Monday 7 August 2023

წიგნები

 სოფო არდია - "გროსმაისტერი"


ბევრი სხვადასხვანაირი შეფასება მქონდა მოსმენილი, ცუდიც, კარგიც, ნეიტრალურიც, მაგრამ მე

ჩვევა მაქვს, ყველაზე ცუდი წიგნიც რომ იყოს, სანამ მე არ წავიკითხავ ვერ ვრწმუნები

მის სიკარგესა თუ სიცუდეში.. ისიც კი წავიკითხე სადღაც რომანის დაწერის შემდე 10 თუ 12 წელი იდო თაროზე და მერე მოიპოვა „ბესტსელერობა“ და ხალხის აღიარებაო... (ეგ რამდენად მართალია არ ვიცი)

მოკლედ კარგი წასაკითხია ბევრი ჩახლართული მონაკვეთი და ისტორიით, ვიკარგებოდი კიდეც იმ ლაბირინთებში ისეთი ქაოსი იყო ზოგიერთ თავში... 

უცნაური სტილის დეტექტიური ჟანრია, მაგრამ საოცრად იკითხებოდა საოცრად გითრევდა და გაყვარებდა თავს... აი მთავარი გმირი და თითქოს ყველაზე სულგრძელი და რაღაც მომენტებში უწყინარი

პერსონაჟი თუ ასეთი ორ სახოვანი აღმოჩნდებოდა ბოლომდე არ მეგონა.. პირდაპირი გაგებით

პირი დავაღე გაოცების და მოულოდნელი ფინალისგან...

ბოლომდე მეგონა რომ ან მართლა მატაბელი იყო მკვლელი ან ის უცნაური პატარა და ლამაზი გოგო ნენე

რომელიც „მოჩვენებეთან მეგობრობდა“.... მაგრამ სოფიკო? ყველაფერს ველოდი ამის გარდა...

რომ დავასრულე კიდევ მინდოდა ხელახლა წამეკითხა და ის სიამოვნება ხელახლა მიმეღო რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა...




No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...