Sunday 13 February 2022

წიგნები

 

ტომ ჰენკსის 🖨 "არაჩვეულებრივი ეგზემპლარი"



 📚📖 🧡- რატომღაც ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა ამ წიგნის კითხვა რომ დავიწყე... 👓
17 მოთხრობა რომელშიც ფიგურირებდა საბეჭდი მანქანები ზოგში ანტიკვარული და ძვირადღირებული (ძვირფასი-შეუფასებელი), ზოგიც თანამედროვე, უხმაორო და დახვეწილი....  ხან დეტალურად და ხანაც გაკვრით, რომ იქ სადღაც იყო საბეჭდი მანქანა, რომელზეც ვიღაც რაღაცას "აკაკუნებდა" (მაგალითან ვირჯინიელი პედაგორი ყოფილი ალკოჰოლიკი რომელიც იჯადა პარმაღზე, წმენდდა და ზეთს ასხმდა  საბეჭდი მანქანის  კლავიშებში რომ არ ეხმაურა... ან პატარა ბიჭი რომელიც დედიკოსთან სამსახურში დედას წერილს უწერდა და მისი დოკუმენტების ქვეშ მალავდა...)

სხვადასხვა ისტორია,  ზოგი ისეთი საინტერესო ამაღელვებელი და ემოციური რომ აღარ მინდოდა - დასრულებულიყო... ზოგი ისეთი უინტერესო და კონტექსტიდან ამოვრადნილი ისიც კი ვიფიქრე რა იყო ამაში განსაკუთრებული გარდა საბეჭდი მანქანის კლავიშების ტკაცატკუცისა....
ზოგი კი  რომ მთავრდებოდა მოლოდი მქონდა რომ გაგრძება ექნებოდა გულის ფანცქალით გადავდიოდი ფურცლიდან ფურცელზე... (PDF- ფაილის) თუმც ამაოდ აღარ გრძელდებოდა და იმედგაცრუებულს გტოვებდა...
მოკლედ მთლაინობაში ცუდი არ იყო,
ასევე იყო  საინტერესო მომენტებიც ... მოყოლის მანერაც არც ისე ცუდი, მაგრამ რატომღაც არ ვიცი მეტს ველოდი მეტი მინდოდა, მეტად საინტერესო, მეტად ჩახლართული, თუნდაც ოდნავ მისტიურიც კი მაგრამ არა...  🤔
მთლიანობაში ტომ ჰენქსის გამო ალბათ იმიტომ რომ საოცარი მსახიობია, და გინდა გაიგო როგორი მწერალია  (ჩემთვის ერთხელ წაკითხვაც საკმარი იყო) წაკითხვა ღირს....  📚



1 ივლისი 2021წ.




No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...