Thursday 10 May 2012

დუკანის დიეტა

 

ახალი დიეტა და ახალი ტენდენცია (თუ მოდა? ) მაშ ასე>- http://www.dukandiet.com

ნაბიჯი 1: შეტევის ფაზა:

პირველი ნაბიჯი მენიუდან ნახშირწყლების სრული ამოღებაა.

 უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი პროტეინი – კვერცხი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები. დუკანი ამბობს, რომ ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ პროტეინი გვანაყრებს და შიმშილის გრძნობა აღარ გვაწუხებს. ეს ფაზა 2–დან 7 დღემდე გრძელდება (დამოკიდებულია რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ).

ნაბიჯი 2: მგზავრობის ფაზა: 


 ამ ეტაპზე პროტეინები ნაწილობრივ უნდა ჩავანაცვლოთ მწვანე ბოსტნეულით.

 არჩევანი თქვენზეა, მიირთვით რომელი ბოსტნეულიც გინდათ და რა რაოდენობითაც გინდათ. მაგრამ აუცილებლად მიიღეთ პროტეინებიც. ამ ფაზაზე იმდენ ხანს გაჩერდით რომ სასურველ წონას მიაღწიოთ.


ნაბიჯი 3: შენარჩუნების ფაზა:

 ამ ეტაპზე კვების მენიუში ამატებთ პურს, ერთ პორცია ხილს და ყველს. კვირაში ორჯერ კი თქვენ შეგიძლიათ სადღესასწაულო სადილი მოაწყოთ და ნახშირწყლები მიიღოთ. ამ ეტაპზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაჩერდეთ, რათა ორგანიზმი შეეგუოს დაკარგულ კილოგრამებს და არ დაიწყოს სწრაფი მატება.

 

ნაბიჯი 4: მუდმივი სტაბილიზაცია:

 უბრუნდებით ჩვეულებრივი კვების რეჟიმს, არანაირი შეზღუდვა კვებაში. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, კვირაში ერთი დღე უბრუნდებით შეტევის ფაზას და მიირთმევთ მხოლოდ პროტეინებს – კვერცხი, ხორცი, თევზი და ა. შ.



აბა წარმატებები იმედია ეფექტური დიეტა გამოდგებაა!!!

 

 

 

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...