Thursday 17 February 2022

წიგნები და ამონარიდები

 მარიო ვარგას ლიოსა -„ცუდი გოგოს ოინები“ .


ოთხი წელი ერთმანეთი არ გვენახა და

თავში აზრად არ მოსვლია ეკითხა, როგორ ვარ, რას ვაკეთებდი მთე-

ლი ეს დრო, გაეღიმა ან რამე სასიამოვნო ეთქვა ხელახალი შეხვედრის

გამო. არა, თავისას მიერეკებოდა, სხვა არაფერი ანაღვლებდა.

– ძალიან ლამაზი ხარ, – ამოვილუღლუღე გაჭირვებით, გრძნობე-

ბი მაბრკოლებდა, – კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ამ ოთხი წლის წინ,

როცა მადამ არნუა გერქვა. იმ ღამის შეურაცხყოფას და ახლანდელ

უხეშობასაც გპატიობ, იმდენად მშვენიერი ხარ. გარდა ამისა, თუ

გსურს იცოდე, კვლავ მიყვარხარ, მიუხედავად ყველაფრისა. ვგიჟდე-

ბი შენზე. უფრო, ვიდრე ოდესმე. გახსოვს კბილის ჯაგრისი, რომელიც

ბოლო შეხვედრის დროს სახსოვრად დამიტოვე? აი, ეს არის. მას შემ-

დეგ ყველგან თან დავატარებ. შენ გამო ფეტიშისტი გავხდი. გმად-

ლობ, რომ ასეთი ლამაზი ხარ, ჩილელო გოგონავ.

მის მუქ თაფლისფერ თვალებში გარდასული

დროის ირონიული ნაპერწკალი აციმციმდა. კბილის ჯაგრისი აიღო,

დაათვალიერა, უკან დამიბრუნა და წაილუღლუღა: „არ ვიცი, რაზე მე-

ლაპარაკები“.

17 ივნისი 2021წ.



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...