Wednesday 16 February 2022

წიგნები

 ხალიდ ჰოსეინი - " ათასი მოელვარე მზე"

ეს წიგნი არის ყველა დროის და მოვლენის ამსახველი... ზუსტად დღევანდელი მდგომარეობა და სიტუაციაა ასახული რაც დღეს ავღანეთში, ქაბულში ხდება,   თითქოს წლების შემდეგ ეს ყველაფერი იმ საწყის დაუბრუნდა და ზუსტად ერთი-ერთში განმეორდა..

მოძალადე და თავზე ხელაღებული "თალიბები" განადგურებული, ქალაქები დატერორებული და უმოწყალოდ მოკლული  ადამიანები,  უუფლებო ქალები და ამ ყველაფრის ფონზე დამატებული მოძალდე ქმრები და მამებიც კი...

აღუწერელი სისასტიკის მსხვეპლი ქალები და ქალიშვილები, რომლებსაც თანმხლები მამაკაცის (მამის, ძმის) და  ბურკის გარეშე გარეთ გასვლაც კი ეკრძალებოდათ განათლებასა და თანასწორობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ..  (იმ პერიოდის შეხდულებით მხოლოდ ვაჟები იყვნენ მნიშვნელოვანი და პრივილეგირებულები ოჯახებში, ცოლიც თუ ვაჟს უჩენდა ესეგი ღირსეული ქალი იყო ოჯახში ხოლო  თუ ქალიშვილს მაშინ არაფრის მაქნისი და უვარგისი...)

ეს წიგნი ორ ქალზეა რომლებიც ძალადობის, ტყუოლების, ბედის უკუღმართობის გამო დაიჩაგნენ, მაგრამ იმდენი ძალა ეყოთ რომ ერთმანეთი გადაერჩინათ...  

საოცარი წიგნია საოცარი წერის მანერით მისი სიმძიმის მიუხედავად არაჩვეულებრივად იკითხება...

30 აგვისტო 2021წ



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...