Friday 17 January 2014

Türk masal - (Boran's Turkish Tale)

იყო და არა იყო რა. იყო ერთი მაღალი მთა. გაზაფხულზე მის კალთებზე უამრავი ლამაზი ყვავილები იშლბოდა. ეს ყვავილები თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევდნენ, ამიტომაც მას მთასაკმეველს ეძახდნენ. მთასაკმეველი მიუხედავად უამრავი ყვავილისა, საოცრად მარტოსულად გრძნობდა თავს. ღამ-ღამობით ის ცას შეჰყურებდა, ვარსკვლავებს უმღეროდა. მთასაკმევლს ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რომ შეყვარებული ჰყოლოდა, რომელიც მის მკლავებში დაიძინებდა და გაიღვიძებდა, რომ მთასაკმეველი უფრო ამაღლებულიყო და გაძლიერებულიყო... და აი ერთ-ერთ ასეთ ღამეს, მან დაინახა მის წინ მდგარი საოცარი სილამაზის ნიამორი. მთას ერთი დანახვით შეუყვარდა ნიამორი და მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა: "მე შენ იმდენ ხანს გელოდი ნიამორო და არ მოხვედი ჩემთან..." მაგრამ მთის სიდიადემ შეაშინა ნიამორ. ის მაშინვე გაიქცა დაიმალა, შემდეგ კი ჩუმად ჩასჩურჩულა მთას: "შენი ხმა შორიდან მომესმა შემიყვარი და მოგძებნე. წინ გზები და დაბრკოლებთა გადალახვა მელის. გამიშვი, ან ჩემგან არაფერი არ დარჩება. მომეცი უფლება ჭრილობები მოვიშუშო და ისე დავბრუნდე შენთან..." ამ სიტყვების მერე დაჭრილი ნიამორი დარდითა და ჭრილობით გულში გზას გაუდგა. გულმოკლულმა მთასაკმეველმა იმ დღეს დაიფიცა: "დაგელოდები ჩემო ნიამორო, დაგელოდები სანამ მთლიანად არ დავიშლები, ვიდრე ქვა-ქვაზე აღარ დარჩება და უკანასკნელი ბალახი არ გახმება..." მარტოსული იყო ნიამორი, მარტოსული იყო მთაც... და აი ერთხელ მოვიდა მათი შეხვედრის დრო. ინით შეღებილი ნიამორი დაღლილი მივიდა თავისი შეყვარებულის კალთასთან. მის დანახვაზე მთამ დაიაპარაკა: "მშვენიერო ნიამორო, მას შემდეგ რაც წახვედი შენზე დარდი მიკლავდა გულს, შინაგანად დავიწვი და დავცარიელდი. შინაგანად დავიწვი ჩემი ყვავილები გახმა. შენ მოხვედი, მაგრამ მე აღარ ვარ ის დიადი მთა..." ნიამორი მუხლებზე დაეშვა, თავი მთის კალთას დაადო და საყვარელ მთას მიმართა: "შენ ჩემი ბედი ხარ. მტასაკმეველო მომხვიე ხელი, მინდა შენთან დავრჩე, შენს სულს შევერწყა, ხელმეორედ დავიბადო შენში. შენი სიყვარულით გამათბე და მომიშუშე გულის იარა. ნიამორმა დახუჭა ულამაზესი თვალები, საიდნაც ორ წყაროდ გადმოსცვივდა ცრემლები, შემდეგ ეს წყაროები დიდ მდინარებად იქცა. მას შემდეგ ყოველ გაზაფულზე, იმ ორი მდინარის შესართავთან ალისფერი ვარდის ბუჩქი იწყებს ყვავილობას და ყოველთვის ყვავის...

 http://youtu.be/ES7_eKIBE7w




No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...