Friday 14 July 2023

წერილი

ნაპოლეონის წერილი ჟოზეფინას

,,,
"...მე აღარ მიყვარხარ! 
პირიქით! 
მე მძულხარ შენ. 
შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი, ვისაც კი ვიცნობ. 

შენ მე საერთოდ არ მწერ! 

შენ არ გიყვარს საკუთარი მეუღლე. 

შენ მშვენივრად იცი, როგორ
აბედნიერებს შენი მოწერილი ყოველი სიტყვა მას და შენ თავს იმითაც არ იწუხებ, რომ რამდენიმე ასო დაჯღაბნო ფურცელზე მისთვის...

და საინტერესოა, რითი ხართ დაკავებული, ქალბატონო. რამ გათანგა თქვენი ნაზი ხელები ისე, რომ მათ მელნის გახუნებულ ქაღალდზე გავლებაც არ შეუძლიათ? ნუთუ ეს თქვენი ახალი თაყვანისმცემელია, ის ვინც გადამეღობა გზაზე და არ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ღვთის წინაშე დადებული ფიცი – გიყვარდეთ სამარადისოდ. 

მე და მხოლოდ მე! 

დიდი სიფრთხილე გამოიჩინე, ჟოზეფინა 

– ერთ დღესაც მე შემოვამტვრევ შენი დარბაზის კარებს და წარვსდგები შენ წინაშე, შენი საყვარელი და გულითადი მეგობარი. 

სინამდვილეში კი, მე შენი სიჩუმე მაწუხებს ყველაზე მეტად, ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკზე მეტად, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა წყალობით, შესწევთ ძალა, შეეხონ თქვენს სუფთა გულს და შეცვალონ მისი ძგერის სიჩქარე ისე, როგოც ამას მე ვაკეთებდი ერთ დროს. 

მომწერე! 

გაიმეტე ჩემთვის სულ ოთხი ხაზი. გამაგებინე იმ ამბავთა სინამდვილე, რომლებიც დატრიალდნენ შენ თავს. 

მე კი გპირდები, მალე შენთან დავბრუნდები და დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე."

1796 წლის 13 ოქტომბერი.
(ტიტულები და წოდებები ვერ განაპირობებს სიყვარულს. მის არსებობას მხოლოდ მისივე გამომგონებლის რჩევა- დარიგებების გათვალისწინება უზრუნველყოფს..)


No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...