Sunday 13 February 2022

წიგნები

 ალბათ წლების წინ რომ წამეკითხა ამდენ რამეს, ვერ შევიცნობდი, ამხელა სიამოვნებას ვერ მივიღებდი და უბრალოდ ჩამეთვლებოდა რომ "ტრადიციულად" თინეიჯერობის ასაკში წავიკითხე, წიგნი რომელსაც "ყველა კითხულობდა," რადგან "ასე იყო მიღებული..." 🤷‍♀️🤔


ერნესტ ჰემინგუეის - "მოხუცი და ზღვა" ♥🌊🐋🦈


რომ კითხულობ თითქოს არაფრი ერთი მოხუცის, უღბლო მეთებზის ისტორიაა... მაგრამ რამდენი რამ არის ამ პატარა მოთხრობაში ჩადებული...

რამხელა ტკივილი, რამდენი იმედგაცრუება, რამდენი ბრძოლა იმისთვის რომ თავი გადაირჩინო, დაუმტკიცო სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ შენ ეს შეგიძლია და სადამდე მიდიხარ მიზნისთვის... 

გენიალური ჰემინგუეის გენიალური ქმნილება... 

წაიკითხეთ და ისიამოვნეთ, ისწავლეთ ამ წიგნიდან ცხოვრებით ტკბობა და შეიგრძენით ის ბრძოლის უნარი, რაც ადამიანში მიზნის გამო შესაძლებლობის თუ შეუძლებლობის მიუხედავად ორმაგდება და შინაგანად აზვირთებულ ტალღებად ავსებს ადამიანს....


9 ივლისი 2021წ



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...