Saturday 7 August 2021

დედას ფრონტიდან

 დედას ფრონტიდან


დედი იცი? აქ ძაან ცივა,

და თან მძვინვარებს სიკვდილის ცეცხლი.

იცი?ჭრილობები როგორა მტკივა..

ჩემი კი არა, ბიჭების დედი.


ტყვია წვიმასავით გვსეტყვავს და ცვივა,

უკუღმა დაბრუნდა დღეს ჩვენი ბედი.

ხან წარღვნა მოვა წითლად ნაღები

და ხანაც გვანგრევს,გვახელებს მეხი.


ვდგევართ ურყევად და მაინც ვიბრძვით,

ტყვიით გვენგრევა ბეჭები,მკერდი.

მერე რა,თუკი დღეს ან ხვალ მოვკვდი,

ჩემს გარდა იცი ბევრია მკვდრები.


დე ..უკვე ბევრი ჩამაკვდა ხელში,

სისხლად დაცლილებს ვერაფერს ვშველი.

იცი?მე თავად დავმარხე ძმები

და ეს სიცოცხლეა? სიკვდილის ფერი.


მოგვიმარტოვეს ალყაში მტრებმა,

როგორც ტურებმა ბებერი მგლები.

სიცოცხლის მჯერა სიკვდილის შემდეგ

ამიტომ სიკვდილსაც ამაყად ველი.


დედი,ქუხს ირგვლივ,გვწვავს ცეცხლი ომის

ვგრძნობთ რომ სიკვდლი ახლოა ჩვენთან.

არ ვიცით მოვა,როგორ ან როდის

ეს შეკითხვა მაქ დე მაღალ ღმერთთან.


დედი..ვიცი რომ სიკვდილის შემდეგ

მაინც ვიცოცხლებ შენს გულში,შენთან.

და იცი დედა მე ეხლა მივხვდი

რომ მე მებრძოლი არა ვარ მტერთან.


კაცი არაა აქ ჩემი მტერი,

მე უფრო ვიბრძვი უჩინარ ბედთან.

არ შეგეშინდეს, მარტო არა ვარ

მე მიღამდება ცოცხლებთან,მკვდრებთან.

და დედა იცი?მე მინდა გითხრა,


მივდივარ რადგან მოგვადგა მტერი.

არა..წასვლით კი არ მივდივარ

უბრალოდ შენთან საუბარს ვრჩები.

ბოლოს კი მინდა,მინდა რომ გითხრა!

მტრის ხელით სიკვდილს ვერ ვეღირსები.


ხომ გახსოვს დედი როგორ მიყვარდა

ვაჟკაცობა და დაცვა ღირსების.

ამიტომ სიცოცხლეს თავად ვასრულებ,

სიტყვებიც მელევა უკვე რითმების.


დეე..იამაყე მე ავასრულე,

რწმენა,იმედი თქვენი და მთების.

მე მიხარია ვკვდები გმირულად,

ტყვია არა მკლავს ნასროლი მტრების.


ვკვდები და მიმყვება სურნელი შენი,

კალთის,ხელების და შენი თმების.

და თუ მიპოვეთ ოდესმე გვამი,

დაჯიჯგნული და ნაოხრი მგლების.


დამასაფლავეთ დე ახლოს თქვენთან,

რომ მონატრება არ გაჩნდეს წლების.

და..გაზაფხულდება ოდესღაც ქვეყნად

ია,ენძელა ამოხეთქს მიწას.


ვიცი ,რომ მოხვალ,რომ კვლავ დამტუქსო

და თან მომიტან უამრავ მიხაკს.

მხოლოდ ჩურჩულით მომეფეროდე,

ცრემლს ნუ მაპკურებ მდუმარედ მძინარს.

და როცა ალერსით გამომაღვიძებ,


დედი გთხოვ ნურაფერს,ნურაფერს მკითხავ.

ახლა კი მართლა მივდივარ დედა,

დეე..მართლა ვრჩები საუბარს შენთან.

გახსოვს პატარას მიყვარდა დედი

თამაში ძილისწინ შენ გაშლილ თმებთან.

აი ამ ლამაზი ფიქრებით ვკვდები,

ვრჩები საუბარს და..მივდივარ ღმერთთან!!!..........


/გიორგი გიგაური/




-----------------------

დღეს 2008წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

და დიახ რუსეთი დღემდე ოკუპაციას ზრდის საქართველოზე

 და დიახ ერთ-მორწმუნე რუსეთი ოკუპანტია...


P.S. ფოტოზე 2008წლის ომის გმირის გიორგი ანწუხელძის ვაჟია


#დიდიბაგმირებს

#რუსეთიოკუპანრტია

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...