Sunday 13 February 2022

წიგნები

 დავიწყოთ?... 🤓📖 ეს იყო საოცარი წიგნი📚♥️📖🧡📚 და კიდევ ერთხელ მადლობა საბა • SABA -ს💙 ამ დიდი სიამოვნების და საჩუქრისთვის.

შერონ მ. დრეიპერის - " გონების მიღმა

 ეს არის წიგნი (რომანი) რომელიც ძალიან ბევრ რამეს ასწავლის ადამიანებს, არა მარტო იმათ ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ♿📖📚♥️🖤🇺🇸 ყავთ გარშემო არამედ მათაც ვისაც არ ყავთ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად შშმპ-იც ისეთივე 'ჩვეულებრივი" და "ნორმალურები" არიან როგორც ნებისმიერი თქვენგანი და შეიძლება ბევრზე მეტიც შეუძლიათ და ბევრზე ჭკივიანები და წარმატებულებიც იყვნენ. 

გარეგნულად ან დამხმარე საშუალების გამო არ უნდა დააბულიმგონ. ( ბულინგი თანამედტოვე ეპოქის კულტირული სიტყვაა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში დამცირება მირჩევნია გამოვიყენო რადგან შშმპ-ბი ხშირად არასათანადო დამოკიდებულების გამო ნამდვილად დამცირებულად გრძნობენ თავს) 

ეს წიგნი აი ისეთია სამაგიდო წიგნებს რომ ეძახიან და ხშირად რომ უნდა გადაიკითხო და დაფიქრდე ბევრ საკითხზე.... 


P.S. ეს კი პირადად ჩემგან მინდა დავამატო 🙃 მეც რომანის მთავარი პერსონაჟის "მელოდის" მსგავსად შშმპ ვარ ♿ და იგივე დაავადება მაქვს♿ (თუმც საბედნიეროდ მე მხოლოდ სიარული მიჭირს და შეიძლება ითქვას მსუბუქი ფორმით მაქვს და ბედნიერი ვარ იმით რომ საუბარი, წერა, კითხვა მეგობრებთან ურთიერთობა, მუშაობა და სხვა ბევრი რამ შემიძლია...😉👍😁🤓♿) და ეს წიგნი ორმაგად ახლობელი, მნიშვნელივანი და ძვირფასია ჩემთვის... ჰო და კიდევ მინდა გთხოვოთ ვისაც გაქვთ შეხება ჩვენაირ ადამიანებთან..🤓🙃♿ . ბევრად უფრო თამამები და ნადვილები იყავით, მათთან ურთიერთობაში, მეტი თავისუფლება,მიეცით, მეტად ირწმუნეთ მათი შესაძლებლობების, არასოდეს შეგრცხვეთ პირიქით იამაყეთ იმით რომ თქვენს გვერდით ასეთი ხალხია...♿💙♥️🖤📚📖📖♿( ისინი ხომ შეიძლება იყვნენ ყველა ჩვენგანის შვილები, დები, ძმები, მშობლები, ცოლები, ქმრები ან თუნდაც მეგობრები) 

მაპატიეთ თუ ბანალირი ვიყავი მაგრამ ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა... ეს ვარ მე ასეთი ვარ მეც... 📚😎😉📖♿📚🇬🇪🇺🇸


12 აპრილი 2020წ.



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...