Wednesday 19 February 2014

*****

დამწუხრებული ქალი მივიდა მის ექიმთან და უთხრა:
-ექიმო, მე მაქვს პრობლემა და მჭირდება თქვენი დახმარება! ჩემი შვილი ჯერ 1 წლისაც არ არის და მე კიდევ ორსულად ვარ. მე არ მინდა რომ მყავდეს ბავშვები.
ექიმმა თქვა:
- რა გინდა ჩემგან?
ქალმა თქვა:
- მე მინდა, რომ ჩემი ორსულობა დაასრულო, მე ფულს გადაგიხდი.
ექიმმა შეხედა ბავშვს და უთხრა ქალს:
-მე ვფიქრობ, რომ მე მაქვს უკეთესი გზა შენი პრობლემის გადაჭრისათვის.
მან გაიღიმა და იფიქრა, რომ ექიმი დათანხმდა მის შემოთავაზებას.
ექიმმა განაგრძო:
-თუ შენ არ გინდა 2 ბავშვი, მაშინ მოვკლათ ის, რომელიც ცოცხალია, ეს არ დაგაზიანებს შენ. რა მნიშვნელობა აქვს მოვკლავთ ჩვილს თუ ნაყოფს?.
ქალი შეშინდა და თქვა:
-არა ექიმო! როგორი საშინელებაა! ეს ხომ მკვლელობაა!
ექიმმა გაიღიმა, რადგან მიხვდა რომ ქალმა აზრი შეიცვალა.
ქალი დარწმუნდა, რომ განსხვავება არ არის იმაში, მოკლავ ჩვილ ბავშვს თუ მოკლავ ჩანასახს! მკვლელობა მკვლელობაა! 

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...