Wednesday 16 February 2022

წიგნები

ხალიდ ჰოსეინი - "ფრანით მორბენალი"

მორიგი საშინელება და ალბათ რეალობაც ავღანეთის და ავღანელების შესახებ..
წიგნი რომელმაც თანაგრძნობის მაგივრად ბოღმით ამავსო.🤬
"ემირის" და თუნდა  მამამისის სიმხდალის და ეგოიზიმის გამო გაწირული პატარა ბიჭი "ჰასანი..."💔
უფრო ზუსტად კი, საკუთარი სიმშვიდის კეთილდღეობის კომფორტის და საზოგადოებრივი აზრის გამო გაწირული ძმა და ვაჟიშვილი....💔🤬🤢
- და ბედის ირონია კიდე უარესი ის იყო რომ იგივე გზა გამოიარა ჰასანის შცილმაც და უარესად იტანჯა ვიდრე მამამისი...
როცა ჰასანი მეგობარმა გაწირა და იმ სისასტიკეს და ძალადობას არ აღუდგა წიწ და არ გადაარჩინა არც ამჯერად მისმა საამაყო და სათაყვანებელმა ემირ-აღამ.🤬 თუმც წლების შემდეგ იქნებ ემირმა სწორედაც რომ ძმისშვილის გადარჩენით და იმ მონიბიდან გამოხსნით, გამოისყიდა ის დანაშაული რაც  წლების წინ მისმა უმოქმედობამ შვა...

არ ვიცი რა შეიძლება ამ ყველაფერს უწოდო ადამიანმა?! როცა ავღანეთის მსგავს ქვეყნებში ეს სისასტიკე ნორმად მიაჩნდათ და დღესაც ასე მიაჩნიათ.🤷🏽‍♀️🤦🏿‍♀️

მწერალი - ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა, თუმც ჩემთვის  "ათასი მოელვარე მზე" უფრო საინტერესო და კარგი იყო ვიდრე ეს უკანასკნელი....📖📚

8 სექტემბერი 2021წ.





 



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...