Monday 14 February 2022

წიგნები

 რატი მუჯირი -ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი და მეილები ავღანეთზე


3 დღეში წაკითხული 2 წიგნი😁 (ნეტავ მესამეც იქნება?!) 🤔🇬🇪💔♥️📖👍🏾📚👏🏿🤍

მოდი დავიწყოთ ასე! (იმედია არ დაგეზარებათ და ბოლომდე ჩაიკითხავთ!... )

 უამრავი წიგნები მაქვს რომლებსაც კარადებში და თაროებზე ვეღარ ვტევ (ძველიც და ახალიც) ამის გამო ხან სად დევს და ხან სად... ამიტომ რაღაც წიგნს ვეძებდი და იმის ძებნაში კარადაში ამ 2 წიგნს მოვკარი თვალი, ამათ კარადში დაბინავების ბედნიერება ერგოთ... რადგან მომცრო ზომისები იყო და გამოინახა ადგილი ...😁🤔🤷🏽‍♀️

"სირიელი თარჯიმანი" წლების წინ ვიყიდე თუმც არ მქონდა წაკითხული (ყოველთვის ვთვლიდი რომ განწყობა უნდადა, ამიტომ სულ შემდეგისთვის ვინახავდი...) "ავღანური მეილები" კი რამდენიმე დღის წინ მომიტანეს და როცა ამ უკანასკნელის ანონსი ამოვიკითხე ეს იმ პირველი წიგნის გაგრძენება იყო ამიტომ ბევრი აღარ მიძებნი ის რასაც ვეძებდი (რადგან ვერც მიპოვე სიმართლე რო ვაღიარო)😁ავიღე ორივე და დავიწყე კითხვა... არ ვიცი რატომ მაგრამ პირველივე ფურცლებიდან ჩემი გული დაიპყრო....

მაშ მოდი მოგიყვებით მოკლედ! 🙏🏽😉📚📖



1. "ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი"

ეს არის ჟურნალისტის ისტორიები სირიის ომზე იქაურ სევდიან, დაძაბულ, ასევე გაგიკვირდებათ და სახალისო სიტუაციებზეც.. მისი თარჯიმნის ტრაგედიაზე, მაგრამ ამ ტრაგედიის გაჭირების და ომის მიუხედავად შვილის გამო სიცოცხლის სიყვარულზე და ადამიანურ (თვით გადარჩენის და მატერიალურ ინსტიქტებზე) სიძლიერეზე... 

ამავე წიგნში მოთხრობილია ერაყის მისიებში ქართველი ჯარისლაცების ისტორიებიც...♥️🇬🇪👍🏾

აქვე განსაკუთრებით მომეწონა, თუმც ძალიან ემოციური და სევდიანი იყო ირლანდიელი (ცნობილი ქართული ფილმი "ჯარისკაცია მამის" ანალოგი) სამხედროს მამის ისტორია რომელიც მისი შვილის სანახავად ჩავიდა ერაყში და მას ჩვენმა სამხედროებმა "ძია გიორგი" შეარქვეს.... ♥️💔📖🇬🇪📚

იმდენად კარგად და საინტერესოდ არის თითოეული ეპიზოდი აღწერი რომ მკითხველი ნათლად აღიქვამს რა ხდებოდა, სრულად შეიგრძნობს იმ სიმძაფრეს და ემოციებს რაც ამ ისტორიების უკან იყო ....


2. "Მ(@)ილები ავღანეთზე" 

ეს მეორე წიგნი კი პირდაპირი გაგრძელებაა სირიელი თარჯიმნის, როდესაც რატი პირდება მაჰმუდს რომ მეილებით იკონტაქტებენ და დაპირებულ ავღანეთის ისტორიებს მოუყვება.

ასეც ხდება მეილებში აღწერილია მისი ვიზიტები ავღანეთში ISAF-ს მისიებში მონაწილე ჩვენი ბიჭების შესახებ... კიდე უფრო ემოციური მძიმე ტრაგიკული ადრენალინით და მძაფრი შეგრძნებრბით სავსეა... დაღუპული ბიჭების თუ პირიქით ბეწვზე გადარჩენი ჩვენი გმირების შესახებ... თითოეული ფურცელი იმდენ ემიციას აფრქვევს ძნელია აღწერო სიტყვებით თუმც ამ დაძაბული ისტორიების პარალელურად რამდენჯერმე დავიჭირე თავი იმაზეც რომ გულიანადაც გადავიხარხარე... 😁👍🏾😉🤣

 

მოკლედ რომ ვთქცა ძალიან კარგი და საინტერესო წიგნები თუმც ალბათ მთლად ობიექტუტიც ვერ ვარ 😳😁🥰😉 რადგან მე განსაკუთრებით მიყვარს, მიზიადავს ემოციურად ძალიან ჩემია ამ სტილის და ჟანრის ისტორიაბი...

თუმც ავტორიც იმდენად კარაგად ჰყვება ამ ყოველივეს რომ ძნელია გულგრილი დარჩე....👍🏾👏🏿📚📖♥️🇬🇪

ძალიან დიდი ხანია ასე არ მომწონებია არარაფერი....


 ჩემს სამაგიდო წიგნებად იქცევა ალბათ რადგან ეს იმ იშვიათ წიგნების სიაშია ჩემთვის რომლებსაც რამდენჯერმე კიდევ სიამოვნებით გადავიკითხავ მისი სიმძიმის თუ სიმძაფრის მიუხედავად...♥️


P.S. დიდი იმედი მაქვს რომ მესამე წიგნიც იქნება ოდესმე რადგან თითქოს რაღაც დამაკლდა მეორე რომ დავასრულე ... 🤔🤷🏽‍♀️🕯

თან ვინ იყო ის ვინც "კარზე დააკაკუნა და სად წავიდა ამ ყველაფრის მთავარი გმირი მაჰმუდი?!..." 🤔😁📖📚♥️

5 ივნისი 2021წ



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...