Saturday 11 January 2014

რატომ მარიდებ თავს ?

მე შენი ცხონება მსურს, რატომ მარიდებ თავს ?
გსურს - ამბობს უფალი - შემკობა? - შეიმკე ჩემი სილამაზით, ან შეიარაღება? - შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? - შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? - აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? - იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? - მიიღე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? - შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? - ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში.
მე არ ვითხოვ შენგან ჯილდოებს იმის გამო, რასაც გაძლევ, არამედ უნდა დაგაჯილდოვო კიდეც იმის გამო, რომ შენ ინებებ, ისარგებლო ყოველი ჩემი სიკეთით.
მე ვარ მამა, მე ვარ ძმა, მე ვარ სასიძო, მე ვარ სახლი, მე ვარ საკვები, მე ვარ სამოსელი, მე ვარ ფესვი, მე ვარ ფუძე, მე ვარ ყველაფერი, რაც უნდა გინდოდეს, არაფერში გექნება გასაჭირი. მე მოგემსახურები კიდეც, - რადგან: მე მოვედი იმისათვის, რათა ვემსახურო, და არა იმისათვის, რომ მე მემსახურონ (მათ.20. 28). მე ვარ მეგობარიც, წევრიც, თავიც, ძმაც, დაც, დედაც, მე ვარ ყველა, ოღონდ შენ იყავი ჩემი მეგობარი.
შენთვის მე ვარ ღარიბი, შენთვის მე ვარ გლახაკი, შენთვის მე ჯვარზე ვარ, შენთვის მე ვარ საფლავში, შენთვის ვშუამდგომლობ მამასთან ზეცაში, შენთვის მოვივლინე მიწაზე - მამის დესპანი. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ: ძმაც, თანამემკვიდრეც, მეგობარიც, წევრიც.

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...