Friday 8 May 2020

კიდევ ერთი ჩანახატი ჩემგან


                                             ცრემლების ზღვა


ზღვის ნაპირს მიუყვება, გულჩათხრობილი, საკმაოდ ლამაზი და მომხბვლელი ქალი.
           მისი აღწერა დაუსრულებლად შემიძლია, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... -  მაღალი, გამხდარი, გრძელი შავი თმა, შავი თვალები, ვარდის ფერი ღაწვები, ლამაზი, არაბუნებრივი სილამაზის მქონე პატარა, ტუჩები.
            ამ ქალმა შეძრა ჩემი გული და გონება...

            მისი სევდისფერი თვალები, თითქოს და ყველაფრის მეტყველი იყო.
            იგი ჩუმად მიუყვებოდა, ზღვის ნაპირს და ჩუმი ცრემლი უსველებდა მას ლამაზ თვალებს.
            მე მას მივუახლოვდი და ძალიან მოწიწებით ვკითხე:
-         უკაცრავად (ბოდიშით, მაპატიეთ) ცუდად ხომ არ ხართ, შემიძლია დაგეხმაროდ?...
მან კი შემომხედა და ცრემლიანი თვალებით მიპასუხა;
   - მე ის დავკარგე!
   - მაპატიეთ  რას გულისხმობთ რა დაკარგეთ?!...
   - მე ჩემი სიყვარული, ლევანი დავკარგე!
უცებ რაღაც მძიმე დაეშვა, ჩემს წინ სანაპიროზე, მოვიხედე და ის გონ-დაკარგული (გულ-წასული) ჩემს ფეხთით იწვა.
            მაშინვე მივვარდი და ვცადე გონზე მომეყვანა, იგი ნელ-ნელა, გონს მოვიდა. მისი თვალები უსასრულობასში სადღაც ერთ წერტილს მიშტრებპდა და იქვე სადღაც ღრმაა ფიქრში იკარგებოდა, ცრემლები უწვავდა ისედაც ნატანჯ სახეს და  უსველებდა ღაწვებს პატარა პაუზის შემდეგ  მე მას სახელი ვკითხე:

   - ანი.
   - ანი, თქვენ დახმარება გჭირდებათ!
   - არა, გმადლობთ ნუ შეწუხდებით!                                                                            
   - თუ გსურთ მომიყევით რა დაგემართად, თქვენ და თქვენს შეყვარებულს ლევანს?
მან ამოიოხრა ცრემლები ისევ უსველებდა ლამაზ სახეს
   - ეს გრძელი ”ისტორიაა”....
   - არაუშავს, მომიყევით, იქნებ დაგეხმაროდ ან გულზე მაინც მოგეშვებათ!
   - სამწუხაროა მაგრამ თქვენ მე ვერ დამეხმარებით!
   - და მაინც, იქნებ შევძლო?! თუნდაც მოგისმენთ
მე იგი ავაყენე და იქვე მდებარე კაფე-ბარ ”ნოსტალგიაში” შევედით.
ანიმ დაიწყო, მოყოლა თავის სევდიანი, ტკივილიანი და ტრაგიკული ”ისტორიის”.
   - ის ორი თვის წინ ავტოკატასტროფაში, გარდაიცვალა.
   - ვინ?...
   - ლევანიკო...
   - ძალიან ვწუხვარ, მაპატიეთ!
უცებ სიჩუმემ მოიცვა, იქაურობა, შემდეგ კი ისევ ანიმ დაარღვიაეს სულის შემძვრელი ატმოსფერო.
   - ჩვენ ორი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი აქ ბათუმში, როცა დავინახე, მაშინვე მომნუსხა მისმა ზღვისფერმა თვალებმა.
   - ანი, დამშვიდდით, თუ გსურთ, ნუ გააგრძელებთ! მესმის ეს თქვენთვის რა მტკივნეული და მძიმე მოსაყოლია.
მან იქვე მდგარი, ჭიქა აიღო წყალი მოსვა, ცრემლი შეიმშრალა და კვლავ განაგრძო.

   - ჩვენ ერთმანეთი პირველი ნახვით შეგვიყვარდა, ერთმანეთს ვხვდებოდით.
   - ანი რამდენი წლის ხართ?
   - ოცდასამის!
   - ლევანი რამდენი წლის იყო?
ანი  კვლავ ატირდა.
   - კარგით, ნუ მიპასუხებთ,ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
   - არა, გეტყვით, ლევანი, ჩემი ერთადერთი სიყვარული, ოცდაშვიდი წლის იყო, იგი შეძლებული ოჯახიდან იყო. მისი მამა ცნობილი ”ბიზნესმენია”, დედამისი ამის გამო ყველას ზემოდან უყურებდა. ისინი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ.
   - რატომ?
   - მე ღარიბი ოჯახიდან ვარ, მათ კი დაბალი ფენის წარმომადგენლებთან უთიერთაბის რცხვენიათ და ეთაკილებათ.
   -ანი, თუ ისინი თქვენი და ლევანის ურთიერთობის ასეთი, წინააღმდეგნი იყვნენ, როგორ ხვდებოდით, ერთმანეთს ორი წლის მანძილზე?
   - ჩვენ მათგან ფარულად, გვქონდა ურთიერთობა, ამის გამო. სწორედ ორი თვის წინ შეიტყვეს, მათ ჩვენი სიყვარულის ამბავი.
   -მერე როგორ მოიქეცით?
   -სწორედ ამის გომო დაიღუპა, ჩემი ლევანიკო, ჩემი სიხარული....
კვლავ ატირდა  ანი!
   - მე და ლევანი მანქანით წამოვედით, მისი მშობლების სახლიდან. ლევანი ძალიან განერვიულებული იყო, უცებ მუხროჭებმა უმტყუნეს და მან მისი ”აუდი” ვეღარ დაიმორჩილა და ხეს ”შევასკდით”.
ისევ სიჩუმემ მოიცვა იქაურობა, მერე კი ანიმ კვლავ აკანკალებული და ცრემლიანი ხმით განაგრძო:
  - მე მაშინვე გონება დავკარგე, მას მერე არაფერი არ მახსოვს.
   - აბა როგორ გაიგე ლევანის დაღუპვის ამბავი?
   - თვენახევარი ”კომაში” ვიყავი და ”კომიდან’ რომ გამოვედი...
ანის ისევ ტირილი აუვარდა. -”კომიდან” რომ გამოვედი მითხრეს ლევანი ადგილზე დაირუპაო.  - ყველაფერთან ერთად ავარიის გამო ჩვენი სიყვარულის ნაყოფიც დავკარგე და ჩემთვის ცხოვრება ამით დასრულს მე მოსიარულე გვამო ვარ!...


            ანის ტრაგედიამ ჩემზე ძლიან იმოქმედა,მე შევეცადე იგი როგორმე მენუგეშებინა, მაგრამ, სიტყვებს ვერ ვპოულობდი და მეც ჩუმად ვტიროდი.
            ერთი საათის შემდეგ მე და ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მზის სხივებს თითქოს შველას სთხოვდა და აღელვებულ ზღვს თავის ტრაგედიაში ადანაშაულებდა, დავშორდით.
მან მართალი მითხრა მართლაც, ვერ დავეხმარე და ვერც ტკივილი შევუმსუბუქე.
            ძალიან უსამართლოა ეს ცხოვრება, ნუთუ სულ არ შეებრალა ეს ორი ადამიანი, რომ ასეთი ტკივილი აგემა?!
            უკან მივიხედე და თვალებს არ დავუჯერე, მზე ტიროდა, ზღვა ღელავდა და ზღვის ტალღები კი დიდი ზომის ცრემლებს ჰგავდა.
            მე მივუყვებოდი, ბათუმის ქუჩებს და ტკივილისგან ხმას ვერ ვიღებდი. ცრემლების ზღვა ანის თვალებში, ალბათ არ დაილევა არასდროს.


                       
                                                                                          10 ივლისი 2003 წელი


No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...