუახლოვდა კითხვა-კითხვაზე დააყარა:
- ექიმო, როგორ არის, კარგად ჩაიარა ყველაფერმა,
შეძლებს ოდესმე კიდევ თამაშს?...
და კიდევ
სხვა უამრავი კითხვა.
ექიმი დაიბნა
კიდეც რაღაც მომენტში. ამდენი კითხვის და გადაღლილობისგან...
მერე კი საკმაოდ მშვიდად და ძალიან წყნარად უპასუხა:
- დაწყნარდით, ყველაფერი კარგად არის,
ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- თამაშს შეძლებს?
- თამაშსაც შეძლებს და თვითონაც კარად არის,
მაგრამ ახლა ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშაა და სძინავს.
ქარბატონმა
ელენემ ნეკას ახალი კითხვის დასმა აღარ აცალა:
- ექიმო როდის გამოწერენ ჩემს ვაჟს?...
- მაგაზე საუბარი ჯერ ცოტა ადრე თუმც იმედს
ვიტოვებთ რომ თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც დავგეგმეთ ერთ კვირაში გავწერთ ალბათ
ქალბატონო!
-გმადლობთ ექიმო!
ძლივს შვებით
ამოისუნთქეს მათ.
- ექიმო როდის შეიძლება ვნახო თოკო?
ჰკითხა ექიმს
ნეკამ.
- ნარკოზიდან ჯერ
არ გამოსულა და რომ გაიღვიძებს მერე პალატში გადმოიყვანენ...
ნეკა და ელენე
პალატაში ჩუმად შევიდნენ,თორნიკეს არც კი
გაუგია, ისევ ძილბურანში იყო.
მძინარე
პატარა ბავშვს ჰგავდა, ისეთი მშვიდი და უშფოთველი ძილით ეძინა.
ორი საათის შემდეგ თპრნიკე ოლომდე გამოფხიზლდ და როცა ნეკას
გაბრწყინებული თვალები დაინახა მიხვდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ერთი კვირის შემდეგ, თოკო კლინიკიდან გამოწერეს. ორ თვიანი მკურნალობისა
და რეაბილიტაციის შემდეგ, მან ისევ შეძლო ძალინ დიდი მონდომებით და ძალისხმევით,
თამაშის დაწყება. ის ალაბათ ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა რომ არა მისი საყვარელი
ქალი მისი პატა ანგელოზი, რომელსაც თოკო, უკვე ოპერაციის შემდე თავის „პატარა
მფარველ ანგელოზს“ ეძახდა.
****
ამის მერე თოკომ ნეკას ხელი სთხოვა, ხელი მოაწერეს,
ჯვარიც დაიწერეს, ”სვეტიცხოვლის” დიდ ტაძარში.
ნეკამ დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა
იგი საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული და პატივსაცემი მოსამართლეა
თოკო, კი 39 წლამდე თამაშობდა
ფეხბურთს, ევროპის და მსოფლიოს წამყვან კლუბებში.
კარიერის
დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და მწვრთნელად, დაიწყო მუშაობა.
ორივეს
კარიერა საბოლოოდ წარმატებული აღმოჩნდა მათ არაჩველებრივი შვილები ყავათ.
დღემდე
არცერთმა (არავინ) არ იცის რა მიზანი ქონდა
ნეკას ჯგუფელს და რატომ დააშორა მაშინ ეს წყვილი ერთმანეთს...თუმც ეს ამ
ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდა იყო რომელიც ამ დაუმსახურებელი ტკივილის და პაუზის
შემდეგ უფრო მყარი აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდნენ...
ასე რომ დღეს
უკვე წლების შემდეგაც ისევ ისე ძალიან უყვართ ერთმანეთი და ისევ ისეთი ბედნიერები
არიან როგორც მაშინ იმ პირველ დღეებში...
აი ასე ლამაზად და ბანალურად დასრულდა ეს ”ისტორია” ანუ ”ჰეფიენდით.”
10
სექტემბერი 2003 წელი