Sunday, 21 February 2021

მამაკაცის 13 დაუწერელი კანონი

 #წყარო :  გამოყენებულია mental.ge-ს მასალები


რას ითხოვს კაცი ქალისგან სინამდვილეში? - ნამდვილი მამაკაცის 13 დაუწერელი კანონი:


ხორხე ბუკაი -  ცნობილი არგენტინელი გელშტატ თერაპევტი და მწერალია. მისმა წიგნებმა მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. იგი ერთგან წერს "ყველას ჰგონია, რომ სრული სიმართლე მხოლოდ მისი სამრეკლოდან ჩანს და ეს ჩვენი მთავარი შეცდომაა, ყრუს მოცეკვავე ადამიანი გიჟი ჰგონია".

აი, რას აცხადებს ხორხე იმაზე, თუ რას ელის მამაკაცი ყველაზე მეტად ქალისაგან:


1. მინდა მომისმინო, მაგრამ ისე, რომ საყვედური არ მითხრა.

2. მინდა ყოველთვის გამოთქვა შენი აზრი, მაგრამ ისე, რომ რჩევა არ მომცე.

3. მინდა გქონდეს ჩემი ნდობა, ზედმეტი მოთხოვნების გარეშე.

4. მინდა დამეხმარო, მაგრამ ისე, რომ ჩემს მაგივრად არ გადაწყვიტო.

5. მინდა იზრუნო ჩემზე, მაგრამ ისე, რომ არ დამამცირო.

6. მინდა მხედავდე, მაგრამ ისე, რომ ჩემგან გამორჩენას არ ელოდე.

7. მინდა ჩამეხუტო, მაგრამ ისე, რომ არ დამახრჩო.

8. მინდა შთამაგონო, მაგრამ ისე, რომ არ მაიძულო.

9. მინდა მხარს მიჭერდე, მაგრამ ისე, რომ ჩემს მაგივრად არ პასუხობდე.

10. მინდა მიცავდე, მაგრამ ტყუილების გარეშე.

11. მინდა ახლოს იყო, მაგრამ ისე, რომ დამიტოვო პირადი სივრცე.

12. მინდა იცოდე ჩემი ყველაზე არამიმზიდველი თვისებები და მიიღო ისინი ისე, რომ არ სცადო ჩემი შეცვლა.

13. მინდა იცოდე, რომ შეგიძლია უსაზღვროდ გქონდეს ჩემი იმედი.


 

P.S. არა და ქალებიც ხომ იგივეს ვითხოვთ?!...😁🤔🧡🤓🥰




 ამ პოსტსაც იმიტომ გიზიარებთ (უცვლელად ფოტოსაც იგივეს ვდებ, პოსტის თუ ჩანახატის ავტორი არის #ხათუნადოლიძე) როგორც წინა პოსტს რომ  მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებითაც და რომ რეალობა სულ სხვანაირია მინდა დაგანახოდ ის ჩემი თვალით...

იმედია არ დაგეზარებათ და წინა პოსტცას ამ პოსტსაც წაიკითხავთ!... 📚📖💯♥️🧡


---‐---‐----------------------------

მოკლედ: არ ვიცი ეს ისტორია რეალურია თუ არა მაგრამ რეალობაში "ჰეფიენდები" არ არის ასეთ სტუაციებში.

უმრავლეს შემთხვევაში "ლევანის" მსგავსად იქცევიან შოკში ვარდრბიან თავს მოტყუებულად, შეურწყოფილად, გრძნობენ არ "გვკადრულობენ" და უკან არ იხევენ ბოდიშს არ იხდიან მსგავისი რეაქციების გამო და მითუმეტეს დედის ნაქონი ბეჭდით ხელს არ სთხოვენ იმ ქალებს რომლებსაც ზურგი იმიტომ აქციეს რომ აღმოაჩინეს გადასაადგილებლად ეტლი ან ყვარჯენი ჭირდებათ... ♿🧑‍🦯👨‍🦯👩‍🦯👨‍🦼👩‍🦼🧑‍🦼👨‍🦽👩‍🦽🧑‍🦽♿

არ ვიცი ალბათ უფრო ამ ყველაფრის რეალურად გააზრება თუ შეჯახება უჭᲘრთ  ეშინიათ და ამიტომ ( ქალებსაც და კაცებსაც...) იქცევიან ასე?!🤷🏽‍♀️🤔.. თან ეშინიათ პასუხისმგებლობის...🤦🏽‍♀️💔 დამიჯერეთ სირცხვილია მაგრამ ალბათ იმასაც ფიქრობენ თუ რას იტყვიან სხვები.. 🤬👎🏽🤔🤷🏽‍♀️ (თუმც აი მარტო ამᲘტომაც  გვჯობია ევროპა და ამერიკა რომ მათთვის სულ ერთია შშმ ქალია თუ კაცი.. მას ის მოწონს, უნდა, უყვარს და მორჩა... მენტალურად ისინი ბევრად მაღლა დგანან. . ქართულ კომუნისტურ გადმონაშთური აზროვნება როცა ჩვენ სახლებში უნდა ვმჯდარიყავით და როცა ჩვენ არ უნდა გამოვეჩინეთ რადგან ეს სირცხვილი იყო) 

...და იქნებ შშმ ქალებიც და კაცებიც იმ ე.წ "ჯანმრთეელბზე" განათლებულები, ერთგულები და ლამაზებიც ვართ 🤔♥️ (ამაზე არ უფიქრია არავის არᲐ!)🤷🏽‍♀️🤦🏽‍♀️👎🏽 (გადახედეთ ისტორიას და დღევამდელ რეალობასაც... რამდენი წარმატებული, შშმ პირი არის მსოფლიოში და იყო... აშშ პრეზიდენტიდან დაწყებული, ნიკ ვოიჩიჩᲘთ და კიდევ მრავალი წარამტრბული ადამიანით დასრულებული)

ყველას თქვენი აზრი გაქვთ და შეგიძლიათ შემეკამათოდ მაგრამ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და გადატანი ეს ყველაფერი 😉🤷🏽‍♀️ რომელ შეხვედრაზეა საუბარი, ონლაინ მიმოწერის დროსაც კი  რომ ვამბობ შშმ ქალი ვარ.(რადგან არაფერი მაქვს დასამალი) მაშინვე "ქრებიან" ან თითქოს დანაშაულზე წაასწრეს ისე იბნევიან....🤦🏽‍♀️🤔😁😂🤣🤦🏽‍♀️🤷🏽‍♀️ ენა ებლუკებათ და მარტო იმას ახერხებენ თქვან რომ  "უი ღმერთი შეგეწიოსოო.. 🤔😁"

ასე რომ თუ ეს ისტორია რეალურია ამ 2 ადამიანის გამო ძალიან მიხარია და ბედნიერები იყვნენ...👍🏾👏🏿🙏🏽♥️🧡 (რა თქმა უნდა ერთეულები ყველა დაბრკოლებას ლახავენ და ოჯახებსაც ქმნიან შშმ ქალებთანაც და კაცებთანაც მაგრამ ეს არის საქართველოს რეალობაში  ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევებია )🧡♥️🥰💯 მაგრამ თუ მოგონილი ისტორია( ჩვეულებრივი ლამაზი ზღაპარია) ასეთი ჰეფიენდები 1%ა💔 და თითქმის არ ხდებაა 🤷🏽‍♀️🤷🏽‍♀️

-------‐-----------------------------






ეს პოსტი აღებულია #Repost  #facebookgroup by ლიბრომანია 

*   *   *

ნიშანი... ზეციდან!


 სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და გამვლელ-გამომვლელს გაფაციცებული მზერით ათვალიერებდა. 

ყმაწვილი ძალიან ღელავდა, სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ვიღაცის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა... 

    - ისევ მომატყუა! - ამოიოხრა ხანრგძლივი ლოდინით დაღლილმა ლევანმა და ადრესატთან ტელეფონით დაკავშირება სცადა. 

    გამავალ ზარს რიტმულად აჰყვა მელოდია, რომელიც ზარის დასრულებისთანავე შეწყდა. ხმა ახლო მანძილიდან ისმოდა. გაკვირვებულმა ყმაწვილმა ირგვლივ ეჭვნარევი მზერით მიმოიხედა და ნომერი ხელახლა აკრიფა: ზარის პარალელურად, მელოდიამ ისევ გაიჟღერა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. 

ლევანმა სკვერში რომ ვერავინ შენიშნა, მზერა იქვე მდგარ მრავალსათულიან კორპუსზე გადაიტანა. ახლა, მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხმა მეორე სართულის ღია აივნიდან მოდიოდა. აივანზე, ეტლში ვიღაც გოგონა იჯდა, ზურგით მზეს ეფიცხებოდა და აწკრიალებულ ტელეფონს ხელში ნერვიულად ატრიალებდა. 

    ლევანი სკამიდან დამდუღრულივით წამოიჭრა, კორპუსისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა და ჭადრის დიდრონ ხეებს ამოეფარა.     მოულოდნელად ეზოში ქალის ხმა გაისმა. თავისი სახელის გაგონებაზე, გოგონა შემობრუნდა, ეტლი მოაჯირთან მიაგორა და ქალს აივნიდან გადახედა. 

   - ღმერთო ჩემო, ეს ხომ ეკაა! - აღმოხდა გაოცებულ ყმაწვილს, რომელიც გოგონას სახეს უკვე გარკვევით ხედავდა. სახტად დარჩენილი ლევანი კარგა ხანს უძრავად იდგა. შემდეგ, ნელ-ნელა გონს მოეგო. ძლიერი მღელვარებისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ნანახით რეტდასხმული, ბარბაცით გაუყვა ავტოსადგურისკენ მიმავალ გზას. 

     ყმაწვილი მოცელელივით ჩაესვენა მიკროავტობუსის სავარძელში. სამარშუტო ტაქსი მალე ადგილიდან დაიძრა... 

  ლევანი მთელი გზა შფოთავდა. აივანზე ნანახი გოგონა, ისევ თვალწინ ედგა. თავს შეურაცხოფილად და მოტყუებულად გრძნობდა. 

    - აი, თურმე, რატომ იყო შეხვედრის წინააღმდეგი. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ,როგორც იქნა, დათანხმდა და მისი კორპუსის წინ გაშენებულ სკვერში დამიბარა, რათა აივნიდან დავენახე. რამხელა საიდუმლოს მალავდა ჩემგან ორი წლის მანძილზე - ოხრავდა თავისთვის იმედგაცრუებული ლევანი და ეკასთან ურთიერთობის ყველა დეტალის გახსენებას ცდილობდა... 

  ლევანმა ეკა საცოლესთან დაშორების შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტით გაიცნო. დეპრესიაში მყოფს სურდა გული ვიღაცისთვის გადაეშალა და თავისი სატკივარი გაეზიარებინა! 

ქალ-ვაჟის უბრალო ურთიერთმოკითხვა, მალე ყოველდღიურ მიმოწერაში გადაიზარდა. მუდმივმა აზრთა გაცვლ-გამოცვლამ და გულახდილმა საუბრებმა,  წყვილი უხილავი ძაფებით დააკავშირა. 

    მალე, ლევანმა გოგონას შეხვედრა სთხოვა. ეკა ამის გაგონებაზე რატომღაც აფორიაქდა და შეხვედრის ასარიდებლად ათასი მიზეზი მოიგონა!    უარის მიუხედავად, ლევანმა რამდენჯერმე ჩააკითხა გოგონას, თუმცა, შორი მანძილიდან უცხო ქალაქში ჩასული, ყოველთვის გაწბილებული რჩებოდა. დღესაც იგივე სცენარი განმეორდა და ტელეფონის მელოდია რომ არა, ეს საიდუმლო ისევ ბურუსით მოცული დარჩებოდა. 

    ლევანი მოულოდნელად სასტიკი რეალობის წინაშე დადგა. იგი, ყოველთვის ეჭვობდა, რომ ეკას უცნაური ქცევების უკან, რაღაც იმალებოდა. თუმცა, სინამდვილე იმაზე მწარე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ფანტაზიით წარმოიდგენდა!

    ურთიერთსაპირისპირო გრძნობათა ჭიდილში მყოფი, ვეღარ აცნობიერებდა, რომელი გრძნობა მძლავრობდა მასში - იმედგაცრუება თუ გოგონას უმწეო მდგომარეობით გამოწვეული თანაგრძნობა?! ფიქრებში გადაჭრილი ყმაწვილი, ტელეფონის ხმამ შეაფხიზლა. ზარი კარგა ხანს გაგრძელდა. ეკა ჯიუტად აგრძელებდა რეკვას. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, ლევანმა ტელეფონს უპასუხა. 

   - მაპატიე ლევან, ამ დილით საშინლად მოვიწამლე და საავადმყოფოში გადამიყვანეს. რომ იცოდე, როგორ ვწუხვარ, შეხვედრაზე რომ არ მოვედი! - გაისმა ეკას დამწუხრებული ხმა. 

   - ეკა, გთხოვ აღარ გააგრძელო! არ არის საჭირო ამდენი ტყუილი, ახლა მაინც აღიარე სიმართლე! 

   - რას ამბობ ლევან, გეფიცები, არაფერს გატყუებ! - შეცბა გოგონა. 

ლევანმა ერთი ამოიოხრა და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ გააგრძელა: - დღეს სრულიად შემთხვევით, ტელეფონის ზარით დავადგინე შენი ადგილსამყოფელი. მე უკვე ვიცი სიმართლე, რომელსაც ჩემგან ორი წელის მანძილზე მალავდი! 

     პასუხის ნაცვლად, ტელეფონში გულამომჯდარი ქვითინი გაისმა. 

  - გთხოვ, არ იტირო. ძალიან მიმძიმს შენი ტირილის მოსმენა, მაგრამ ვერ შევძლებ ასეთი ტყუილის პატიებას. თავიდანვე უნდა გეთქვა ყველაფერი. არ გქონდა ასე მოქცევის უფლება! 

   - მაპატიე ლევან, მაპატიე ეს საშინელი ტყუილი. თავიდან არ მეგონა ჩვენი ურთიერთობა თუ ასეთ სიახლოვეში გადაიზრდებოდა. ამ ხნის მანძილზე, ბევრჯერ ვცადე სიმართლის თქმა, მაგრამ საამისოდ გამბედაობა არ მეყო.! გულწრფელად გეტყვი: თანდათან ისე შეგეჩვიე, რომ უშენოდ სიცოცხლე ვეღარ წარმომედგინა. ვშიშობდი, როცა სიმართლეს გაიგებდი, ზურგს შემაქცევდი. შენ ერთადერთი ნათელი სხივი ხარ, რომელმაც ჩემს წყვდიადით მოცულ ცხოვრებაში შემოანათა! - ტიროდა ეკა. 

     ლევანს სიმწრისგან სიტყვა ყელში ბურთივით გაეჩხირა. ვეღარაფრის თქმა ვერ მოახერხა. სახეზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა და აკანკალებული ხელი ტელეფონის ღილაკს დააჭირა.

   ...სამი თვე გავიდა იმ ტკივილით და იმედგაცრუებით სავსე დღიდან. ამ ხნის მანძილზე, ყმაწვილი ერთხელაც არ დაინტერესებულა ეკას მდგომარეობით - უკვე, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი არსებობა სამუდამოდ დაევიწყებინა. მუდმივად მეგობრების გარემოცვაში მყოფი ლევანი, საკუთარ თავთან დარჩენას, ყველანაირად გაურბოდა. თუმცა, გამუდმებით ეკაზე ფიქრობდა და მისი წკრიალა ხმის გაგონებაზე ოცნებობდა. გოგონას გარეშე საშინელ სიცარიელეს გრძნობდა, რომლის შევსებაც არავის შეეძლო! 

   ...ვალენტინობის დღესასწაული იყო. ლევანმა ეს დღე ჩვეულებისამებრ მეგობრებთან ერთად აღნიშნა და სასმელით კარგად შეზარხოშებული ყმაწვილი, სახლში გვიან დაბრუნდა. მალევე ჩაეძინა. ღრმა ძილში წასულმა მეტად უცნაური სიზმარი ნახა: ესიზმრა, თითქოს ხრიოკ, გადამხმარ მინდორში იდგა. შორიახლოს ეკა იჯდა ეტლში, მასთან უხმობდა და ტირილით შერიგებას სთხოვდა! უეცრად, ცა მოიქუფრა. მთლიანად ავდრის შავი ღრუბლებით დაიფარა. ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა. რამდენიმე წუთში, შემზარავი ხმა გაისმა, ღრუბლები შუაზე გაიპო და მაღლიდან უზარმაზარი, ბასრკლანჭებიანი შავი ფრინველი დაეშვა. იგი, ელვის სისწრაფით დააცხრა ეტლს და ეკა ცისკენ აიტაცა.   შეძრწუნებული ყმაწვილი ფრინველს ყვირილით დაედევნა. იგი მინდორში შეშლილი სახით დარბოდა და შველას ითხოვდა. მშველელი კი არავინ ჩანდა - ახლომახლო ძე ხორციელი არ ჭაჭანებდა! ცად აჭრილი ფრინველი, შავად შეჯგუფულ ღრუბლებს მიუახლოვდა და ის-ის იყო გოგონასთან ერთად უნდა მიმალულიყო, რომ საიდანღაც ორი, კაშკაშა შუქით მოელვარე ანგელოზი გამოჩნდა. ანგელოზებმა გამძვინვარებულ ფრინველს გოგონა გამოსტაცეს და მინდვრისკენ დაეშვნენ. 

უეცრად, ლევანმა დაინახა რომ შუქით გასხივოსნებულ არსებებს, მისი ტრაგიკულად დაღუპული დედ-მამის სახე ჰქონდათ, გახარებულმა ბედნიერი სახით გაემართა მშობლებთან შესახვედრად. ანგელოზებმა გაუღიმეს, ხელით გოგონასკენ მიუთითეს და ისევ ცისკენ გაფრინდნენ. 

   ყმაწვილი ხვეწნა-მუდარით დაედევნა მშობლებს, თუმცა ისინი უკვე შორს იყვნენ და მისი ხმა არ ესმოდათ. დაღონებულ ლევანს ახლაღა მოაგონდა ეკა და მინდორში უგონოდ მისვენებულ გოგონასთან მიიჭრა. ეკას მთელი სხეული დაკორტნილი ჰქონდა და ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. ლამაზი, ზღვისფერი თვალები დაეხუჭა და სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. 

  - ეკა, გთხოვ შემომხედე, არ დამტოვო, ძალიან მჭირდები! - ქვითინებდა ყმაწვილი და გოგონას სისხლით მოსვრილ სხეულს, მდუღარე ცრემლებით ასველებდა. 

შეშინებულ ყმაწვილს, უეცრად გამოეღვიძა. შიშისგან აცახცახებული საწოლზე ჩამოჯდა. მთელი სხეული უთრთოდა. ვერ გაეგო, რამ დაასიზმრა ეს საშინელი კოშმარი. შეშფოთებულმა თავი ხელებში ჩარგო და წამიერად წარმოიდგინა, რომ ეკა სამუდამოდ დაკარგა. ამის გაფიქრებაზე ცრემლები მოერია, გულში ძლიერი ტკივილი იგრძნო. მიხვდა, თუ რაოდენ ძვირფასი იყო გოგონა მისთვის! მეორე დღეს სიზმრის ემოციით გულდამძიმებულმა, ვეღარ მოითმინა, ნაცნობი ნომერი აკრიფა და გულისფანცქალით დაელოდა სანატრელი ხმის გაგონებას. 

ზარს ვიღაც უცნობმა ქალმა უპასუხა. 

     - თქვენ ალბათ ეკას დედა ხართ. ძალიან გთხოვთ გადაეცით, რომ ლევანი კითხულობს 

     - აი, თურმე, ვინ ყოფილხარ! მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემს შვილთან არასდროს დარეკო! 

    - ქალბატონო, აუცილებელი საქმე მაქვს. სანამ არ დაველაპარაკები, დარეკვას არ შევწყვეტ! - თქვა ლევანმა მტკიცე ხმით. 

    - კარგად მომისმინე, იმედი მაქვს ჩემი მონაყოლის შემდეგ მაინც გამოიჩენ კეთილგონიერებას და აღარ შეგვაწუხებ! - თქვა ქალმა და მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ ისევ გააგძელა: 

შენთან დაშორების შემდეგ ეკა საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. აღარ ჭამდა აღარავის ეკონტაქტებოდა, ამ ხნის მანძილზე, საწოლიდან არ წამომდგრა. გუშინ, დიდი ხვეწნა-მუდარით გამოვიყვანეთ სტუმრებთან, თუმცა, არ გაჩერდა, სუფრა მალევე დატოვა და ისევ თავის ოთახში შეიკეტა. შუაღამისას საძინებელში სრულიად შემთხვევით შევიხედე და მოულოდნელობისგან შევკივლე - უგონოდ იწვა, საწოლის გვერდით იატაკზე საძილე აბები ეყარა. ყველაფერს მივხვდი და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმებმა, დიდი ბრძოლის შედეგად შეძლეს მისი გადარჩენა. ახლა კი, როცა ყველაფერი იცი, ადამიანობა გამოიჩინე და მისი ცხოვრებიდან გაქრი - შენ კარგად იცი, რომ ჩემი შვილი შენი შესაფერისი არ არის! ნუ ცდილობ მის დაღუპვამდე მიყვანას, ისედაც ჯოჯოხეთური დღეები აქვს გამოვლილი! - თქვა ქალმა მღელვარე ხმით და ტელეფონი გათიშა. 

     - აი, ჩემი სიზმარი, მადლობა უფალო ეკას სიცოცხლე რომ აჩუქე! - ჩაილაპარაკა ქალის მონაყოლით ერთბაშად შეძრულმა ყმაწვილმა და ოთახში ბოლთის ცემას მოყვა... 

    ...თებერვლის ცივი და სუსხიანი დღე იყო. საშინლად ყინავდა. ბუნებას მთლიანად გამოსცლოდა სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა. ირგვლივ გამეფებულ ერთფეროვნებას, სულში ნოსტალგია შემოჰქონდა. ფოთლებისგან განძარცვულ ხეებს, ტოტები მიწისკენ ნაღვლიანად დაეშვათ. ახალგაზრდა მამაკაცი, ქუჩას მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა. მალე, სკვერიც გაიარა და მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში შევიდა. მეორე სართულზე ზარი გაისმა. 

 - დედა, კარს მე გავაღებ! - თქვა გოგონამ და ეტლი კარებთან მიაგორა. კარი გაიღო. წითელი ვარდების თაიგულით მდგარი ლევანის დანახვაზე, ეკა საშინლად დაიბნა. ადგილზე გაშეშდა. ისეთი გაკვირვებული უყურებდა ლევანს, თითქოს მოჩვენებას ხედავდა. 

     ლევანი გაოცებულ გოგონას მოეხვია და ყვავილები გაუწოდა. შემდეგ კი ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო, რომელშიც დედის ნაქონი საგვარეულო ნიშნობის ბეჭედი იდო!


/ხათუნა დოლიძე/

 ამ პოსტს როცა წავაწყდი ერთ-ერთ ღია "ფეიჯზე" 4'წლის წინ (2017 წლის 20 ივლისს) ბევრი ვიფიქრე უნდა დამედო თუ არა და უნდა მეთქვა თუ არა ჩემი სათქმელი?! 

მაშინ რატომღაც ემოციებისგან, ბრაზისგან ვერ და არ ვთქვი ან ვერ დავალაგე აზრები ეხლა კი.... როდესაც დღეს  ამომიგდო "მემორიმ"ეს პოსტი  აი ეხლა კი ვწერ იმას რასაც ვფიქრობ... 🤔 სწორს თუ არასწორს ეს თქვენთვის მომინდია განსასჯელად...🤷🏽‍♀️🤔

იმედია არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ და ვისაც ჯერ არ უფიქრია(თ) საბოლოო შედეგრბზე დაფიქრდებით...

P.S. არაფერს ვცვლი ფოტოსაც კი იგივეს ვდებ ...  თუმც არ ვიცი ეს ისტორია რეალურია თუ არა🤔🤷🏽‍♀️


‐----------‐---------------


ეს ხომ საქართველოა... 😠😠😠 შშმ პირები ჰო (რამდენიც არ უნდა ვიბრძოლოთ და ვიყვიროთ ევროპელობაზე თავი დავდოთ და ა.შ.) ჩვენს ქვეყანაში "ადამიანებათ" არ ვითვლებით...😠 (არ დამიწყოთ ეხლა ამას რატომ ამბობ და რა სისულელეაო და ა.შ.  დაფიქრდით და თქვენც კარგად იცით რასაც ვგლისხმობ...)  ჩვენი ე.წ. ტოლერანტი და  მაღალზნეობრივი საზოგადოება ვერასოდეს მიგვიღევს ისეთებს როგორებიც ვართ თუმც პირფერულად ყველას ვუყვარვართ და ყველაზე კარგები "ღვთის საჩუქრები" ვართ და ა.შ.... რეალურად კი ჩვენს ზუგს უკან უმრავლესო რას ფიქრობენ ჰო ფაქტია და ძალიან ნათლად ჩანს? 😒 (იმის მიუხედავად რომ  ძალიან დიდი % შესაძლებელია იმ "ჯანმრთელზე და ლამაზებზე" ერუდირებულიც, თბილიც და ბევრად კეთილშობილებიც არიან...) მოკლედ არ ვიცი მე ჩემი აზრი დავაფიქსირე სწორია თუ არასწორი ნაკლებად მაღელვებს (ან ვინ რას იფიქრებს ჩემს ამ რეაქციაზე) მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს სრულფასოვანი ცხოვრების უფლება ყველას გვაქვს უფლება გყავდეს შვილები და ოჯახები... (მე მაპატიეთ ცოტა ბოროტულად გამომდის მაგრამ (სტატიაში ნახსენებ მაშოს და მის ისტორიას ვგულისხმობ, არ ვიცი რეალურია თუ გამოგონილია ეს ამბავი მაგრამ რა მარაზმში ვცხოვრობ ეს ჰო ნათელია...) იმ გოგოს მშობლებმა ის მიიღეს ამ შემთხვევაში რაც "დაიმსახურეს"👿😈 და არც ის მეგობარი არ ყოფილა "ნამდვილიმეგობარი"🤢😡 რომელმაც ეს გოგო "ჩაუშვა " და დაუნგრია ცხოვრება💔💔💔 მერე რა მოხდა თუ გვერდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეორე ნახევარი ეყოლებოდა ... 🤔🤔🤔 რა დაუშავდებოდათ?...🤔 თუ.?.. უი სულ დამავიწყდა ეგ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში ჰო "პაზორათ" ითვლება სად უნდა გამოეყოთ თავი ან მათი "ბამბებში" გაზრდლი ნაფერები შვილი ჰო "დაიტანჯებოდა"და ა.შ.) მოკლედ მე ვერასოდეს ვერ გავუგებ ესეთ  ე,წ "მზრუნველ" ადამიანეს ჩემი საკუთარი ოჯახიც რომ იყოს...  (ეხლა გინდ გამაკრიტიკეთ, გინდ დამეთანხმეთ ნამდვილად არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებთ ამ პოსტზე და ჩემზე...) 😒😏 P.S. ჩვენი ე.წ. ინტეგრაცია სრულფასოფანი ცხოვრება მხოლოდ ბარდიურებზე ეტლის ნიშნის "მიჯღაბნა" და ვაი პანდუსები არ არის ეს ცოტა კიდევ სხვა რამაა და დროა დავფიქრდეს ყველა...🙄😠😡😒


P.S.S. დაკიდევ  ამ ჯერად ცხოვრება ნამდვილად არ არის ისეთ მშვენიერი როგორიც გვინდა ან გვგონია რომ არის და იქნება...💔😰💯🕯👎🏽🤬


‐---------------‐--‐---------------------------





პოსტი აღებულია უცვლელად გვერდიდან

 #Repost #facebookpage by  კარცერ- ლუქსი 


მე ვარ მაშო 25 წლის ჩვეულებრივ ვცხოვრობდი  მანამ სანამ ადამიანი რომელიც მიყვარდა ავარიაში არ მოყვა და ეტლზე დამოკიდებული არ გახდა სამწუხაროდ ეს მოხდა და ამის შემდეგ ჩემმა ოჯახმა ირიბად გამაბრთხილა მისთვის თავი დამენებებინა რადგან თვლიდნენ რომ ბევრად მეტს ვიმსახურებდი ვიდრე ცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან გატარება მაგრამ მე ამას არც ვფიქრობდი მის გვერდით დარჩენა გადავწყვიტე, ყველგან ერთად დავდიოდით, ექიმებთან, რებილიტაციაზეც კი მის გვერდით ვიყავი მისი ხელი მეჭირა და მის თვალებში ბრძოლის სურვილს ვხედავდი ჩემი ოჯახი ფიქრობდა რომ   ეს დროებითი თანაგრძნობა იყო და მივატოვებდი მაგრამ ჩვენ დაოჯახება გადავწვიტეთ. ამას ვმალავდით რადგან ვიცოდი რა რეაქცია მოყვებოდა ოჯახიდან მაგრამ ქორწილის წინა დღეს დაქალმა უთხრა მათ რაც ხდებოდა ასე ვთქვად "ჩამიშვა" და მშობლებმა მაიძულეს საკუთარ ქორწილში არ წავსულიყავი არვიცი როგორ მაგრამ როდესაც გათენდა ის დღე რომელიც ქორწილის უნდა ყოფილიყო ჩემს დაკრძალვად იქცა,  მე იმ დილით აგარაკზე გავიღვიძე სადაც ჩაკეტილი ვიყავი მესამე დღეს გავაღწიე და სანდრო ვიკითხე მითხრეს წავიდაო...

 თუმცა პირდაპირი გაგებით კი არ წავიდა. მან თავი მოიკლა როგორც აღმოჩნდა...

 ჩემი მშობლები კი ერთ წელიწადში ავარიაში დაიღუპნენ თუმცა ჩემთვის ისინი მაშინ მოკვდნენ როცა მითხრეს ან ჩვენ ან ის!...

 მე  გეტყვით მშობლებო ყველას ვისაც თქვენი შვილები ანგელოზები გონიათ არავისზე არაფრით მეტი არავინ არ არის და არც შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს ... უნდა გეამაყებოდეთ თქვენი შვილევების ხილვა ასეთი ადამიანების გვერდით, რადგან ისინი უფალს ხელში აყვანილი დაყავს და აჯილდოებს უსაზრო შესაძლებლობებით... 

მე თუ ცოცხალი ვარ, ეს მხოლოდ ჩემი შვილის გამოა, შვილის რომელიც ერთადერთია რაც სანდროსგან დამრჩა, იმ ადამიანისგან რომელიც ასე მიყვარდა და დამაკარგვინეს... მინდა იცოდეთ, მე მას ვასწავლი იამაყოს მამით და გჯეროდეთ რომ ამქვეყნად ერთი ბიჭი მაინც იქნება ვინც ეტლიან ადამიანს იმას კი არ ეტყვის რომ თუ არ შეგილია სახლიდან რას გამოდიხარო არამედ დაეხმარება მას...

 მე კი ვიცოცხლებ მხოლოდ მის გამო დიახ ჩვენი შვილის გამო!!!...


მშობლებს კი გამოფხიზლდით, ამას გეტყოდით, შვილებს რომ ყიდით ბედნიერების სახელით...

წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...