Thursday, 14 December 2023
დიეტა - "სენსაცია"
Wednesday, 22 November 2023
წიგნები
აკა მორძილაძე - "ქაღალდის ტყვია"
და აი ისევ გენიალური აკა და მისი კიდევ ერთი , ძალიან კარგი რომანი (ყოველ,წიგნი ასეთი სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანი იყოს იშვიათი სიამოვნებაა.. ყოველი წიგნი მაოცებს,და აღმოფრთოვანებს ისევ და ისევ იმდენად გასხვავებულია ერთმანეთისგან...)
ერთი თბილისური ისტორია "კაი-ბიჭის" გარშემო დატრიალებული ორომტრიალი და სასიამოვნოდ საკითხავი ამბებით... ქალებით, ძმა ბიჭებით, ცრუ რწმენებითა და არეული ცხოვრებით....
Saturday, 11 November 2023
წიგნები
აკა მორჩილაძის - "უდაბნოს გლახები"
ეს ადამიანი ყველა წიგნში გაოცებს მისი მრავალფეროვანი წერის მანერით...
თუ ზოგი წიგნი ერთი ამოსუნთქვი იკიატხება, ეს უკანასკენლი მისი სიმცირის მიუხედავად ცოტა დამღლელი იყო რადგან სიუჟეტები იცვლდბიდა მოულადნელად და ხან "მჭედავდა" მინდოდა მიმეგდო კიდეც მაგრამ, თან ინტერესი მძლევდა მინდოდა გამეგო.. უსამართლოდ დაჭერილი ისედაც ცხოვრება არეული ზაზას,ამბავი თუ,და ელოდა, იმ ღვთისგან მიტოვებულს ადგილას...
მოკლედ კიდევ ერთხელ ყველაფერის მიუხედავად ღირდა წაკითხვა.. იმ მრავალფეროვნების გამო მაინც როგორიც აკას, წიგნებია რომლებიც არ ჰგვანან ერთმანეთს, რაც მკითხეველითვის ძალიან დიდი ფუფუნებაა ...
Monday, 6 November 2023
წიგნები
აკა მორჩილაძის -"სხვა"
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი და უჩვეულო, რომანია აკასგან.
ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ სულ რაღაც 2-3 საათში...
რომელიც იმდენად გითრევს რომ ვერ წყდები და აღარ გინდა დასრულდეს...
საბედისწერო ისტორია, მაძიებელი მწერლის რომელიც როგორც იტყვიან "შავი ქვრივის" მსხვერპლი ხდება.. ამ უცნაური და ტრაგიკული ფაქტის გამო დაწყებული ძიება და გადაჯაჭული ერთმანეთთან ყველას ის ადამიანი რომელიც საფრანგეთის იმ უცნაურ უბანში ცხოვრობდა და რომლებიც თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული მწერლის გარშემო ტრიალებდა გასაჯუთრებით ქალები და რომელთა მსხვერპლიც ეს მოხეტიალე მწერალი კაცი იყო...
Sunday, 5 November 2023
წიგბები
აკა მორჩილაძის - "აგვისტოს პასიანსი"
ერთ ღამეში წავიკითხე.. აკას სტილისთვის უჩვეულოა, მის სხვა წიგნებს არ ჰგავს...
მარტივად (მართლა კარგად იკითხება დეტექტივია მაინც.) წასაკითხია, გითრევს, გაინტერესებს თუ რა მოხდება გაიგებენ თუ არა გაზულუქებული "დამა ქალის" -ეკას დანაშაუს, შესახებ.. ვისი იყო ის "გვამი და .ა.შ. 90-ნი წლების ტიპიური თბილუსური ამბავია მოთხრობილი თავისი "ძველი ბიჭებით", "ქურდებით" " წამლითა" და "მოგვრებული საქმეებით... "
განსაკუთრებული არაფერი მაგრამ დამღლელ დღეს გაგიმეიტრალებს და ("ბნელ" მაგრამ ისიც ჰო თბილისის ნაწილი იყო სამწუხაროდ) წარსულში გამოგზაურებს..
.
Saturday, 4 November 2023
წიგნები
ნიკოლას სპარქსის - "გზა საკურთხევლისკენ"
ამ ავტორის წიგნები ზოგადად საინტერესო და მსუბუქია და როცა კითხულიბ გითრევს, ისე ასრულებ რომ ვერც კი გრძნიბ ხშირ შემთხვევაში და უდიდესი ემოციები და სიამოვნების შეგრძნება გრჩება...
თუმც ეს წიგნი ცოტა მოსაწყენია, იმის მიუხედავად რომ ემოციები საკმაოდ დიდი ოდენობით არის ამ უკანასკელშიც...
ან შესაძლოა ეკრანიზაცია იმდენანად კარგია და მე პირადად იმდენად მიყვარს რომ წიგნი მემძიმრბა ან/და უფრო სწორედ მოსაწყენია, იმედნჯერ ავიღე დავიწყე და მერე გადავდე რომ საკუთარი თავის მიკვის..
მთლიანობაში არ არის ცუდი მაგრამ მე დამღალა...
ზოგადად სპარქსის რომანების 99% ეკრანიზებულია და წიგნებს როცა კითხულობ ანალოგიურ სიამოვნებას იღებ მათი კითხვის დროს.. რაც ამ უკქნასკნელში, ეს არ იყო ჩემთვის სამწუხაროდ....
Wednesday, 1 November 2023
წიგნები
სიუ მონკ კიდის - "ფუტკრების იდუმალი ცხივრება"
ეს არის საიცარი წიგნი ოდნავ უცნაური სახელითა და ძალიან შეუფერებელი ყდით (ეს ჩემი სუბიექტური აზრია სახელსა და გარეკანზე)
წიგნი რომლის ეკრაინაზაციაც 100ჯერ მაინც მაქვს ნანახი და ყოველჯერზე რაღაც ახალს ვპოულობ რაც მაღფრთოვანებს...
წიგნის კითხვის დრისაც ასე დამემართა თითქმის ძალიან ახლოა ფილმთან მაგრამ ბევრ ახალს პოულობ რომელიც გითრევს გიზიდავს გნუსხავს და ვერ ეშვები ..
"ლილის" ტრაგიკული ისტორია და საკუთარი თავის ძიება იმდენად გითრევს რომ წყდები რეალურ სამყაროს და პატარა გოგოს ცხოვრებით ცხოვრობ..
უცნაურმა დამთხვევამ, ბედის წერამ, თუ უბრალოდ ღვთის ნებამ, მიიყვანა, იგი საოცარ ქალთან რომელმაც ის შვილივით მიიღო, ასწავლა სამყაროს, ბუნების და სიცოცოხლის სიყვარული. აზიარა საყვარელ საქმიანობას და დააყენა სწორ გზაზე დაანახა რეალობა და მისი ტკივილი შეამსუბუქა...
ეს არის წიგნი რომლის დასრულებაც არ გსურს მაგრამ ყველაფერს აქვს დასაყისიც და დასარულიც ... და ასევე რამდენჯერმევ კიდევ დიდი სიამოვნებით წაიკითხავ ისე თითქოს პირველად კითხულობდე მას.
Monday, 16 October 2023
წიგნები
კოლინ ჰუვერი - " ყველაფერი იწყება ჩვენით"
ეს არის გაგრძელება ამავე მწერლის პირველი წიგნის - "ყველაფერი მთავრდება ჩვენით" - თუმც მე პირველი წიგნი უფრო მეტად მომეწინა ვიდრე ეს უკანასკნელი.. პირველში მეტი ემოცია მეტი ადრენალინი და მოლოდინი იყო...
ამ უნასკნელში კი ბევრად ბანალურად ვითარდებოდა სიუჟეტი და გამოცნობადიც იყო, თითქმის ყველაფერი, მაგალითად ის თუ როგორი ფინალი იქნებოდა, ლილის და ეტლესის აღდგენილ ურთიერთობას, ქორწინება და "ჰეფი ენდი" რომ ექნებოდა.
კოლინ ჰუვერი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალია, მაგრამ მისი ოთხი წიგნიდან რაც აქამდე წამიკითხავს ეს ყველაზე სუსტი იყო სამწუხაროდ...
თუმც ვისაც სასიამოვნო და მსუბუქი წიგნის წაკითხვა გსურთ ნამდვილად კარგი არჩევანია....
Sunday, 15 October 2023
წიგნები
ყურბან საიდი - "ალი და ნინო"
Saturday, 7 October 2023
წიგნები
მაია ცირამუას - "მშვიდობით ძია გერშვინ"
მსუბუქია და პატარაა, მარტივად იკითხება, ცოტა,სევდინიაც ფინალიდან გამომდინარე....
შუახნის მამაკაცზეა რომლსაც ბოლომდე ვერ გაუგია, ცხოვრებისგან რა სურს .. ხან მისი ქალიშვილის დაქალი, (ერინა) უყვარდება ხან ყოფილი ცოლი უნდა, ისევ და ცდილიბს 2ვესთან იყოს... თუმც ექსტრავაგანტული 20 წლის ერინა მაინც მისი სიყვარულია თუ აკვიატება, ეგ არ ვიცი... თქვენთვის მომინდია გარკვევა, დიდად არასოდეს, დავინტერესებულვარ ამ წიგნით, საბაზე დავბორიალობდი რამე მსუბუქს ვეძებდი და ამას წავაწყდი. დიდად ვერ მოვიხიბლე კითხვა რომ დავიწყე თუმც მოულოდნელმა ფინალმა ცოტა გამაოცა,
ერთხელ წაკითხვად ნამდვილად ღირს
Saturday, 9 September 2023
წიგნები
ჯილ სანტოპოლო - " დაკარგული სინათლე"
2001წლის 11 სექტემბერს ადამიანებმა ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები დაკარგეს...
ლუსიმ და გეიბმა კი ერთმანეთი იპოვეს და ის დიდი სოყვარულის ისტორია, დაიწყო რაც საბოლოო ჯამში ოსევ ტერორიზმა და ომმა წარრთვა მათაც...
ორი ადამიანის ისტორია რომელთაც სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ საკუთარი ამბოციების, სურვილევის, კარიერის და მომავლის გამო დაკარგაგეს საკუთარი თავიც და ერთმანეთოც...
გეიბი მთელი ცხოვრება გაურბოდა ლუსის და შერბოდა ცეცხლში, ფრონის წინა ხაზზე, ტყვიებისა და ბომბების წვიმაში, ლუსი კი შედარებით მშვიდი ცხოვრებით დაკმაყოფილდა აიწყო კარიერა, გაჰყვა იმ კაცს,რომელოც ნამდვილი სოყვარულით არასოდეს ყვარებია, უბრალოდ ეს გებრიელის დასავიწყებლად იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა... რამაც საბილოო ჯამში მაინც ვერ გაამართლა.... მაინც ბოლომდე გებრიელით სუნთქავდა და გებმაც მისი ლუსის თანხმობით შეწყვიტა სუნთქვა...
ეს არის საოცარი წიგნი რომლსაც რომ კითხულიბ იმდენად ნათლად აღიქვამ იმ ყველაფერს რასაც ავტორი გგიყვება რომ გგონია რეალურადაც ხედავ, იქ ხარ და შეოგრძნობ კიდეც. პერსონაჟების განცდებსა და ემოციებს...
საშინელი ტკივილის შეგრძნება და ბრაზი გიპყობს რომ ასრულებ წიგნს. არ გინდა დასრულდეს და კიდევ ეძებ იქნებ სადმე რამეს მაინც წააწყდე, ავტორისეულ მომალულ ფრაზებს თუმც ამაოდ...
Sunday, 27 August 2023
წიგნები
ემილი გიფინის - "რაღაც ნათხოვარი"
მსუბუქი წასაკითხი წიგნია (ზაფხულის ცხელ დღებს რომ გადაგაგორებინებს)
მაგრამ, განსაკუთრებული არაფერი ერთხლ წაკითხვაც რომ კმარა ან კიდევ უარესი კითხვის დროს რომ ხვდები თურმე ფილმი გქონია ნანახი და წიგნის წაკითხვა რომ გეზედმეტება....
მაგრამ მე ჩვევა მაქვს,ყველაზე ცუდ წიგნსაც კი ბოლომდე ვკითხულობ...
ცოტა მარაზმი კია მაგრამ "სიყვარულის გულისთვის რომ ყველაფერი გამართლებულია," ავტორს ამის დანახვრბა უნდა მკითხველისთვის... გააჩნია ვინ როგორ აღიქვამს და გასიგებს თუმც "მიზანი ამართლებს საშულებრბს?" შესაძლია ასეც იყოს უბრალოდ ყოველთვის ასეთი დასარული არ გამოდის რეალურ ცხოვრებაში და "შენი' მორიდებით, პასიურობით, უთქმელობით თუ რავიცი კიდევ რა ჰქვია ამ ყოველივეს, კარგავ შანსებს და იმ ერთადერთს ვისთან ყოფნის გამოც დათმობდი ყველას და ყველაფერს...
Friday, 18 August 2023
წიგნები
კენ კიზი - „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“
კითხვა რომ დავიწყე ძალიან მძიმედ დაიწყო, არც გამკვირვებია თემატიკიდან და ალბათ იმ პერიოდიდან გამომდინარეც რა დროსაც არის დაწერილი, ეს ისტორია...
ამ ყველაფერის მიუხედავად საოცრად გითრევს და იმ სამყაროს ნაწილად გხდის, ისევე გტკივა, ბრაზობ ან გიხარია და გეცინება როგორც ამ რომალნში ვითარდება მოვლენები... (ამავე რომანზე არანაკლებ კარგი ფილმიც გაიდაიღო ჰოლივუდმა თუმც ეგ თქვენთვის მომინდია რომელმა აჯობა ფილმმა თუ წიგნმა, ერთმანეთს გეომვნების საკითხია)
ბოლო თავი განსაკუთრებით კარგი იყო ჩემი აზრით მთელ წიგნად ღირდა...
შეფარული ძალადობა ადამიანთა და ჩაგვრა „გაპტავებული“ იმით რომ ეს საზოგადოების, მათი ოჯახების
და თავად მათივე სასიკეთოდ ხდება, არის საოცრად ამაზრზენი...
ალბათ სწორედ ამის გამო იყო წლების განმავლობაში ეს ძალიან კარგი წიგნის „კომუსიტების“ მიერ აკრძალული, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა და სიმართლე იყო...
Monday, 7 August 2023
წიგნები
სოფო არდია - "გროსმაისტერი"
ბევრი სხვადასხვანაირი შეფასება მქონდა მოსმენილი, ცუდიც, კარგიც, ნეიტრალურიც, მაგრამ მე
ჩვევა მაქვს, ყველაზე ცუდი წიგნიც რომ იყოს, სანამ მე არ წავიკითხავ ვერ ვრწმუნები
მის სიკარგესა თუ სიცუდეში.. ისიც კი წავიკითხე სადღაც რომანის დაწერის შემდე 10 თუ 12 წელი იდო თაროზე და მერე მოიპოვა „ბესტსელერობა“ და ხალხის აღიარებაო... (ეგ რამდენად მართალია არ ვიცი)
მოკლედ კარგი წასაკითხია ბევრი ჩახლართული მონაკვეთი და ისტორიით, ვიკარგებოდი კიდეც იმ ლაბირინთებში ისეთი ქაოსი იყო ზოგიერთ თავში...
უცნაური სტილის დეტექტიური ჟანრია, მაგრამ საოცრად იკითხებოდა საოცრად გითრევდა და გაყვარებდა თავს... აი მთავარი გმირი და თითქოს ყველაზე სულგრძელი და რაღაც მომენტებში უწყინარი
პერსონაჟი თუ ასეთი ორ სახოვანი აღმოჩნდებოდა ბოლომდე არ მეგონა.. პირდაპირი გაგებით
პირი დავაღე გაოცების და მოულოდნელი ფინალისგან...
ბოლომდე მეგონა რომ ან მართლა მატაბელი იყო მკვლელი ან ის უცნაური პატარა და ლამაზი გოგო ნენე
რომელიც „მოჩვენებეთან მეგობრობდა“.... მაგრამ სოფიკო? ყველაფერს ველოდი ამის გარდა...
რომ დავასრულე კიდევ მინდოდა ხელახლა წამეკითხა და ის სიამოვნება ხელახლა მიმეღო რაც ამ წიგნის კითხვისას დამეუფლა...
Monday, 31 July 2023
წიგნები
ერთ კვირაში, წაკითხული სამი წიგნი და ემოციები ზღვა...
უბრალოდ არ ვიცი შეიძლება არასწორი თანმიმდევრიბით წავიკითხე მაგრამ სამი სხვა და სხვა ისტირია, მაგრამ ერთმანეთზეუკეთესი, ემოციური და საინტერსო, ისტოეიები იყო.
თამთა მელაშვილის - "შაშვი შაშვი მაყვალი"
მთლაინობაში არ არის ცუდი
ცოტა უცნაური სტილით დაწერილი წიგნია. პერსონაჟი (მწერალი) რომ ყველაფერს ერთდროულად ეხედა (ცოტა ხუმრობით ვიტყვი "მიედ-მოედება") მძიმე ბავშვიბას, არ შემდგარ სტუდენტობას, ბულინგს რადგან გაუთხოვარი დარხა და ა.შ....
მაგრამ აქვს ამ წიგნს, ერთი მთავარი ღირსება ავტორი ღიად საუბრობს და საჯაროდ გამოაქვს ის ყველაფერი, რაზეც ქართველები მითუმეტეეს რეგიონში მცხოვრები, ქალები, უკაცრავად ცოტა უხეშადაც ვიტყვი (არა არა რა, თქმა უნდა, არავის ვაყნებ შეურაწყოფას) ცოტა გაუნათლებლებიც... (არ მხოლოდ რეგიონში ზოდად) ვერასოდეს, მეგობართანაც კი ვერ ისაუბრებენიმაზე რაც აწიხევთ ანდა უხარიათ, რადგან, "ვაიმე მერე რას იტყვიან სხვები" ჰოდა კიდევ " ღმერთო როგორ შეიძლება" 40 წელს გადაცებულ ქალს, რომ ურთოერთობა, ქონდეს ან კიდევ უფრო მეტიც, როგორ შეუძლება რომ ამ ასაკში დაფეხძიმდეს და შვილის ყოლის პერსპექტივა ქონდეს? "სიცხვილი და თავის,მოჭრა"....
ურჩევნია, დაიჯეროს რომ მომაკვდინებელი დაავადე ჭირს ვიდრე ის რომ "ამ ასაკში" მთელიცხოვრება პატიოსანი ქალის სახელი ,რომ ქონდა და აქვს, ორსულად არის... და მერე "რას იფიქრებენ მეზობლები ჰო მოეჭრა თავი..."
აი,ისეთი წიგნია ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს, გადაფასებაში დაგეხმარება და უფრო მეტად აგიხელს ადამიანს თვალებს საკუთარ უნიათო ცხოვრებაზე....
P.S. ამას წინათ სადღაც ამოვიკია,თხე კომენტარებში... "- ამაზე გულისამრევი ჯერ არაფერი წამიკითხავს რამ გადაგრიათ და მოგაწონათო?!... "
არც გულისამრევია და არც სამარცხვინო, ამ წიგნში არაფერი... გადარევითაც რა გითხრათ მაგრამ კარგი წიგნია, რომელიც ერთხელ მაინც უნდა , წაიკითხო.... (2 დღეში რომ წაიკითხავ ესეგი არ არის ჰო ცუდი?)
მგონი ფილმიც გაიდაიღეს დარწნუნებული ვარ ფილმი კიდევ უფრო კარგი საყურებელი იქნება...
☆☆☆☆☆☆☆
თამთა მელაშვილის - "აღმოსავლეთით"
კიდევ ერთი პატარა და საინტერესო წიგნი რომელიც სულ რამდენიმე საათში "შემომეკითხა"
ეს არის ისტორია ახალგაზრდა ქალზე რომლის ძალიან რთული ბავშვობა და არანაკლებ გაურკვეველი პირადი ცხოვრებაა აღწერილი...
5 წლის ასაკში, დაობელბილი პატარა გოგონას ისტორია რომელსაც ბებია, კლასელები თუ ბიძაშვილ მამიდაშვილები, ამწარებს და აბულიმგებს... ( ყველაფერი თითქოს მისი ბრალი იყო)
ზრდასრულ ასაკში კი მისი პირადი ცხოვრებას ისეთი არეული და უცნაურია (უფრო ზუსტად კი აი
Facebook-ის პერსონალურ ინფოში რომ არის ურთოერთობის სტატუსების ერთ ერთ "გრაფა Complicated" ისეთი აქვს) რომ სხვისი პირადი ცხოვრების კვლევა ძიებას იწყებს და ცდილობს საკუთარი ტკივილები ასე გადაფარის
და ელენე დარიანის პაოლო იაშვილის და თვით უსაზიზღრესი პიროვნება, ლავრენტი ბერიას კავშირებზე იწყებს კვლევას.... საბოლოო ჯამში ეს უკანსკნელი ისევ იმ დიდ ჩახლართულ ამბად რჩება?!... თუ ვინ იყო სინამდვილეში ეს დარიანი???...
ამ ყველაფრის ფონზე კი წიგნის მთავარი გმირი ვერც საკუთარ პირადს ვერ ალაგებს და არც იმის ძალა ყოფნის რომ დაშორდეს იმ კაცს რადგან რაც მას ბავშვობაში დააკლდა (სითბო და სიყვარული) დღემდე ეძებს, თუნდაც მის ცოლიან ბოიფრენდში, რომელიც უბრალიდ იყენებას ამ ქალს რადგან "უპრეტენზიო და კარგი გოგოა თირმე..."
მოკლედ. მთლიანობაში არ არის ცუდი უბრალოდ თუნდაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისთვის, იდეალური საკითხავია მართლა...
☆☆☆☆☆☆☆
თამთა მელაშვილის - "გათვლა"
კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო ემოციური და კვლავაც, უცნაური წერის მანერით გამორჩეულა პატარა ისტორია...
უსამართლობის, შიმშიშისგან თავის დაღწევის, ყველანაირი გზები და თავის გადარჩენისთვის დაუფიქრებელი ქმედებები.
არაფრის გამო შეწირული სიცოცხლეები, ბავშვობა დაკარგილი თაობა, ლუკმა პურის გამო დაკარგული შიში შეგრძნება, და ტრაგედია რომელიც მუდმივად თან სდევს ადამიანებს რიმლებიც, ბედ-იღბლის, ცხოვრების ირონიის თუ ღმერთის წყალობით გადარჩნენ...
Monday, 17 July 2023
წიგნები
კოლუნ ჰუვერი - "ვერიტი - VERITY"
ამ ავტორის კიდევ ერთი ძალიან კარგი წიგნი დავაარულე
ბევრად განსხვავებულია, რაღაც დოზით მისტიური და ძალიან ბოროტი თრილერია ალბათ...
კითხვის დროს როგორც ავტორი მისი მწერალი პერსონაჟის წიგნების რეცემზიებზე წერდა რომ "ვერიტის წიგნების მკითხველი კედელზე ანარცხებდნენ სიმწრისგან მის წიგნებს" მეც მასე მინდოდა კითხვის დროსაც და დასრულების შემდეგაც მოვქცეულიყავი...
კოლინის წიგნებს კი არა ზოგადად ასეთი ეფექტი და შოკი წიგნისგან დიდი ხანია არ მიმიღია...
მეტს არაფერს დავწერ ვისაც არ წაგიკითხავთ წინ დიდი სიამივნება, ემოციების ზღვა და საკუთარ ფიქრებთან ჭიდილი გელით... არ მოიკლოდ ეს სიამივნება ნამდვილად ღირს ღამეების თენებაც კი.
Friday, 14 July 2023
წერილი
Saturday, 6 May 2023
წიგნები
ორიანა ფალაჩის - "წერილი ვერდაბადებულ ბავშვს"
Friday, 5 May 2023
წიგნები
ლიან მორიარტის - "დიდი პატარა ტყუილები"
Friday, 17 March 2023
წიგნები
ნათია ხადურის "ჯარისკაცის საგზალი" (უდაბნოელი 4)
მორიგი ძალიან კარგი რომანი რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება... (მგონი პირველი ვიყავი ვინც ეს წიგნი შევიძინე გამოცემის თანავე, მაგრამ დროის უქონლობის, გადაღლილობის და მოუცლელობის გამო... მგონი ბოლომ წავიკითხე, თუმც ნამდვილად ღირდა იმ მცირე დროის დათმობა რომელიც მქონდა)
უამრავ ემოციას და გრძნობებს აღგიძრავს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რადიკალურად განსხვევებულს და ურთიერთ გამომრიცხავსაც...
მოდი
იქიდან დავიწყებ რომ სათაურიდან გამომდინა საოცარი ინტერესით და
მოლოდინებით დავიწყე კითხვა (ვინც მე კარგად მიცნობს ძალიან კარგად იცის
რას ნიშნავს და როგორი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის სამხედროებს და ამ
პროფესიის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ღირსეულ და თავის ქვეყნის მოყვარულ და
მებრძლო ადამიანი და პროფესია)
არც შემცდარვარ ერთდროულად სითბოს,
სიყვარულს და მზრუნველობას... და მეორემხრივ გაუსაძლის ბრაზს რომ გიჩენს
კითხვის დროს... უსამართლობის და არაადამიანობის გამო როგორ ნადგურდება
(პროფესიაც კი) და ინგრევა ყველაფერი იმის მიუხედავად რომ ორ ადამიანის
უყვართ, უნდათ და სჭირდებათ ერთმანეთი... ტიპიური ქართული მარაზმი მესამე
ადამიანი რომ ჩაერერვა და დაგინგრევს სიმწრით მოპოვებულ ბედნიერ წამებს...
(და ეხლა მეტყვით მესამე ყველგან არის მარტო საქართველოში არაო, მაგრამ
ცოტა სხვა რამეს ვგულისხმობ)
"მოსიყვარულე დედიკოები მამაიკობი"
დედამთლიები მამამთილები, სიდედრები, მეზობლები და ეგრედწოდებული
კეთილისმოსურველი მეზობელ მეგობარ ნათესაური კლანები არა და სამწუხარო
რეალობაა რომელიც ალბათ არასდროს მოისპობა...
კითხულობ გინდა არ დასრულდეს და სასოებით უფრთხილდები თითოეულ გვერდს რომ გაიგო რა იქნება იქნებ და ბანალური მაგრამ მაინც ქონდეს "Happy End" მაგრამ არა აქაც იმარჯვებს სისუსტე, შიში რომ იბრძოლო იმ ერთადერთისთვის და ბოროტი დოგმებიან და სტერეოტიპებით დაბოღმილი, კეთილის მსურველი, ყოვლის მცოდნეები და მარადიულობა რომელსაც ამ ჯერად სიყვარული კი არა სიკვდილი ჰქვია... სიკვდილი რომელსაც გაურბიხარ, სასწაულებრივად გადაურჩები და მაინც დაგეწევა... გკლავს პირდაპირი გაგებით და თუ სხეული გადაგირჩა კვდები სულიერად და კარგავ იმ ერთადერთ რისთვისაც ღირდა ცხოვრება...
P,S. ამ საოცარი და სევდინი ლექსით სრულდება "ჯარისკაცის საგზალი"
Sunday, 1 January 2023
ვინც ომელასიდან მიდის
ურსულა კ. ლე გუინი – "ვინც ომელასიდან მიდის"
ზარების გუგუნით, მერცხლები რომ ცაში ატყორცნა, ქალაქ ომელასში ზაფხულის ფესტივალი შემოვიდა, ზღვის ბრწყინვალება თავს ჯიღასავით რომ დადგომოდა. ნავსადგურის გემსართავები დროშებით აჭრელებულიყო. ქუჩებში წითელსახურავებიან სახლებსა და კედლებს შორის, ხავსმოკიდებულ ბაღებსა და ხეივნებში, შესანიშნავი პარკებისა და საერთო საცხოვრებლების მიღმა პროცესია მიემართებოდა. ბევრი რიგიანად გამოიყურებოდა: ხანდაზმულებს გრძელი იისფერი თუ ნაცრისფერი უხეში მანტიები ეცვათ, იყვნენ დარბაისელი გამოცდილი ოსტატებიც, მშვიდ, მხიარულ ქალებს, ჩვილები წამოეყვანათ და გზადაგზა მუსაიფობდნენ. სხვა ქუჩებში მუსიკა უფრო მძლავრად ისმოდა. გუგუნებდა გონგი, ჟღერდა დაირა, ხალხი ცეკვა-ცეკვით მიდიოდა; ბავშვები აქეთ-იქით დაძვრებოდნენ. მათი ხმამაღალი შეძახილები მერცხლების ჯვარედინი სრიალის მსგავსად ზემოთ ადიოდა, მუსიკას და სიმღერას ლამის ფარავდა. მთელი პროცესია ქალაქის ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა, სადაც უზარმაზარ სარწყავ მდელოებზე, გრინ ფილდებს რომ უწოდებდნენ, გოგო-ბიჭები გამჭვირვალე ჰაერში ტიტვლებივით ჩანდნენ. ბიჭებს ფეხები ტალახში ამოსვროდათ. გრძელი, მოქნილი მკლავებით თავიანთ შეუკაზმავ ოჩან ცხენებს ავარჯიშებდნენ დოღისათვის. ცხენებს მხოლოდ აღვირი ეკეთათ, ისიც ლაგამის გარეშე. ფაფრებში ვერცხლისფერი, ოქროსფერი და მწვანე ლენტები ჰქონდათ ჩაწნული. ნესტოებათრთოლებულნი და ძალზე აღგზნებულნი ყალყზე დგებოდნენ ერთმანეთისთვის თავმოსაწონად. ცხენი ერთადერთი ცხოველია,
ჩვენი ცერემონიები რომ საკუთარივით შეითვისა. შორს, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით წამომართული მთები ნახევრად გარშემორტყმოდნენ ომელასს. დილის ჰაერი ისეთი კამკამა იყო, რომ „თვრამეტი მწვერვალის“ თოვლის ჯიღა მზით გაჩახჩახებულ კარგა დიდ მანძილზე კვლავაც თეთრი და ოქროსფერი ცეცხლით იწვოდა ლურჯი ცის ქვეშ. ქარი ისეთი ძალით ჰქროდა, რომ იპოდრომის გარშემო დამაგრებულ დროშებს დროდადრო ტკაცან-ტკაცანით აფრიალებდა ამ ვრცელ მწვანე მდელოებზე, სიჩუმეს რომ მოეცვა. შიგადაშიგ, ხან შორიდან, ხან ახლოდან მოისმოდა მუსიკის ხმა, ხოლო ჰაერის ნაზი მაცოცხლებელი სურნელი ერთ ადგილზე დაგუბებული, ზარების დიდებულ მხიარულ რეკვაში ინთქმებოდა. მხიარულსაო?! თუმცა რა უნდა თქვას ადამიანმა მხიარულებაზე? როგორ უნდა დავახასიათოთ ომელასის მკვიდრები? ისე კი მათ უბრალო ადამიანები არ ეთქმოდათ, თუმცა, იცით, მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერები იყვნენ. მაგრამ მათ წასახალისებელ სიტყვებს მეტად აღარ ვიტყვით, ყველანაირი ღიმილი მოძველდა. ასეთი დახასიათების შემდეგ ადამიანს უნებურად მეფე მოაგონდება, რომელიც ჩინებულ ულაყზე ამხედრებული და კეთილშობილი რაინდებით გარშემორტყმული, ან ოქროს ტახტრევანში მიბრძანებული, ძლიერკუნთება ქონები რომ დაატარებენ. თუმცა არავითარი მეფე იქ არ იყო, ისინი არც ხმლებს იქნევდნენ და არც მონები ჰყავდათ, ბარბაროსები სულაც არ გახლდნენ. მათი საზოგადოების წესები არ ვიცი, მაგრამ, ვეჭვობ, რომ მეტისმეტად ცოტანი იყვნენ, რადგან მონარქიისა და მონობის გარეშეც იოლად ახერხებდნენ ცხოვრებას. ახლაც ასევე ცხოვრობენ სააქციო ბირჟის, რეკლამის, საიდუმლო პოლიციისა და ბომბების გარეშე. და მაინც, ვიმეორებ, ისინი უბრალო ადამიანები არ იყვნენ, არც ყურთასმენის დამატკბობელი მწყემსები, კეთილშობილი ველურები ან ირონიული უტოპისტები. სირთულით ჩვენ არ ჩამოგვივარდებოდნენ. უბედურება ის არის, რომ ცუდი ჩვევა გვაქვს, როცა პედანტებისა და სოფისტების მიერ წაქეზებულნი ბედნიერებას დიდ სისულელედ მივიჩნევთ. მხოლოდ ტკივილია ინტელექტუალური, მხოლოდ ბოროტებაა საინტერესო. ხელოვანის ღალატია უარის თქმა ბოროტების ბანალობის აღიარებასა და ტკივილის საშინელ უსასრულობაზე. თუ იოლად ვერ დასძლევ მათ, მაშინ აჰყევი, თუ გტკივა, არა უშავს რა, დაე კვლავაც გეტკინოს, მაგრამ სასოწარკვეთის ქება სიამოვნების დადანაშაულებაა. ძალმომრეობასთან დაახლოება ყველა სხვა დანარჩენის ხელიდან გაშვებას ნიშნავს. ჩვენ ხომ თითქმის დავკარგეთ შენარჩუნების უნარი, ხელიდან გავუშვით ყველაფერი. ჩვენ მეტად ვეღარ აღვწერთ ბედნიერ ადამიანს და ვერც სიხარულს ვიზეიმებთ. აბა რა გითხრათ ომელასებზე? ისინი მიამიტი და ბედნიერი ბავშვები არ იყვნენ, თუმცა მათ ბავშვებს სინამდვილეში ბედნიერები ეთქმოდათ. ისინი მოწიფული, საზრიანი, გულფიცხი ზრდასრული ადამიანები გახლდნენ, რომელთაც საცოდავი ცხოვრება არ ჰქონდათ, რა საოცარიც არ უნდა იყოს, მაგრამ ნეტა შემეძლოს უკეთ აღვწერო ეს. ნეტა შემეძლოს თქვენი დარწმუნება. ომელასი ჩემი ნაამბობიდან რომელიღაც ზღაპრულ ქალაქს წააგავს, ოდესღაც ძალიან შორს რომ არსებობდა. იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, თუ მას ისე წარმოიდგენდით, როგორც თქვენი ფანტაზია ინებებდა, იმ ვარაუდით, რომ შესაფერის ადგილს დაიკავებდა.
რასაკვირველია, ყველას ვერ გასიამოვნებთ. მაგალითად, რა აზრის ხართ ტექნიკაზე? ეს რომ არა, არ იქნებოდა მანქანები ქუჩებში ან ვერტმფრენები ქუჩების თავზე; ამ ფაქტიდან გამომდინარე ომელასის ხალხი ბედნიერი ხალხია. მათი ბედნიერება კი ემყარება სწორ არჩევანს. იმის თაობაზე, თუ რა არის აუცილებელი ან არა აუცილებელი, რა უვნებელი, და რა მავნებელი. მიუხედავად ამისა, რაც შეეხება შუა კატეგორიას, კომფორტს, ფუფუნებას, სიმდიდრეს და ა. შ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ხალხს არ აკლია არც ცენტრალური გათბობა, მეტრო, სარეცხი მანქანები და არც რიგი სხვა შესანიშნავი მოწყობილობებისა, რაც აქ ჯერ არც კი გამოუგონებიათ: მცურავი შუქურის წყაროები, ელექტროენერგია საწვავის გარეშე, მკურნალი ჩვეულებრივი სიცივისა. შესაძლოა ამათგან არც არაფერი ჰქონდეთ: ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე კი ვფიქრობ, რომ ფესტივალის წინ ბოლო დღეების განმავლობაში ხალხი ომელასში სანაპიროს ყველა ქალაქიდან ძალზე სწრაფმავალი პატარა მატარებლებით და ორსართულიანი ტრამვაებით ჩამოდის და რომ ომელასის რკინიგზის სადგური სინამდვილეში ყველაზე კოხტა შენობაა ქალაქში, თუმცა იმაზე ჩვეულებრივი, ვიდრე გასაოცარი ფარ-მერზ მარკეტი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მატარებლებითაც დავაჯილდოვეთ, ვშიშობ, რომ ზოგიერთ თქვენგანს ალბათ ჰგონია, რომ ომელასი თვალთმაქცობაა - ათასობით ღიმილი, ზარები, აღლუმები, ცხენები და ა. შ. თუ ასეა, გეთაყვა, უყოყმანოდ დაუმატეთ ორგიები, თუ ორგიები უშველის ამ ამბავს, ამის მიუხედავად უარი ვთქვათ იმ ტაძრებზე, საიდანაც ლამაზი შიშველი მღვდლები და არაქრისტიანი მონაზვნები გამოდიან თითქმის უკვე მზადმყოფნი შესაწყვილებლად ნებისმიერ კაცსა თუ ქალთან, შეყვარებულსა თუ უცხოსთან, თუკი ვინმეს სურს, გადაეშვას აღვირახსნილობის მორევში. პირველად სწორედაც ამ აზრის ვიყავი. ისე კი ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ტაძრები რომ არ გვქონდეს ომელასში, ან თუნდაც ისეთი ტაძრები მაინც, სადაც ადამიანები არიან. დიახ, გვინდა რელიგია, სამღვდელოება კი არა, რასაკვირველია, ტიტველ ლამაზმანებს შეუძლიათ ქუჩებში იბორიალონ და ღვთაებრივი სუფლესავით შესთავაზონ საკუთარი თავი შიმშილით შეჭირვებულთ და ვნებით აღტყინებულთ. დაე, შეუერთდნენ ისინი პროცესიას. დაე, დაირები დაუკრან შეწყვილებულთა თავზე და სურვილის სადიდებლად აახმიანონ გონგები და არცთუ უმნიშვნელო საკითხი -დაე, ამ მომხიბვლელი რიტუალების ნაყოფი ყველას უყვარდეს და იზრუნონ მათზე. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ - ომელასში არაფერი ითვლება ცოდვად თუ დანაშაულად. მაშ მეტი რაღა გინდათ? პირველად გავიფიქრე, რომ ნარკოტიკები აქ არ იქნებამეთქი, მაგრამ ეს ხომ პურიტანობაა. მათთვის, ვისაც ეს მოსწონს, შესაძლოა თრიაქის შეუწყვეტელი სიტკბოება ქალაქის გზებზე მოედინება, თრიაქის, რომელსაც პირველად დიდზე დიდი სიმსუბუქე და აღმაფრენა მოაქვს გონებისა და კიდურებისათვის, შემდეგ რამდენიმე საათი უაზრო მიბნედილობა და ბოლოს სამყაროს ნამდვილი მისტერიული და ფარული საიდუმლოებების გასაოცარი ხილვები, ისევე როგორც სექსუალური აღტყინება. და ეს არ არის მავნე ჩვევის განმავითარებელი. მათთვის, ვისაც უფრო მოკრძალებული გემოვნება აქვს, ვფიქრობ, ლუდიცაა აუცილებელი. კიდევ რა, კიდევ რა მიეკუთვნება მხიარულ ქალაქს? რა თქმა უნდა, გამარჯვების შეგრძნება და ვაჟკაცობის ზეიმი, რადგან ჩვენ სამღვდელოების გარეშე გავახერხეთ ცხოვრება. მოდით, ჯარისკაცებსაც ავუაროთ გვერდი. ხოცვაჟლეტაზე აგებული სიხარული სიხარულის მართებული ფორმა როდია. ეს შემაძრწუნებელია და ბანალური, უსაზღვრო კმაყოფილების, გამარჯვების გრძნობა, განცდილი არა ვინმე გარეშე მტრის წინააღმდეგ, არამედ დედამიწაზე ყველაზე შესანიშნავ და უმშვენიერეს არსებასთან ურთიერთობაში, დიდმშვენიერებაა სამყაროს ზაფხულისა. აი, ომელასის ხალხს რა უვსებს სიამაყით გულებს. დიახ, გამარჯვება, რომელსაც ისინი ზეიმობენ, არის სიცოცხლის გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ბევრ მათგანს თრიაქის მიღება სულაც არ სჭირდება.
აი, პროცესიების უმრავლესობამ უკვე მიაღწია გრინ ფილდებს. სურსათ-სანოვაგის მომმარაგებელთა წითელი და ლურჯი კარვებიდან კერძის მადისაღმძვრელი სუნი მოედინება. გოგო-ბიჭებს სახე ტკბილით აქვთ გაწეპილი. ერთ კაცს ჭაღარა წვერში ღვეზელის ორიოდე ნამცეცი გასჩენია. ქალ-ვაჟნი თავ-თავიანთ ცხენებზე შემსხდარნი სტარტის ხაზთან იწყებენ დაჯგუფებას, პატარა, მსუქანი მოხუცი ქალი იცინის, ყვავილებს აძრობს კალათიდან. წერწეტა ყმაწვილ კაცებს მისი ყვავილები პრიალა თმაში აქვთ გარჭობილი. ცხრა თუ ათი წლის ბიჭი განზე მარტო ზის და ხის ფლეიტაზე უკრავს. მოსასმენად გაჩერებული ადამიანები უხმოდ იღიმებიან და უხმოდ მიჩერებიან ბიჭს, მაგრამ ის დაკვრას არ წყვეტს და ვერც ხედავს მათ. მისი მუქი თვალები მელოდიის ტკბილ, ნაზ ჯადოს დაუბინდავს. და როცა დაამთავრა დაკვრა, ნელ-ნელა დაუშვა ძირს ხელები, ფლეიტა რომ ეჭირა.
თითქოს ეს მცირე ხნით ჩამოვარდნილი სიჩუმე იყო ნიშანი - სტარტის ხაზთან ახლოს მდებარე პავილიონიდან საყვირის ხმა მოისმა, მბრძანებლური, ყურთასმენის წამღები და სულისშემძვრელი. ცხენები ყალყზე დგებიან ჩამოქნილი კოხტა ფეხებით, ზოგი პასუხად ჭიხვინებს კიდეც. ყმაწვილი მხედრები ცხენებს კისრებზე ხელს დინჯად უთათუნებენ და ჩუმი ხმით აშოშმინებენ: „წყნარად, წყნარად, არაფერია, ჩემო ლამაზო, ჩემო იმედო...“
ისინი სტარტის ხაზთან მწკრივდებიან. იპოდრომის გასწვრივ ბრბო აყვავებულ მინდორს ჰგავს ქარში. ზაფხულის ფესტივალი დაიწყო.
გჯერათ? ფესტივალის, ქალაქის და მხიარულების მიმართ დადებითად ხართ განწყობილი? არა? მაშინ ნება მიბოძეთ კიდევ ერთი რამე აგიწეროთ.
ნახევარსარდაფში, ომელასის ერთ-ერთი შესანიშნავი საერთო საცხოვრებელი სახლის ქვეშ ან იქნებ მისი ერთ-ერთი დიდი კერძო სახლის სარდაფში არის ოთახი. მას ერთი დაკეტილი კარი აქვს, სარკმელები კი არა. სარდაფის მეორე მხარეს, ობობას ქსელმოდებული სარკმლიდან ოდნავ აღწევს ნაცრისფერი სინათლე ბზარებს შორის, პატარა ოთახის ერთ კუთხეში წყვილი გრძელი ჯაგრისი ჭუჭყისაგან გახეშეშებული აყროლებული ჯაგრისით დაჟანგულ ვედროსთან ახლოს დგას. იატაკი მიწისაა, ოდნავ ნესტიანი შეხებისას, როგორც სარდაფის ტალახია ხოლმე ჩვეულებრივ. ოთახი სამი ნაბიჯის სიგრძისაა, ორი ნაბიჯის სიგანის, როგორც ცოცხისა თუ გამოუსადეგარი სამუშაო იარაღების სათავსო. ოთახში ბავშვი ზის. ეს შეიძლება ბიჭი ან გოგო იყოს. ექვსი წლისას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ათისაა. გონნაკლულია, შესაძლოა ასეთიც დაიბადა, ან შესაძლოა შიშის, შიმშილის ან უპატრონობის გამოა გონნაკლული. იგი ცხვირს იჩიჩქნის და დროდადრო ხელს უაზროდ კიდებს ფეხის თითებს თუ სასქესო ორგანოებს, მოკუზული ზის ვედროსა და წყვილი ჯაგრისიდან ყველაზე შორ კუთხეში. მას ჯაგრისების ეშინია. ისინი თავზარსა სცემენ. თვალებს ხუჭავს, მაგრამ იცის, რომ ჯაგრისები მაინც იქ არიან, კარი კი დაკეტილია და არავინ არ მოვა. კარი მუდამ დაკეტილია და არავინ არასოდეს მოდის. თუმცა ბავშვს არა აქვს დროის შეგრძნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზოგჯერ კარი საშინელი ჭრიალით იღება და ერთი ან რამდენიმე ადამიანი ჩნდება, რომელიმე შეიძლება შემოვიდეს კიდეც და წიხლი ჰკრას ბავშვს, ადგომა რომ აიძულოს. სხვები არასოდეს არ მიდიან ახლოს, შეშინებული და ზიზღიანი თვალებით აცქერდებიან, საჭმლის თასი და წყლის დოქი საჩქაროდ ივსება, კარი ისევ იკეტება, თვალები უჩინარდება, ხალხი კართან არასოდეს არაფერს ამბობს, მაგრამ ბავშვი, ვინც ამ სამუშაო იარაღების სარდაფში ყოველთვის არ ცხოვრობდა და ვისაც შეიძლება კიდევ ახსოვს მზის სხივი და დედის ხმა, ზოგჯერ ლაპარაკს იწყებს. „კარგად მოვიქცევი, - ამბობს ხოლმე, - ოღონდ გარეთ გამიშვით, გეხვეწებით, კარგად მოვიქცევი!“ ისინი კი არასოდეს არ პასუხობენ. ადრე ღამღამობით ბავშვი შველას ითხოვდა და ძალიან ბევრს ტიროდა, მაგრამ ახლა მხოლოდ წკმუტუნით იძახის: „ეააა, ეააა“. თანდათან უფრო და უფრო უკლო ლაპარაკს, გაჩხინკულს ფეხებზე კუნთები საერთოდ არც უჩანს, მუცელი გამობერია, დღეში ნახევარ თას ცხიმიან ხორბლის საჭმელზე ცოცხლობს. შიშველია, დუნდულები და ბარძაყები ჩირქიანი იარებით აქვს დაფარული, რადგან გამუდმებით თავის საკუთარ განავალში ზის.
ომელასში ყველამ იცის, რომ იგი იქ არის. ზოგი იყო კიდეც სანახავად, სხვები მხოლოდ იმის ცოდნითაც კმაყოფილდებიან, რომ იგი იქ არის, და ისიც იციან, რომ იქ უნდა იყოს. ზოგ მათგანს ესმის, თუ რატომ, ზოგს არა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მათი ბედნიერება, მათი ქალაქის სილამაზე, მათი მეგობრობის სინაზე, მათი შვილების ჯანმრთელობა, მათი სწავლულების სიბრძნე, მათ შემოქმედთა ოსტატობა, მათი მოსავლის სიუხვე და ციურ ამინდთა სიკეთეც მთლიანად დამოკიდებულია ამ ბავშვის შემზარავ ტანჯვაზე.
ჩვეულებრივ ასე უხსნიან ხოლმე ბავშვებს, როდესაც ისინი რვა თუ თორმეტისა ხდებიან და მიხვედრის უნარს იძენენ. ბავშვის სანახავად უმეტესად ახალგზრდობა მოდის, თუმცა საკმაოდ ხშირად დიდებიც კი, ზოგი ხელმეორედაც. იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად იყო ვითარება მათთვის გახსნილი, ეს ახალგაზრდა მაყურებლები ყოველთვის შეცბუნებულნი ჩერდებიან კართან ამ სურათით გულარეულნი. მათ იტანთ ზიზღი, ბრაზი, რისხვა, უძლურება. მათ ხომ თავი მასზე უკეთესები ჰგონიათ, უნდათ, რაღაც გაუკეთონ ბავშვს, მაგრამ უძლურნი არიან. ბავშვი იმ ბილწი ადგილიდან მზის სინათლეზე რომ გამოეყვანათ, დაებანათ, გამოეძღოთ და ნუგეში ეცათ, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, ომელასის ყოველგვარი კეთილდღეობა, სილამაზე და სიამოვნება იმ დღესვე და იმ საათშივე გაქრებოდა. ასე იყო საჭირო, ასეთი იყო მოთხოვნები. თითოეული სიცოცხლის სიკეთე რომ შეეწიროს მელასში იმ ერთადერთ ცვლილებას, ათასობით ადამიანის ბედნიერება ერთი ადამიანის ბედნიერებას რომ ენაცვალოს, ეს ქალაქისთვის ნამდვილად დანაშაულის დაშვება იქნებოდა. პირობები მკაცრი და უდაო იყო. ერთ კეთილ სიტყვასაც კი ვერ ეტყოდი ბავშვს.
ბავშვის ნახვისა და ამ საშინელი პარადოქსის წინაშე დადგომის შემდეგ ახალგაზრდები სახლში ხშირად აცრემლებულნი ან უცრემლო სიშმაგით ატანილნი მიდიოდნენ. მათ შესაძლოა კვირეების ან წლების განმავლობაში ეფიქრათ ამაზე. მაგრამ დრო რომ გადიოდა, უკვე იმის გაანალიზებას იწყებდნენ, ბავშვი კიდეც რომ გაეშვათ, თავისუფლება ვერაფერს მისცემდა, დიდ ხეირს მაინც ვერ დააყრიდა მარტო სითბოთი და საჭმლით ცოტაოდენი სიამოვნებისა, თუმცაღა ის მეტისმეტად დეგრადირებული და გონებასუსტი იყო იმისათვის, რომ რაიმე ჭეშმარიტი სიამოვნება განეცადა. იგი ისე დიდხანს იყო დაშინებული, რომ შიშისაგან არასოდეს განთავისუფლდებოდა. მისი მოქმედებები იმდენად ტლანქი და მოუქნელი, ადამიანურ მოპყრობას რომ ემოქმედა და შეეცვალა, ამდენი ხნის შემდეგ მართლაც საცოდაობა იქნებოდა ამ კედლების გარეშე დარჩენილიყო, მას რომ იცავდა, ამ სიბნელის გარეშე, მისი განავალის გარეშე, რომელშიც იჯდა, ყველას ცრემლი აშრებოდა ამ მწარე უსამართლობაზე, სინამდვილის საზარელი სამართლიანობის შეცნობაზე, მის აღიარებაზე. მათი ცრემლი და ბრაზი, მათი კეთილშობილების გამოცდა და მათივე უმწეობის შეგრძნება შესაძლოა მათი სიცოცხლის დიდებულების ჭეშმარიტი წყაროა. მათი ბედნიერება არ არის მოსაწყენი და უპასუხისმგებლო ბედნიერესა, მათ იციან, რომ ისინი იმ ბავშვის მსგავსად თავისუფლები არ არიან. მათ იციან სიბრალული, სწორედ ბავშვის არსებობა და იმის ცოდნა, რომ ის არსებობს, შესაძლებელს ხდის მათი არქიტექტურის კეთილშობილებას, მათი მუსიკის სიმძაფრეს, მათი მეცნიერების სიღრმეს. ამ ბავშვის გამოა, რომ ისინი ასეთი სინაზით ეკიდებიან სხვა ბავშვებს. მათ იციან, ის უბედური რომ არ სლუკუნებდეს იქ სიბნელეში, ფლეიტაზე დამკვრელი მეორე ბავშვი ვერ შეძლებდა მხიარული მუსიკის შექმნას იმ დროისათვის, როდესაც მოხდენილი ახალგაზრდა მხედრები ზაფხულის პირველი დილის მზის შუქზე მწკრივდებიან დოღისათვის.
იდევ გწამთ ომელასელების? მაგრამ კიდევ არის ერთი რამ სათქმელი და ეს სავსებით დაუჯერებელია.
დროდადრო რომელიმე ქალიშვილი ან ვაჟი, ვინც ბავშვის სანახავად მიდის, სახლში აღარ ბრუნდება სატირლად ან ბრაზის გამოსახატავად. ზოგჯერ უფრო ხნიერი კაცი ან ქალი ერთი ან ორი დღით დადუმდება ხოლმე და შემდეგ ტოვებს სახლს.
ისინი ქუჩაზე ფეხით მარტო მიდიან, აგრძელებენ სვლას გზის გადაუხვევად ლამაზი ჭიშკრების გავლით, გადაივლიან ომელასის დახნულ მიწებზე. თითოეული მათგანი მარტო მიდის, ქალიშვილი თუ ვაჟი, კაცი თუ ქალი. თანდათან ღამდება. მგზავრმა უნდა გაიაროს სოფლის შუკები ყვითლად განათებულ სახლებს შორის, გაიაროს გაღმა, ბნელ მინდვრებზე სიბნელეში. თითოეული მარტო მიდის დასავლეთით თუ ჩრდილოეთით მთების მიმართულებით. ისინი ტოვებენ ომელასს, მიიწევიან სიბნელეში და უკან აღარ ბრუნდებიან. ადგილი, საითკენაც ისინი მიემართებიან, ჩვენი უმრავლესობისათვის კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ვიდრე ბედნიერების ქალაქი. მისი აღწერა მე საერთოდ არ შემიძლია. შესაძლოა, რომ ის არც არსებობს, მაგრამ მათ თითქოს იციან, სადაც მიდიან, მათ, ვინც ომელასიდან მიდის.
ინგლისურიდან თარგმნა: -მარიკა აბაშიძე
წიგნები
რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ კვლავაც პო...
-
საუზმე: - 200 გრამი ხილი (გარდა ნესვისა,ლეღვისა და ყურძნისა) + 1 ცალი იოგურტი რომლის ცხიმიანობაც არ უნდა აღემატებოდეს 1,5% -ს წახემსება : ...
-
უგულავას დიეტა დიეტის დაწყების წინა დღეს სასურველია კუჭის გაწმენდა, ინგლისური მარილის ან გუტალაქსის მეშვეობით. (15-30 წვეთი გუტალაქსი ძილ...
-
როგორ დავიკლოთ 9 დღეში 7-8 კილოგრამი? – სუხიშვილების დიეტა სუხიშვილების დიეტა-მარტივი და ეფექტური პირველი დღე: 500 გრ. არაჟანი ...