Wednesday 16 February 2022

წიგნები

 ხალიდ ჰოსეინი: - "მთებმა მთებს უთხრეს"

ეს წიგნი რაღაცნაირი უცნაური, არეულდარეული ჩახლართული, დამღლელი, საბოლოო ჯამში კი იკვრება ყველა ეპიზოდი და ხვედები ვინ, ვინ იყო, რატომ იყო... მაგრამ კითხვის დროს იმდენად გღლის რომ სურვილი გეკარგება რომ ბოლომდე მიხვიდე....🤯🤦‍♀️

ხალიდის წიგნებიდან ეს ყველაზე სუსტი რომანია, აბურდული ლაბირითებით სავსე და მოსაწყენიც კი...


ერთადერთი მიმზიდველი და საინტერესო, ჩემთვის ნაბის წერილი (ანდერძი) იყო, რომელშიც მარკოსს მოუყვა მისი შეცდომის, თუ დანაშაულის, თუ სწორი საქციელის შესახებ ... (ეს თქვენთვის მომინდვია, ნაბის ნაბიჯი რა იყო?! ფარისთვის კარგი ცხოვრების შანსის მიცემა?!, აბდულას ცხოვრების დანგრევა?! თუ თვითონ ნაბისთვის სამუდამო საჯელი რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მის ჯვარად იქცა...


ჩემთვის ხალიდის ამ 3 წიგნიდან (რომელიც დღესდღეობით არის ხელმისაწვდომი) რაც ამ 2 კვირაში წავიკითხე საუკეთესო იყო " ათასი მოელვარე მზე" 🧡☀️🌸🏵🌼🌞💛

14 სექტემბერი 2021წ.



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...