Wednesday 19 February 2014

*****

”ცოლ-ქმარმა ერთად გაატარა 60 წელი. მათ ერთმანეთისგან არაფერი გააჩნდათ დაფარული. მხოლოდ ერთი საიდუმლო ჰქონდა ცოლს. მისი კარადის ზედა თაროზე იდო ფეხსაცმლის ყუთი, რომელშიც ქმარს არასოდეს არ ჩაუხედავს. როდესაც ქალს წლები მოერია და ლოგინად ჩავარდა, გადაწყვიტა გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა ქმარს, ჩამოეღო თაროდან ყუთი... ქმარმა მოუტანა ყუთი და როდესაც გახსნა, დაინახა იქ ორი ძალიან ლამაზი მოქსოვილი თოჯინა და ფულის დასტა - 25 ათასი დოლარი. -ეს რა არის? - ჰკითხა გაკვირვებულმა. - იცი, ჩვენი ქორწილის წინ ჩემმა საყვარელმა ბებიამ გამანდო ოჯახური ბედნიერების საიდუმლო. მან მითხრა: ”როდესაც ქმარზე გაბრაზდები, არასოდეს არ შეეკამათო, წადი უჩუმრად და მოქსოვე ერთი თოჯინა”. ქმარს თვალებზე ცრემლები მოადგა - ყუთში ხომ მხოლოდ ორი თოჯინა იდო! მან ჰკითხა მეუღლეს: - კარგი და...ეს რაღა ფულია - შენ ხომ არასოდეს გადაგინახავს თანხა, ჩვენ ხომ ყველაფერს ოჯახს ვახარჯებდით? - ეგ ფული თოჯინების გაყიდვით დამიგროვდა!”

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...