Sunday 21 February 2021

 ამ პოსტს როცა წავაწყდი ერთ-ერთ ღია "ფეიჯზე" 4'წლის წინ (2017 წლის 20 ივლისს) ბევრი ვიფიქრე უნდა დამედო თუ არა და უნდა მეთქვა თუ არა ჩემი სათქმელი?! 

მაშინ რატომღაც ემოციებისგან, ბრაზისგან ვერ და არ ვთქვი ან ვერ დავალაგე აზრები ეხლა კი.... როდესაც დღეს  ამომიგდო "მემორიმ"ეს პოსტი  აი ეხლა კი ვწერ იმას რასაც ვფიქრობ... 🤔 სწორს თუ არასწორს ეს თქვენთვის მომინდია განსასჯელად...🤷🏽‍♀️🤔

იმედია არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ და ვისაც ჯერ არ უფიქრია(თ) საბოლოო შედეგრბზე დაფიქრდებით...

P.S. არაფერს ვცვლი ფოტოსაც კი იგივეს ვდებ ...  თუმც არ ვიცი ეს ისტორია რეალურია თუ არა🤔🤷🏽‍♀️


‐----------‐---------------


ეს ხომ საქართველოა... 😠😠😠 შშმ პირები ჰო (რამდენიც არ უნდა ვიბრძოლოთ და ვიყვიროთ ევროპელობაზე თავი დავდოთ და ა.შ.) ჩვენს ქვეყანაში "ადამიანებათ" არ ვითვლებით...😠 (არ დამიწყოთ ეხლა ამას რატომ ამბობ და რა სისულელეაო და ა.შ.  დაფიქრდით და თქვენც კარგად იცით რასაც ვგლისხმობ...)  ჩვენი ე.წ. ტოლერანტი და  მაღალზნეობრივი საზოგადოება ვერასოდეს მიგვიღევს ისეთებს როგორებიც ვართ თუმც პირფერულად ყველას ვუყვარვართ და ყველაზე კარგები "ღვთის საჩუქრები" ვართ და ა.შ.... რეალურად კი ჩვენს ზუგს უკან უმრავლესო რას ფიქრობენ ჰო ფაქტია და ძალიან ნათლად ჩანს? 😒 (იმის მიუხედავად რომ  ძალიან დიდი % შესაძლებელია იმ "ჯანმრთელზე და ლამაზებზე" ერუდირებულიც, თბილიც და ბევრად კეთილშობილებიც არიან...) მოკლედ არ ვიცი მე ჩემი აზრი დავაფიქსირე სწორია თუ არასწორი ნაკლებად მაღელვებს (ან ვინ რას იფიქრებს ჩემს ამ რეაქციაზე) მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს სრულფასოვანი ცხოვრების უფლება ყველას გვაქვს უფლება გყავდეს შვილები და ოჯახები... (მე მაპატიეთ ცოტა ბოროტულად გამომდის მაგრამ (სტატიაში ნახსენებ მაშოს და მის ისტორიას ვგულისხმობ, არ ვიცი რეალურია თუ გამოგონილია ეს ამბავი მაგრამ რა მარაზმში ვცხოვრობ ეს ჰო ნათელია...) იმ გოგოს მშობლებმა ის მიიღეს ამ შემთხვევაში რაც "დაიმსახურეს"👿😈 და არც ის მეგობარი არ ყოფილა "ნამდვილიმეგობარი"🤢😡 რომელმაც ეს გოგო "ჩაუშვა " და დაუნგრია ცხოვრება💔💔💔 მერე რა მოხდა თუ გვერდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეორე ნახევარი ეყოლებოდა ... 🤔🤔🤔 რა დაუშავდებოდათ?...🤔 თუ.?.. უი სულ დამავიწყდა ეგ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში ჰო "პაზორათ" ითვლება სად უნდა გამოეყოთ თავი ან მათი "ბამბებში" გაზრდლი ნაფერები შვილი ჰო "დაიტანჯებოდა"და ა.შ.) მოკლედ მე ვერასოდეს ვერ გავუგებ ესეთ  ე,წ "მზრუნველ" ადამიანეს ჩემი საკუთარი ოჯახიც რომ იყოს...  (ეხლა გინდ გამაკრიტიკეთ, გინდ დამეთანხმეთ ნამდვილად არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებთ ამ პოსტზე და ჩემზე...) 😒😏 P.S. ჩვენი ე.წ. ინტეგრაცია სრულფასოფანი ცხოვრება მხოლოდ ბარდიურებზე ეტლის ნიშნის "მიჯღაბნა" და ვაი პანდუსები არ არის ეს ცოტა კიდევ სხვა რამაა და დროა დავფიქრდეს ყველა...🙄😠😡😒


P.S.S. დაკიდევ  ამ ჯერად ცხოვრება ნამდვილად არ არის ისეთ მშვენიერი როგორიც გვინდა ან გვგონია რომ არის და იქნება...💔😰💯🕯👎🏽🤬


‐---------------‐--‐---------------------------





პოსტი აღებულია უცვლელად გვერდიდან

 #Repost #facebookpage by  კარცერ- ლუქსი 


მე ვარ მაშო 25 წლის ჩვეულებრივ ვცხოვრობდი  მანამ სანამ ადამიანი რომელიც მიყვარდა ავარიაში არ მოყვა და ეტლზე დამოკიდებული არ გახდა სამწუხაროდ ეს მოხდა და ამის შემდეგ ჩემმა ოჯახმა ირიბად გამაბრთხილა მისთვის თავი დამენებებინა რადგან თვლიდნენ რომ ბევრად მეტს ვიმსახურებდი ვიდრე ცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან გატარება მაგრამ მე ამას არც ვფიქრობდი მის გვერდით დარჩენა გადავწყვიტე, ყველგან ერთად დავდიოდით, ექიმებთან, რებილიტაციაზეც კი მის გვერდით ვიყავი მისი ხელი მეჭირა და მის თვალებში ბრძოლის სურვილს ვხედავდი ჩემი ოჯახი ფიქრობდა რომ   ეს დროებითი თანაგრძნობა იყო და მივატოვებდი მაგრამ ჩვენ დაოჯახება გადავწვიტეთ. ამას ვმალავდით რადგან ვიცოდი რა რეაქცია მოყვებოდა ოჯახიდან მაგრამ ქორწილის წინა დღეს დაქალმა უთხრა მათ რაც ხდებოდა ასე ვთქვად "ჩამიშვა" და მშობლებმა მაიძულეს საკუთარ ქორწილში არ წავსულიყავი არვიცი როგორ მაგრამ როდესაც გათენდა ის დღე რომელიც ქორწილის უნდა ყოფილიყო ჩემს დაკრძალვად იქცა,  მე იმ დილით აგარაკზე გავიღვიძე სადაც ჩაკეტილი ვიყავი მესამე დღეს გავაღწიე და სანდრო ვიკითხე მითხრეს წავიდაო...

 თუმცა პირდაპირი გაგებით კი არ წავიდა. მან თავი მოიკლა როგორც აღმოჩნდა...

 ჩემი მშობლები კი ერთ წელიწადში ავარიაში დაიღუპნენ თუმცა ჩემთვის ისინი მაშინ მოკვდნენ როცა მითხრეს ან ჩვენ ან ის!...

 მე  გეტყვით მშობლებო ყველას ვისაც თქვენი შვილები ანგელოზები გონიათ არავისზე არაფრით მეტი არავინ არ არის და არც შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს ... უნდა გეამაყებოდეთ თქვენი შვილევების ხილვა ასეთი ადამიანების გვერდით, რადგან ისინი უფალს ხელში აყვანილი დაყავს და აჯილდოებს უსაზრო შესაძლებლობებით... 

მე თუ ცოცხალი ვარ, ეს მხოლოდ ჩემი შვილის გამოა, შვილის რომელიც ერთადერთია რაც სანდროსგან დამრჩა, იმ ადამიანისგან რომელიც ასე მიყვარდა და დამაკარგვინეს... მინდა იცოდეთ, მე მას ვასწავლი იამაყოს მამით და გჯეროდეთ რომ ამქვეყნად ერთი ბიჭი მაინც იქნება ვინც ეტლიან ადამიანს იმას კი არ ეტყვის რომ თუ არ შეგილია სახლიდან რას გამოდიხარო არამედ დაეხმარება მას...

 მე კი ვიცოცხლებ მხოლოდ მის გამო დიახ ჩვენი შვილის გამო!!!...


მშობლებს კი გამოფხიზლდით, ამას გეტყოდით, შვილებს რომ ყიდით ბედნიერების სახელით...

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...