Tuesday 4 January 2022

 

                            სიყვარული ნუთუ მართლა ყველაფერია?!

     ახალგაზრდა ქალი გამოვიდა თავისი სახლიდან და ქუჩაში სამი მოხუცი კაცი დინახა.მან უთხრა "მემგონი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ,მაგრამ მშივრები ჩანხართ,თუ შეიძლება,ჩემოდით ჩემთან სახლში და მე საჭმლით გაგიმასპინძლებით."


"ქმარი სახლშია?" იკითხეს მათ.

"არა", უპასუხა ქალმა.

"მაშინ ვერ შემოვალთ",უპასუხეს მათ.
საღამოს როცა ქმარი სახლში დაბრუნდა,ქალმა მოუყვა მას მომხდარზე.
"წადი და უთხარი,რომ სახლში ვარ და შემოიპატიჟე!"თქვა ქმარმა.
ქალი გავიდა და დაპატიჟა მოხუცები.

"ყველა ერთად ვერ შემოვალთ",უპასუხეს მოხუცებმა.

"რატომ?"გაუკვირდა ქალს.

ერთ-ერთმა მოხუცმა აუხსნა,თან თავის მეგობრებიზე ანიშნებდა:"ამას ჰქვია სიმდიდრე,ამას იღბალი,მე კი სიყვარული მქვია."რის შემდეგაც დაამატა,"ეხლა წადი სახლში და უთხარი შენს ქმარს,რომელი ჩვენთაგანის ნახვა გსურთ საკუთარ სახლში?"

ქალი წავიდა და ქმარს ყველაფერი მოუყვა რაც მოისმინა.ქმარს ძალიან გაუხრდა "რა კარგია!!!",თქვა მან."მოდი დავპატიჟოთ სიმდიდრე.შემოვიდეს და აავსოს ჩვენი სახლი სიმდიდრით!!!"

ცოლმა კი თქვა,"საყვარელო,მოდი იღბალი დავპატიჟოთ"

მათი გოგონა ისმენდა ყველაფერს.იგი მივიდა მშობლებთან თავისი წინადადებით:"მოდით სიყვარული დავპატიჟოთ.ამის შემდეგ ჩვენს სახლში სიყვარული გამეფდება."
"მოდი დავუჯეროთ ჩვენს გოგონას,"უთხრა ქმარმა ცოლს
"წადი და სთხოვე სიყვარულს გახდეს ჩვენი სტუმარი."
ქალი გამოვიდა და ჰკითხა მოხუცებს,"რომელია თქვენთაგანია სიყვარული?შემოდი ჩვენთან და იყავი ჩვენი სტუმარი."

მოხუცი,რომელსაც სიყვარული ერქვა სახლისაკენ წავიდა.დანარჩენი ორი მოხუციც გაჰყვა.გაოცებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრეს და იღბალს:"მე ხომ მარტო სიყვარული დავპატიჟე,თქვენ რატომ მოდიხართ?"

მოხუცებმა უპასუხეს:"თქვენ რომ სიმდიდრე ან იღბალი დაგეპატიჟათ,დანარჩენი ორი დავრჩებიოდით ქუჩაში,მაგრამ რახან თქვენ სიყვარული დაპატიჟეთ,სადაც იგი მიდის ჩვენც ყოველთვის მას დავყვებით.სადაც სიყვარულია,იქ ყოველთვის არის სიმდიდრეც და იღბალიც!!!”




No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...