Thursday 17 February 2022

წიგნები

 მარიო ვარგას ლიოსა - " ცუდი გოგოს ოინები"


ალბათ ეს იმ იშვიათ წიგნების სიას მიეკუთნება რომელიც რამდენჯერმე დავიწყე და მერე შევწყვიტე კითხვა, მოკლედ როგორც იქნა დავასრულე და დიახ იმის მიუხედავად რომ თავიდან ვფიქრობდი რა უაზრო წიგნი იყო, სადღაც შუამდე რომ მივედი იმდენად ჩამითრია რომ ამ ბოლო 2 დღეში მოვრჩი...


არ ვიცი ლიოსას სხვა წიგნები ჯერ არ წამიკითხავს ეს იყო პირველი რაც წავიკითხე ...

მაგრამ ამ მწერლის წერის მანერა, თხრობის სტილი გამორჩეული, საინტერესო და მიმზიდველია...👍🏾♥️✅

ეხლა კი რაც შეეხება უშუალოდ წიგნს.. 📖📚


ფანატიკურად შეყვარებული ადამიანიას ისტორია, რომელსაც ყველაფრის მიუხრდავად ყველა ტყუილის, დამცირების თუ ავანტურის მიუხრდავად ... სიგიჟემდე უყვარდა "ცუდი გოგონა" და ალბათ ამ "ცუდ გოგოსაც" თავისებურად, უცნაურად, მაგრამ კი მასაც უყვარდა კეთილი, "წმინდანი", მთარგმნელი ბიჭი "რიკარდიტო".

კაცი რიმელმაც ყველა გულისტკენის, ყველა იმედგაცრუების მიუხრდავად, ყველაფერი გააკეთა ამ ფულზე შეყვარებული ავანტურისტი ქალისთვის... 🤔 ყველაფერი! დიახ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...

 ალბათ რიკარდიტო მართლა ერთადერთი იყო, ვისაც ეს ქალი ფანატიკურად, მაგრამ გულწრფელად უყვარდა... ქალი რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც მასთან ბრუნდებოდა...

და დიახ ალბათ ლოგიკურადაც (თუ სასტიკად არ ჟღეს ის მიიღო რაც დაიმსახურა) დასრულდა, ამ "ცუდი გოგოს" ბობოქარი ცხოვრებაც...


მთლიანობაში არ არის ცუდი მარათლა კარგი წიგნია, 💚 (ცოტა გაწელილი მეჩვენა არ ვიცი იქნებ ვცდები კიდეც 🤷🏽‍♀️🤔😁მაგრაამ...) უბრალოდ ხანდახან მინდოდა რიკარდიტოს შენჯღრევა და სახეში შემოლაწუნება რომ აზრზე მოსულიყო და ამ ქალის გამო ასე უაზროდ არ გაეტარებინა მისი ცხოვრების საუკეთესო წლები....

17 სექტემბერი 2021წ.



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...